ფერმერები, რომლებმაც 2024 წელს სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს

აგროსფერო

გადავწყვიტეთ, გასული წლის მსგავსად, იმ ფერმერების რეიტინგი გამოვაქვეყნოთ, რომლებმაც 2024 წელს Dekalb-ის ჰიბრიდებით სიმინდის ყველაზე მაღალი მოსავლის მოყვანა შეძლეს. 

სასოფლო-სამეურნეო მონაცემები
მოსავალი (ტ/ჰა)
ჰიბრიდიFAOრეგიონირაიონიფერმერიმორწყვის ტიპიმოსავალი (ტ/ჰა)

მონაცემების მიხედვით, აღმოსავლეთ საქართველოში, დასავლეთ საქართველოსთან შედარებით, უკეთესი მოსავალი მოვიდა. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – ჰექტარზე 15.4 ტონა კი ლაგოდეხში დაფიქსირდა. რეიტინგის სათავეში მყოფმა ფერმერმა, გიორგი ჩხეიძემ სათესლე მასალად – DKC 5812 გამოიყენა. 

დღეს ჩვენი ასორტიმენტი Dekalb-ის 14 ჰიბრიდისგან შედგება, რომლებიც სიმინდის სათესლე მასალების უმსხვილესმა მწარმოებელმა „აგროსფეროსთან“ თანამშრომლობით სპეციალურად ადგილობრივი კლიმატის, ნიადაგისა და საჭიროებების გათვალისწინებით შეარჩია. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი ფართო არჩევანი მოიცავს მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან ჰიბრიდებს, რომლებიც გამოირჩევიან განსხვავებული ინოვაციური მახასიათებლებით. ეს კი ფერმერებს კონკრეტულად მათ მეურნეობასა და მიზნებზე მორგებული სათესლე მასალის შერჩევისა და, შესაბამისად, მაქსიმალურად მაღალი მოსავლის მიღების შესაძლებლობას აძლევს. აღსანიშნავია, რომ რომ Dekalb-ისა და ჩვენი გუნდის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, ასორტიმენტი მუდმივად ახლდება და ჰიბრიდების არჩევანი წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება. 

აგროსფერო