თანამედროვე ფერმერი - ავთანდილ მარაქველიძე

აგროსფერო

„როცა ხარისხიან პროდუქციას აწარმოებ, აუცილებელია, გამოიყენო თანამედროვე პრეპარატები“, – ავთანდილ მარაქველიძე

თანამედროვე ფერმერი ავთანდილ მარაქველიძე აქტიურ მეურნეობას უკვე 15 წელია მისდევს. მას ყვარლის რაიონის სოფელ ბალღოჯიანში აისბერგის სახეობის სალათი მოჰყავს, რომელიც წელიწადში ორჯერ – გაზაფხულსა და შემოდგომაზე მოდის. 

ავთანდილ მარაქველიძე ამბობს, რომ მისი არჩევანი ყოფილიყო თანამედროვე ფერმერი, მნიშვნელოვნად განსაზღვრა ევროპაში მოგზაურობამ და განვითარებული ქვეყნების მეურნეობების დათვალიერებამ. სწორედ აქ დაინახა ავთანდილმა ის, თუ რამხელა გავლენას ახდენს შედეგზე ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია და თანამედროვე ტექნოლოგიები.

„როცა ხარისხიანპროდუქციას აწარმოებ, აუცილებელია, გამოიყენო თანამედროვე პრეპარატები“, – ამბობს ფერმერი. თავად ავთანდილი თავის მეურნეობაში პრემიუმ ხარისხის მცენარეთა დაცვის საშუალებებსა და Yara-ს ინოვაციურ სასუქებს იყენებს. 

შედეგად, იღებს პროდუქციას, რომლის რეალიზებაც არასდროს გასჭირვებია. როგორც თავად აღნიშნავს, კარგი პროდუქტის გაყიდვა არასდროსაა რთული. 

ავთანდილ მარაქველიძისთვის ფერმერობა აზარტია, რომელსაც მისთვის დიდი სიამოვნება მოაქვს. განსაკუთრებით კი ფერმერს შემოდგომის ბოლო თვე უყვარს, რადგან მთელი წლის შრომის შედეგი ამ დროს ყველაზე თვალსაჩინოა.  

აგროსფერო