2023 წელს აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთთან შედარებით, სიმინდის უკეთესი მოსავალი მოვიდა. რეკორდული მაჩვენებლები კი ქვემო ქართლში, კონკრეტულად, ბოლნისში დაფიქსირდა, რაც გარკვეულწილად გასულ წელს ამ არეალში სიმინდისთვის ხელსაყრელმა ამინდმა განაპირობა.