ფერმერი მამუკა ქვლივიძე უკვე 10 წელზე მეტია მიწათმოქმედებას ეწევა და საგარეჯოში საზამთრო და სიმინდი მოჰყავს. დიდ საშემოდგომო სამზადისში მამუკას ნაკვეთები უკვე დახნული და კულტივირებული აქვს, მალე კი დათესვასა და მიწაში სასუქების შეტანასაც დაიწყებს
ფერმერ ბექა გონაშვილს ხორბალი და ქერი შირაქში, ურწყავ მიწებზე მოჰყავს. მრავალწლიან გამოცდილებასა და ცოდნასთან ერთად ბექას სირთულეებთან გამკლავებაში, მრავალჯერ ნაცადი და საიმედო, აგროსფეროს თანამედროვე პროდუქციაც ეხმარება
სოფლის მეურნეობაში ფეხი მამაჩემის გამო შემოვდგი. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, რომელიც ამ სფეროში შეხვდა, ის მთელი ცხოვრება ცდილობდა წარმატებული ფერმერი ყოფილიყო. მე კი მიზნად დავისახე მისი საქმე ღირსეულად გამეგრძელებინა...
"ჩემი საქმიანობა სოფლის მეურნეობაში დაახლოებით 2000 წელს დაიწყო. თავდაპირველად ცხოველთა ფერმა მქონდა, მიწებზე კი ქერი და სიმინდი მომყავდა. 2007 წელს მეთხილეობა გადავწყვიტე, ჩავყარე პირველი თხილის ბაღი, რომელიც ახლა უკვე 14 ჰექტარზეა გაშენებული...
მამა ფერმერია, შესაბამისად, ამ სფეროსთან შეხება ადრეული ასაკიდანვე მქონდა. ახლა კი მეც მის კვალს მივყვები. სოფლის მეურნეობაში არ არსებობს მოსაწყენი დღე ან დღე, რომელიც რაღაც ახალს არ მასწავლის. ყოველი დღე განსხვავებული, საინტერესო და დატვირთულია...
22 წლის წინ, ღვინის მწარმოებელ კომპანიაში, მეღვინეობაში ხარისხის კონტროლის სპეციალისტად ვმუშაობდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ღვინო მარნიდან კი არა ვენახიდან იწყებოდა და მალევე გადავინაცვლე მევენახეობის განყოფილებაში...
ჩემი ურთიერთობა სოფლის მეურნეობასთან და ბუნებასთან ბავშვობიდან იწყება. ბუნების სიყვარული ჩამინერგა ჩემმა ბაბუამ, ასევე დიმიტრი ბანკანაშვილმა, რომელიც 80-90-იან წლებში სოფლის მეურნეობაში ინოვაციური მიდგომებით გამოირჩეოდა...
"5 წელია ვაზს ვუვლი. ვენახი მამაჩემმა დამიტოვა, იმის შემდეგ მე მაბარია. კახეთში უკეთესს ვერაფერს გააკეთებ, ვენახი უნდა გქონდეს. ვაზს შვილივით უნდა მოვლა, სიყვარულით. ამის სიტყვებით თქმა ძნელია."''''
"ჩემთვის, როგორც კახელი კაცისთვის, ვაზი სულ სხვაა. როგორც იტყვიან საფერებლად შევდივარ და ვეფერები მოვლის დროს. მევენახეობა არ არის მარტივი, თუმცა თუ მოინდომებ, რთული არაფერია. გული უნდა მოგდევდეს ამ საქმეში და ყველაფერი კარგად იქნება."