თანამედროვე ფერმერი - ლევან სირბილაძე

აგროსფერო

„ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან საამაყოც არის, როდესაც გაქვს კარგი მეურნეობა“ – თანამედროვე ფერმერი ლევან სირბილაძე

თანამედროვე ფერმერი, ლევან სირბილაძე ბავშვობიდან ოცნებობდა, საკუთარი ვაშლის ბაღები ჰქონოდა. წლების შემდეგ ოცნება აიხდინა და დღეს გორის რაიონ სოფელ კვარხეთში სხვადასხვა ჯიშის ვაშლი მოჰყავს. როგორც თავად ამბობს, ბაღების გაშენება მარტივი არ ყოფილა, ის დიდი შრომისა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვის შედეგია.

 

„სიამაყის გრძნობა გეუფლება, რომ უყურებ შენს ნაშრომს. მარტო შენ იცი, რამდენი წვალება, რამდენი ნერვიულობა, რამდენი ფიქრი გიწევს იმისთვის, რომ ეს შედეგი მიიღო. ძალიან რთულია, მაგრამ ძალიან საამაყოც არის, როდესაც გაქვს კარგი მეურნეობა“, – აღნიშნავს ლევან სირბილაძე.

 


ლევანის ამოცანა მხოლოდ უხვი მოსავლის მიღება არ არის – ის ცდილობს პროდუქცია უმაღლესი ხარისხის იყოს, რადგან მიიჩნევს, რომ ქართულ ბაზარს სწორედ ეს სჭირდება. ფერმერს ჯანსაღი პროდუქტების მოყვანაში თანამედროვე ტექნოლოგიები და უმაღლესი ხარისხის პრეპარატები ეხმარება. 

თავად 12 წელია „აგროსფეროს“ პრემიუმ პროდუქციას – Bayer-ის მცენარეთა დაცვის საშუალებებსა და Yara-ს სასუქებს – იყენებს. ის ხაზს უსვამს განათლების მნიშვნელობასა და მეურნეობაში თანამედროვე მიდგომების დანერგვის აუცილებლობასაც.


ლევან სირბილაძემ ვაშლის კრეფა უკვე დაასრულა. მოსავალი, გასული წლების მსგავსად, წელსაც უხვი გამოდგა. ახლა მის საწყობში სამი ჯიშის ვაშლი – პინოვა, გოლდენი და სტარტი ინახება. ნაწილის რეალიზაცია უკვე დაიწყო, ნაწილი კი ნელ-ნელა გავრცელდება ქართულ ბაზარზე.


მოსავლის აღებისა და დაბინავების მიუხედავად, ლევან სირბილაძეს დასვენებისთვის არ სცალია. მალე მომავალი შემოდგმისთვის მზადებას დაიწყებს – შეწამლავს, გასხლავს და გაასუფთავებს ხეებს.

„ძალიან მიყვარს ჩემი საქმიანობა. რომ არ მიყვარდეს, ალბათ, აქამდე თავს დავანებებდი“, – ამბობს ლევანი და მომავალი სამუშაოებისთვის ემზადება.

აგროსფერო