პირველად საქართველოში DEKALB-ის სიმინდის სათესლე მასალის ფართო ასორტიმენტი
პირველად საქართველოში DEKALB-ის სიმინდის სათესლე მასალის ფართო ასორტიმენტი
სიმინდის ჰიბრიდების უმსხვილესმა მწარმოებელმა კომპანია Dekalb-მა საქართველოში მისი პროდუქციის ასორტიმენტი კიდევ უფრო გაზარდა. ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და აგროტექნიკის იმპორტიორ კომპანია „აგროსფეროსთან“ ერთად მან ქართველ ფერმერებს სიმინდის ახალი ჯიშები და ჰიბრიდები წარუდგინა. ახლა დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ შეიძინონ საქართველოს სხვადასხვა ტიპის ნიადაგსა და კლიმატურ ზონაზე მორგებული სიმინდის ჰიბრიდები FAO 200-დან FAO 700-ის ჩათვლით:
- DEKALB DKC 2972 – FAO 200
- DEKALB DKC 3400 – FAO 240
- DEKALB DKC 4178 – FAO 330
- DEKALB DKC 4391 – FAO 350
- DEKALB DKC 5911 – FAO 500
- DEKALB DKC 5812 – FAO 550
- DEKALB DKC 6625 – FAO 630
- DEKALB DKC 6980 – FAO 700
„Dekalb-ის სათესლე მასალის ფართო არჩევანი ხელს შეუწყობს ქართველი ფერმერების მოსავლისა და, შესაბამისად, შემოსავლების ზრდას. 2024 წლიდან კიდევ უფრო გაზრდილი პორტფოლიოთი წარვდგებით ჩვენი მომხმარებლის წინაშე, რაც ითვალისწინებს ახალი ჰიბრიდების წარმოებასა და ასორტიმენტის გამრავალფეროვნებას“, – ამბობს მირანდა შენგელია, „აგროსფეროს“ პროდუქტ მენეჯერი სათესლე მასალის მიმართულებით.
Dekalb Bayer-ის მფლობელობაში მყოფი კომპანიაა, რომელსაც სიმინდის სათესლე მასალების წარმოების 112 წლიანი ისტორია აქვს. ის ქმნის ჯიშებსა და ჰიბრიდებს, რომლებიც გამოირჩევა მოსავლის მაღალი პოტენციალით, ძლიერი ფესვთა სისტემითა და ჩაწოლის, ტემპერატურისა და დაავადებების მიმართ მედეგობით.
Dekalb პირველად „აგროსფეროს“ ქსელში რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა. ამ პერიოდის განმავლობაში სხვადასხვა რეგიონში არსებულ საცდელ-სადემონსტრაციო ნაკვეთებში ჰიბრიდების გამოცდა მიმდინარეობდა, წელს კი DEKALB ფართო ასორტიმენტით, უკვე 8 სიმინდის ჰიბრიდითაა წარმოდგენილი. ისინი მორგებულია საქართველოს გარემო პირობებზე როგორც სარწყავი, ისე ურწყავი ნიადაგებისთვის.
„კონკრეტულ პროდუქტზე მუშაობის დაწყებამდე „აგროსფეროსთან“ ერთად ვიკვლევთ ფერმერების საჭიროებებს, რათა მათ შევთავაზოთ სწორი პროდუქტი, სწორ დროსა და პირობებში. მხოლოდ ამის შემდეგ ვიწყებთ სათესლე მასალის წარმოებას, რომელიც იქნება უსაფრთხო ნიადაგისთვის და რომელიც დაეხმარება ფერმერს გაზარდოს თავისი მოსავალი.
„აგროსფეროსთან“ ერთად მუშაობას კვლავაც აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ, რათა სამომავლოდ ბაზარზე წარმოვადგინოთ ახალი პროდუქტები ყველა ქართველი ფერმერის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“, – გვითხრა Dekalb-ის უკრაინელმა წარმომადგენელმა, კონსტანტინ ნოვიკოვმა