დიმიტრი ბანკანაშვილი
"ჩემი ურთიერთობა სოფლის მეურნეობასთან და ბუნებასთან ბავშვობიდან იწყება. ბუნების სიყვარული ჩამინერგა ჩემმა ბაბუამ, ასევე დიმიტრი ბანკანაშვილმა, რომელიც 80-90-იან წლებში სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომებით გამოირჩეოდა. მეც ფეხი ფაქტობრივად მის გაშენებული ხეხილის ბაღში ავიდგი…
ჩემი ერთი ჩვეულებრივი დღე ჩვენს ფერმაში არსებული სხვადასხვა მარცვლოვანი კულტურისა და ხილის ბაღის შემოვლით იწყება. ვფიქრობ, აუცილებელია ფერმის ყოველდღიური მონიტორინგი, რათა არაფერი გამომეპაროს და ნებისმიერ გამოწვევას თავის დროზე ვუპასუხო.
აგროსფეროსთან ურთიერთთანამშრომლობის 4–წლიანი გამოცდილება მაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას განაპირობებს, ესაა აგროსფეროს სწრაფვა თანამედროვე მიდგომებისადმი. ისინი მუდამ ცდილობენ თითოუელ პრობლემას მიუდგნენ ინოვაციურად და შემოგვთავაზონ ეფექტიანი, ხარისხიანი და პრობლემაზე ორიენტირებული პროდუქტები.
ჩემთვის თანამედროვე ფერმერობა ნიშნავს, სოფლის მეურნეობაში სხვადასხვა გამოწვევას ყოველდღე ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური მეთოდების დახმარებით პასუხობდე.
მთავარი, რაც სხვა ფერმერებს შემიძლია ვურჩიო, ესაა ფეხის აწყობა თანამედროვე მიდგომებსა და ტექნოლოგიებთან, რათა წლიდან წლამდე გავზარდოთ მატერიალური დოვლათი, რაც, საბოლოოდ, ქვეყნის განვითარებისთვისაა უმნიშვნელოვანესი.
მე სხვა გზას, ფაქტობრივად, ვერ ვხედავ." - დიმიტრი ბანკანაშვილი, თანამედროვე ფერმერი