“აგროსფერო მოწინავე კომპანიაა თავის სფეროში, რომელიც ბევრ მიმართულებას მოიცავს და სხვადასხვა ინტერესებისა და პროფესიების მქონე ადამიანებისთვის საინტერესოს ხდის კომპანიაში მუშაობის პროცესს"
სოფლის მეურნეობაში ფეხი მამაჩემის გამო შემოვდგი. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, რომელიც ამ სფეროში შეხვდა, ის მთელი ცხოვრება ცდილობდა წარმატებული ფერმერი ყოფილიყო. მე კი მიზნად დავისახე მისი საქმე ღირსეულად გამეგრძელებინა...
"ჩემი საქმიანობა სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 2000 წელს დაიწყო. თავდაპირველად ცხოველთა ფერმა მქონდა, მიწებზე კი ქერი და სიმინდი მომყავდა. 2007 წელს მეთხილეობა გადავწყვიტე, ჩავყარე პირველი თხილის ბაღი, რომელიც ახლა უკვე 14 ჰექტარზეა გაშენებული...
მამა ფერმერია, შესაბამისად, ამ სფეროსთან შეხება ადრეული ასაკიდანვე მქონდა. ახლა კი მეც მის კვალს მივყვები. სოფლის მეურნეობაში არ არსებობს მოსაწყენი დღე ან დღე, რომელიც რაღაც ახალს არ მასწავლის. ყოველი დღე განსხვავებული, საინტერესო და დატვირთულია...
22 წლის წინ, ღვინის მწარმოებელ კომპანიაში, მეღვინეობაში ხარისხის კონტროლის სპეციალისტად ვმუშაობდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ღვინო მარნიდან კი არა ვენახიდან იწყებოდა და მალევე გადავინაცვლე მევენახეობის განყოფილებაში...
ჩემი ურთიერთობა სოფლის მეურნეობასთან და ბუნებასთან ბავშვობიდან იწყება. ბუნების სიყვარული ჩამინერგა ჩემმა ბაბუამ, ასევე დიმიტრი ბანკანაშვილმა, რომელიც 80-90-იან წლებში სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომებით გამოირჩეოდა...
გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯიშების გამოცდის შედეგად საუკეთესო შედეგები აჩვენა ამიკუსმა და გალუსმა, რომელთა წარმოება უკვე მიმდინარეობს ჩვენს ნაკვეთებში.
"5 წელია ვაზს ვუვლი. ვენახი მამაჩემმა დამიტოვა, იმის შემდეგ მე მაბარია. კახეთში უკეთესს ვერაფერს გააკეთებ, ვენახი უნდა გქონდეს. ვაზს შვილივით უნდა მოვლა, სიყვარულით. ამის სიტყვებით თქმა ძნელია."''''
"ჩემთვის, როგორც კახელი კაცისთვის, ვაზი სულ სხვაა. როგორც იტყვიან საფერებლად შევდივარ და ვეფერები მოვლის დროს. მევენახეობა არ არის მარტივი, თუმცა თუ მოინდომებ, რთული არაფერია. გული უნდა მოგდევდეს ამ საქმეში და ყველაფერი კარგად იქნება."
"ბავშვობიდან ასე გავიზარდე, სულ ვენახი, ფერმერობა იყო ჩემი საქმიანობა. ჩემს ოჯახს ვეხმარებოდი სხვადასხვა სამეურნეო საქმეში, პირუტყვის მოვლა იქნებოდა თუ ვენახთან მუშაობა. ფერმერობაზე სერიოზულად სკოლის დამთავრების შემდეგ დავფიქრდი."
„ზოგადად ყველა მცენარე "მზესუმზირაა", მთელი დღე საითაც მზეა იქეთ იყურება, მზე რომ წავა უყურებს სადაც ჩავიდა, დილას ისევ აქეთ, აღმოსავლეთისკენ ელოდება როდის ამოვა."