თანამედროვე ფერმერი - შორენა ბოჭორიშვილი

აგროსფერო

შორენა ბოჭორიშვილი

"22 წლის წინ, ღვინის მწარმოებელ კომპანიაში, მეღვინეობაში ხარისხის კონტროლის სპეციალისტად ვმუშაობდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ღვინო მარნიდან კი არა ვენახიდან იწყებოდა და მალევე გადავინაცვლე მევენახეობის განყოფილებაში.


საბედნიეროდ, ჩემთვის ყოველი დღე განსხვავებულია – ეს ვეგეტაციის პერიოდზეა დამოკიდებული. ვენახში ვაზი იძლევა განკარგულებებს, ხოლო ფერმერი უბრალოდ მას უნდა მიჰყვეს.


აგროსფერო საკმაოდ კარგ მომსახურებას სთავაზობს ფერმერებს – როგორიცაა კონსულტაციები პრეპარატების გამოყენებასა თუ აგროვადების მიხედვით სამუშაოების ჩატარებაში, სიახლეების გაცნობასა თუ დანერგვაში… ასევე, ტექნიკის მოწოდებაში და ექსპლუატაციაში.

ვფიქრობ, თანამედროვე ფერმერი უნდა იყოს მუდმივ დაკვირვებასა და ახალი გზების ძიებაში. როგორც ყველა სხვა სფეროში, აქაც მთავარი იმ საქმის სიყვარულია, რომელსაც აკეთებ.

თანამედროვე პროდუქტები, ტექნოლოგიები და მეთოდები მრავალწლიანი შესწავლის, გამოცდისა და მეცნიერული კვლევების შედეგადაა შექმნილი. ამიტომ მათი არ გამოყენება ან სულაც არ ცდა, ვფიქრობ, არაა სწორი მიდგომაა.

თუ წელსაც ზუსტად იმავეს ვაკეთებთ, რასაც გასულ წელს, არასდროს გვეცოდინება, რა, როგორ და რატომ მუშაობს ან არ მუშაობს. შესაბამისად, სიახლეებიც ყოველთვის დაგვაფრთხობს. თანამედროვე მიდგომების დანერგვის გარეშე კი განვითარება შეუძლებელია." - შორენა ბოჭორიშვილი, თანამედროვე ფერმერი

აგროსფერო