მირიან ჩხიტუნიძე
"სოფლის მეურნეობაში ფეხი მამაჩემის გამო შემოვდგი. უამრავი დაბრკოლების მიუხედავად, რომელიც ამ სფეროში შეხვდა, ის მთელი ცხოვრება ცდილობდა წარმატებული ფერმერი ყოფილიყო. მე კი მიზნად დავისახე მისი საქმე ღირსეულად გამეგრძელებინა.
ჩვენს მეურნეობაში დღე დილის 7:30-ზე იწყება და საღამოს 9 საათზე მთავრდება. დატვირთული სამუშაოსგან გამომდინარე, დღეში დაახლოებით 2-3 ჯერ მაინც გამოჩნდება ისეთი რამ ფერმაში, რაც ჩვენს ყურადღებას საჭიროებს, რისთვისაც ხშირად აგროსფეროში ვრეკავთ მცენარეთა დაცვის პრეპარატებისთვისა და აგრონომიული რჩევებისთვის.
მე, როგორც თანამედროვე ფერმერს, თითქმის ყოველდღიური შეხება მაქვს აგროსფეროსთან. დღის განმავლობაში თუ დაგვჭირდა რაიმე პროდუქცია ერთი საათის შუალედში პროდუქტი უკვე ადგილზეა. ამით მე იმ დროსა და ენერგიას ვზოგავ, რომელიც შემიძლია ჩემი ფერმის განვითარებას მოვახმარო.
იყო თანამადროვე ფერმერი ნიშნავს, არ გეშინოდეს სიახლეების და ყოველთვის მზად იყო შენს მიწაზე თანამედროვე პროდუქტებისა და ტექნოლოგოების დანერგვისთვის, რადგან სწორედ ესაა, რისი დახმარებითაც ვითარდება ყველა ტიპის მეურნეობა.
სხვა ფერმერებს, რომლებიც დღესაც უშინდებიან თანამედროვე პროდუქტებისა თუ ტექნოლოგიების გამოყენებას, ჩემი მაგალითით ვეტყოდი, რო ამაში საშიში არაფერია. მეტიც – თანამედროვე მიდგომების გარეშე, ვფიქრობ, ქართული საფერმო საქმიანობა წინ ვერ წავა." - მირიან ჩხიტუნიძე, თანამედროვე ფერმერი