ჰიბრიდი
GMO - გენეტიკურად მოდიფიცირებული
GMO პროდუქტი მიიღება ლაბორატორიულ პირობებში ბიოინჟინრული ჩარევით, გენური მახასიათებლების მოდიფიცირების შედეგად, მსგავსი მახასიათებლების მქონე მცენარე ბუნებრივი შეჯვარების შედეგად არ გვხვდება!
გენმოდიფიცირებისას მცენარის გენში ემატება სხვა მცენარეების, ცხოველების, ვირუსების ან ბაქტერიების გენი, რისი მიზანიცაა გენმოდიფიცირებული მცენარის მედეგობის უნარის ჩამოყალიბება სხვადასხვა დაავადებისა თუ მავნებლის წინააღმდეგ.
საქ. კანონი "გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ" - საქართველოს 2016 წლის 2 მარტის კანონი №4799, მუხლი 7: "საქართველოს ტერიტორიაზე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის გარემოში ინტროდუქცია, ასევე აკრძალულია გენმოდიფიცირებული ორგანიზმის საბაზრო ქსელში განთავსება. აღნიშნული მოთხოვნის დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით."