მიწასთან მომუშავე ფერმერისა თუ გლეხის ყოველდღიური საქმიანობის უმთავრესი მიზანი უხვი და ჯანსაღი მოსავლის მიღებაა. სხვადასხვა კულტურის სიჯანსაღესა და მოსავლიანობას ხელს უშლის განსხვავებული დაავადებები და მავნებლები, მათთან საბრძოლველად კი ყველაზე ეფექტური გზა მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენებაა.