მზადება დიდი შემოდგომისთვის - კამპანიის შეჯამება

აგროსფერო

"მზადება დიდი შემოდგომისთვის" კამპანიის ფარგლებში 18 თანამედროვე ფერმერის ისტორია ვიდეო სერიაში გავაერთიანეთ

კამპანიების „მზადება დიდი შემოდგომისთვის“ და „დიდი შემოდგომა“ ფარგლებში საზოგადოებას 18 თანამედროვე ფერმერი გავაცანით. გადამღებ ჯგუფთან ერთად, საქართველოს რეგიონებში ათზე მეტი სოფელი მოვიარეთ და ვიდეო სერია გადავიღეთ. ვიდეო სიუჟეტები შეიცავს იმ ადამიანების ისტორიებს, რომლებიც დღეს საქართველოში თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სასოფლო–სამეურნეო კულტურებს აწარმოებენ.

ვიდეოსიუჟეტები მაყურებელს აცნობს თვალწარმტაც ვენახებს, ატმის, კაკლის, თხილის, ნუშის ბაღებს. ასევე დაათვალიერებენ იდეალურად მოვლილ კომბოსტოს, ხორბლისა და სიმინდის ყანებს. სიუჟეტების მთავარი ხიბლი მაინც ის ადამიანები არიან, რომლებიც მუხლმოუხრელი შრომით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მიდგომების დანერგვით ქმნიან ჯანსაღ პროდუქტს და მთელ ქვეყანას ამარაგებენ.

ჩვენი კამპანიის და ამ ვიდეო სერიის ერთ-ერთი გმირი ამბობს, რომ „დიდი იდეის გარეშე არც ერთი საქმის წამოწყება არ ვარგა. ვგულისხმობ, რომ ხარისხით უნდა გავითქვათ სახელი“. ასეთი მიდგომა კამპანიის თითოეულ ვიდეოსიუჟეტს გაჰყვება ლაიტმოტივად და ფერმერები პრიორიტეტად სწორედ ჯანსაღი და ხარისხიანი პროდუქტის შექმნას ასახელებენ.

ფერმერები კადრში გვიყვებიან თანამედროვე ტექნოლოგიებსა და მეთოდებზეც, რომლებიც თანამედროვე საუკეთესო ხარისხის შესაბამისი სასოფლო-სამეურნეო კულტურების საწარმოებლად ნერგავენ. გვაცნობენ თავისი სავარგულებისთვის შერჩეულ საუკეთესო სათესლე მასალებს, სასუქებსა და მცენარეთა დაცვის საშუალებებს. ფერმერები განმარტავენ, თუ რატომ და როგორ გახდა ყოველივე ზემოხსენებული მათი ცხოვრების ყოველდღიურობა.

ჩვენ საკუთარ მთავარ ამოცანად თანამედროვე ფერმერთა მხარდაჭერას, მათი ხარისხიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციითა და აგროტექნიკით უზრუნველყოფას მივიჩნევთ და გვსურს, რომ თანამედროვე წარმატებული ფერმერების რეალური ისტორიები ფართო საზოგადოებამდე მივიტანოთ. 

„მზადება დიდი შემოდგომისთვის“ და „დიდი შემოდგომა“ ამ ეტაპზე დასრულდა, თუმცა ჩვენი გუნდი უახლოეს მომავალში სხვა საინტერესო კამპანიებს გეგმავს, რომელთა მეშვეობითაც კიდევ უფრო მეტ თანამედროვე ფერმერსა და წარმატებულ მეურნეობებს გაგაცნობთ.

აგროსფერო