
მცენარის დაავადება მისი სასიცოცხლო პროცესების, ანუ ერთი ან რამდენიმე ფუნქციის მოშლას გულისხმობს, რასაც სხვადასხვა პათოგენური ორგანიზმი — სოკო, ბაქტერია ან ვირუსი — იწვევს. პათოგენების მოქმედება დიდ გავლენას ახდენს მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე. სხვადასხვა მონაცემებით, დაავადებების შედეგად შესაძლოა მოსავლის 25-35% განადგურდეს.
ამ დანაკარგის შესამცირებლად და მოსავლის დასაცავად აუცილებელია დაავადებების მართვის ცოდნა. დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლისას პირველი ნაბიჯი მისი გამომწვევის იდენტიფიცირებაა — უნდა იცოდეთ რომელი დაავადება როგორ ვლინდება და რა ღონისძიებებია საჭირო მის სამართავად.
მცენარეთა დაავადებების ძირითადი ტიპები
მცენარეთა დაავადებები გამომწვევი პათოგენის ტიპების მიხედვით კლასიფიცირდება. თითოეულ ჯგუფს გავრცელების, განვითარებისა და მცენარეზე ზემოქმედების სპეციფიკური მახასიათებლები აქვს.
სოკოვანი დაავადებები
მცენარეთა დაავადებების ყველაზე გავრცელებული ჯგუფია. მათ პათოგენური სოკოები იწვევს. სოკოები სპორებით მრავლდება, რომლებსაც ქარი, წყალი ან მექანიკური კონტაქტი (სამუშაო იარაღები) ავრცელებს.
ხელსაყრელ პირობებში, მაღალი ტენიანობასა და შესაბამის ტემპერატურაში, სპორა მცენარის ზედაპირზე ღივდება და საინფექციო სტრუქტურის ძაფებს ე.წ. ჰიფებს წარმოქმნის, რომლებიც მცენარის ქსოვილში იჭრება.
სოკოვანი დაავადებების სიმპტომები მრავალფეროვანია, მაგალითად:
ფოთლებზე ჩნდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის ნეკროზული (მკვდარი) უბნები;
ფოთლის ზედაპირზე ვითარდება თეთრი ან მონაცრისფრო ფქვილისებრი ნადები;
ფოთლებზე ჩნდება ნარინჯისფერი, ყვითელი ან ყავისფერი ბუშტუკები;
ზიანდება მცენარის ფესვთა სისტემა და ნიადაგთან შეხების ადგილი.
ბაქტერიული დაავადებები
ამ ტიპის დაავადებებს იწვევს ბაქტერიები — ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმები, რომლებიც მცენარეში ბუნებრივი გზებით (ბაგეების გავლით) ან მექანიკური დაზიანებებით აღწევს.
დაავადების გამომწვევი ბაქტერიები ხშირად ისედაც ახვევია გარს მცენარეს, მაგალითად, ინერტულ ფორმაში.
ბაქტერიები გვხვდება ნიადაგში, ჩამოცვენილ ფოთლებზე ან თავად მცენარის ზედაპირზე. მათი გააქტიურებისა და გავრცელებისათვის ხელსაყრელ პირობებს ორი მთავარი ფაქტორი ქმნის: სითბო და ტენი. მაღალი ტემპერატურა ბაქტერიის განვითარებასა და გამრავლებას აჩქარებს. მაღალი ტენიანობა, წვიმა, ნამი ან მორწყვა მცენარეზე წყლის თხელ აპკს ქმნის, რომელიც გამრავლებულ ბაქტერიებს მცენარეში შეღწევის საშუალებას აძლებს.
ბაქტერიული ინფექციისთვის დამახასიათებელია შემდეგი სიმპტომები:
ფოთლებზე ჩნდება წყლით გაჟღენთილი ლაქები, რომლებიც დროთა განმავლობაში მუქდება და შავდება;
დაზიანებული უბნებიდან შეიძლება გადმოვიდეს წებოვანი, ლორწოვანი სითხე;
ბაქტერიები მცენარის ქსოვილებს შლის, რომლებიც რბილ, წყალწყალა მასად იქცევა.
ვირუსული დაავადებები
ბაქტერიებისაგან განსხვავებით, რომლებიც უჯრედის დაყოფით დამოუკიდებლად ვითარდება, ვირუსები სულ სხვა პრინციპით მრავლდება. ისინი არაუჯრედული პათოგენებია, ამიტომ დამოუკიდებლად, საკუთარი მექანიზმებით ვერ ვითარდება. ამის ნაცვლად, მწუწნი მწერების მიერ გადატანილი ვირუსები მასპინძელ მცენარეში აღწევს და გასამრავლებლად მის რესურსს იყენებს.
ამ პროცესის შედეგად ირღვევა მცენარის ნივთიერებათა ცვლა ანუ მეტაბოლიზმი. უჯრედი ვეღარ ასრულებს თავის ნორმალურ ფუნქციებს — ფერხდება ფოტოსინთეზის პროცესი, ირღვევა ზრდისთვის აუცილებელი ნივთიერებებისა და პიგმენტების (მაგალითად, ქლოროფილის) წარმოქმნა.
ვირუსული დაავადებებს ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
ფოთლებზე ჩნდება ღია მწვანე და მუქი მწვანე ფერის მონაცვლე ლაქები;
ფოთლები ყვითლდება;
მცენარე ვერ აღწევს მისთვის დამახასიათებელ ზომას;
იცვლება ფოთლების, ყლორტების, ყვავილებისა და ნაყოფის ფორმა.
მიკოპლაზმური დაავადებები
ამ ტიპის დაავადებებს მიკოპლაზმები (იგივე ფიტოპლაზმები) — უჯრედის კედლის არმქონე ბაქტერიის მსგავსი მიკროორგანიზმები — იწვევს. მცენარეში მათი შეღწევა მწერების, უმეტესად ჭიჭინობლების, მეშვეობით ხდება. კვების დროს მწერს პათოგენი მცენარის იმ სისტემაში შეჰყავს, სადაც ორგანული ნივთიერებები გადაადგილდება. ამ სისტემას ფლოემა ეწოდება.
ფლოემას დაზიანება არღვევს საკვები ნივთიერებების ტრანსპორტირებას, რაც მცენარის ზრდის ანომალიებს იწვევს, მაგალითად:
მცენარის ერთი წერტილიდან ყლორტების ჭარბი რაოდენობა ვითარდება;
ყვავილის ნაწილები (გვირგვინის ფურცლები, მტვრიანები) ფოთლისებრ წარმონაქმნად ვითარდება;
ყვავილის ნაწილები მწვანდება.
ფოთლები დეფორმირდება, ან ფერს იცვლის.
დაავადების დიაგნოსტიკის მეთოდები
მცენარის დაავადებების დიანოსტიკისათვის ყველაზე მარტივი და ხელმისაწვდომი მეთოდი ვიზუალური დათვალიერებაა. აუცილებელია ზედმიწევნით შემოწმდეს მცენარის მიწისზედა ნაწილები, ღერო, ფოთოლი და ნაყოფი. ზოგიერთი დაავადების, მაგალითად, ფესვის სიდამპლის ან კიბოს შემთხვევაში, ფესვთა სისტემის შემოწმება აუცილებელია. დაავადებების ნიშნები, როგორც წესი, პირველად ფოთლებზე, ბოლოს კი ნაყოფზე ვლინდება.
შემოწმება-დათვალიერებისას ყურადღება უნდა მიექცეს ნიშნებს, რომლებიც შესაძლოა დაავადების არსებობაზე მიუთითებდეს:
ფერის ცვლილება: ფოთლების გაყვითლება, გაუფერულება ან არაბუნებრივი შეფერილობა (მაგალითად, მოწითალო);
ლაქები და ნადები: ფოთლებზე ან ღეროზე სხვადასხვა ფერისა და ფორმის ლაქების ან ფქვილისებრი ნადების გაჩენა;
ჭკნობა და დეფორმაცია: მცენარის ცალკეული ნაწილების ან მთლიანად მცენარის ჭკნობა, ფოთლების, ყლორტების ან ნაყოფის ფორმის შეცვლა;
ზრდაში ჩამორჩენა: მცენარე შესამჩნევად ჩამორჩება ზრდა-განვითარებაში ჯანმრთელ მცენარეებს;
ქსოვილის კვდომა (ნეკროზი): მცენარის ნაწილებზე მკვდარი, გამომშრალი ან დამპალი უბნების წარმოქმნა.
ლაბორატორიული დიაგნოსტიკა
როდესაც ვიზუალური დათვალიერება არ იძლევა ერთმნიშვნელოვანი დასკვნის საშუალებას, ზუსტი დიაგნოზისთვის ნიმუშის ლაბორატორიული ანალიზი ტარდება. თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდები შესაძლებლობას იძლევა, მაღალი სიზუსტით დადგინდეს გამომწვევი პათოგენის სახეობა.
იმუნოჯოხი (ImmunoStrip): სწრაფი ტესტი, რომელიც მინდვრის პირობებშივე ტარდება. მისი დახმარებით შესაძლებელია კონკრეტული ვირუსის ან ბაქტერიის პირველადი იდენტიფიკაცია რამდენიმე წუთში;
ELISA (იმუნოფერმენტული ანალიზი): მაღალი სიზუსტის ლაბორატორიული მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია საკვლევ ნიმუშში ვირუსის, ბაქტერიისა თუ სხვა გამომწვევის 95-100%-იანი სიზუსტით დადგენა;
პჯრ (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქცია): ბიოქიმიური დიაგნოსტიკის მეთოდია, რომელიც პათოგენს მისი უნიკალური გენეტიკური მასალის (დნმ ან რნმ) მიხედვით ადგენს. გამოირჩევა მაღალი მგრძნობელობითა და სიზუსტით.
სეკვენირება: ყველაზე თანამედროვე და დეტალური მეთოდი, რომლის საშუალებითაც დგინდება გამომწვევის სრული გენეტიკური კოდი. ეს მეთოდი გამოიყენება არა მხოლოდ პათოგენის იდენტიფიცირებისთვის, არამედ მისი შტამების შესასწავლად და ახალი გამომწვევების დასადგენად.
მცენარის დაავადებები და მათი მართვა
დაავადებების მართვა მოითხოვს კონკრეტულ კულტურასა და პათოგენზე მორგებულ მიდგომას. წარმატებული შედეგისთვის აუცილებელია როგორც პრევენციული აგროტექნიკური ღონისძიებების დროულად და ხარისხიანად ჩატარება, ისე ქიმიური პრეპარატების სწორი და მიზნობრივი გამოყენება.
ვაზის დაავადებები
ვაზის ჭრაქი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა, რომელიც მაღალ ტენსა და ზომიერ სითბოში ვითარდება. დაავადება თავდაპირველად ვაზის ფოთოლზე ღია მოყვითალო ლაქებით ვლინდება. ფოთლის ქვედა მხარეს კი თეთრი ფიფქი ჩნდება. რამდენიმე დღეში ფოთლის ზედა ლაქის არეალი იზრდება, ყავისფერდება და ხმება. ჭრაქის ძლირი გავრცელებისას ფოთლები ხმება და ცვივა. დაავადება ვაზის ყლორტებს, ყვავილებსა და მტევანს აზიანებს, რასაც მოსავლის დაკარგვა მოსდევს.
ჭრაქის კონტროლისთვის გამოიყენება როგორც კონტაქტური, ისე სისტემური ფუნგიციდები. კონტაქტური ფუნგიციდებიდან ეფექტურია სპილენძის შემცველი პრეპარატები - იროკო, კუპერვალი, სისტემური ფუნგიციდებიდან კი წარმატებით გამოიყენება: მიკალ ფლეში, მელოდი კომპაქტი, პროფაილერი და სხვ.
პრეპარატი | იროკო |
მოქმედი ნივთიერება | სპილენძის ჰიდროქსიდი (Cu-ს მიხედვით): 40% მ/მ |
კულტურა | ვაზი |
მავნე ობიექტი | ჭრაქი, ანთრაქნოზი |
ხარჯვის ნორმა | 1.5 - 2.5 კგ/ჰა |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 5 |
ლოდინის პერიოდი | 15 დღე |
უპირატესობები | არ წარმოქმნის მტვერს, დაბალი დოზირება, მაღალი კონცენტრაცია |
პრეპარატი | კუპერვალი |
მოქმედი ნივთიერება | ბორდოს ნარევი 200 გ/კგ (Cu-ს მიხედვით), სპილენძის სულფატი + კალციუმის ჰიდროქსიდი 20% მ/მ (Cu-ს მიხედვით) |
კულტურა | ვაზი |
მავნე ობიექტი | ჭრაქი, ბაქტერიული ლაქიანობა |
ხარჯვის ნორმა | 0.6 - 1% (600-1000გ/100ლ. წყალზე) |
უპირატესობები | ადვილად გამოსაყენებელი, ნეიტრალური pH, არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა, შესაძლებელია გამოყენება სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში. |
პრეპარატი | მიკალ ფლეში |
კულტურა | ვაზი |
მავნე ობიექტი | ჭრაქი, ნაცრისფერი სიდამპლე |
ხარჯვის ნორმა | 3.0-4.0 კგ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 30 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 2-ჯერ |
მოქმედება | სისტემური და კონტაქტური |
პრეპარატი | მელოდი კომპაქტი |
კულტურა | ვაზი |
მავნე ობიექტი | ჭრაქი, წითელი ლაქიანობა |
ხარჯვის ნორმა | 1.5 კგ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 30 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 3-ჯერ |
მოქმედი ნივთიერება | იპროვალიკარბი + სპილენძის ქლორჟანგი |
მოქმედება | სისტემური და ტრანსლამინარული |
უპირატესობები | პროფილაქტიკური, სამკურნალო და ანტისპორულანტური ეფექტი, ღვინის წარმოებას არ აზიანებს. |
პრეპარატი | პროფაილერი |
კულტურა | ვაზი |
მავნე ობიექტი | ჭრაქი |
ხარჯვის ნორმა | 2.0-3.0 კგ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 28 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 2-ჯერ |
სამუშაო ნაზავის რაოდენობა | 1000 ლ/ჰა |
მოქმედება | სისტემური და ტრანსლამინარული |
უპირატესობები | ძლიერი პროფილაქტიკური მოქმედება, სამკურნალო და ანტისპორულანტური ეფექტი, მდგრადობა ჩამორეცხვისადმი. |
ვაზის ნაცარი
პრეპარატი | ნატივო |
კულტურა | ვაზი |
მავნე ობიექტი | ნაცარი, ნაცრისფერი სიდამპლე |
ხარჯვის ნორმა | 0.16-0.18 კგ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 20 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 2-ჯერ |
მოქმედება | სისტემური და პროფილაქტიკური |
უპირატესობები | მტევნებისა და ფოთლების შესანიშნავი დაცვა, მაღალი პერსისტენტობა, სამკურნალო ეფექტი |
პრეპარატი | ზატო |
კულტურა | ვაზი |
მავნე ობიექტი | ნაცარი |
ხარჯვის ნორმა | 0.15 კგ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 21 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 2-ჯერ |
გამოყენების წესი | 2-ჯერ ზედიზედ, შემდეგ სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატი |
მოქმედება | მეზოსტემური, ტრანსლამინარული |
უპირატესობები | მდგრადი ძლიერი წვიმის მიმართ (1 საათი), მაღალ ტენიანობაში ეფექტური |
პრეპარატი | პროსპერი |
კულტურა | ვაზი |
მავნე ობიექტი | ნაცარი |
ხარჯვის ნორმა | 1.0-1.2 ლ/ჰა |
დამუშავების პერიოდი | ვეგეტაციის პერიოდში (BBCH 19; 73-75) |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 2-ჯერ |
მოქმედი ნივთიერება | სპიროქსამინი (spirochetalamine-ის ქიმიური ჯგუფი) |
მოქმედება | სისტემური, სტეროლების ბიოსინთეზის ინჰიბიტორი |
უპირატესობები | სამგზისი მოქმედება (პროფილაქტიკური, სამკურნალო, აღმოფხვრა), არ არის ტემპერატურაზე დამოკიდებელი, იდეალური საზაფხულო გამოყენებისთვის, უვნებელი სასარგებლო მწერებისთვის. |
პრეპარატი | ფალკონი |
კულტურა | ვაზი |
მავნე ობიექტი | ნაცარი |
ხარჯვის ნორმა | 0.3 ლ/ჰა |
სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა | 800-1000 ლ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 40 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 4-ჯერ |
გამოყენების დრო | ვეგეტაციის პერიოდში: ყვავილობამდე, მარცვლის ზომის ნაყოფი, ნაყოფები ბარდის (მწვანე) ზომის. |
უპირატესობები | ახალი თაობის სუპერფუნგიციდი, პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება, ანტირეზისტენტობის უნარი, სტოპ-ეფექტი, 2-4 საათში აღწევს მცენარეში |
პრეპარატი | ლუნა მაქსი |
კულტურა | ვაზი |
მავნე ობიექტი | ნაცარი |
ხარჯვის ნორმა | 0.7-1.0 ლ/ჰა |
სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა | 1000 ლ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 35 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 2-ჯერ |
დამუშავებს შორის ინტერვალი | 10 დღე |
მოქმედი ნივთიერება | ფლუოპირამი + სპიროქსამინი |
უპირატესობები | ანტირეზისტენტობის უნარი, 35 დღიანი ხანგრძლივი დაცვა, არ გამოიყენება ზედიზედ |
პრეპარატი | სულფოლაკი |
კულტურა | ვაზი |
მავნე ობიექტი | ნაცარი, ტკიპები |
ხარჯვის ნორმა | 3.0-5.0 კგ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 1 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 4-ჯერ |
დამცავი მოქმედების პერიოდი | 7-10 დღე |
მოქმედება | კონტაქტური |
უპირატესობები | მოკლე ლოდინის პერიოდი, კონტაქტური მოქმედება, თავსებადი სხვა პესტიციდებთან, ეფექტური ტკიპების წინააღმდეგაც |
თხილის დაავადებები - ნაცარი
პრეპარატი | ნატივო |
კულტურა | თხილი |
მავნე ობიექტი | ნაცარი, ქეცი |
ხარჯვის ნორმა | 0.3-0.35 კგ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 20 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 2-ჯერ |
უპირატესობები | პროფილაქტიკური და სამკურნალო ეფექტი, ანტირეზისტენტობა, ფართო სპექტრის მოქმედება |
პრეპარატი | ლუნა სენსეიშენი |
კულტურა | კაკლოვნები (წაბლი, თხილი, კაკალი) |
მავნე ობიექტი | თეთრი სიდამპლე, ალტერნარიოზი, ანთრაქნოზი, ქეცი, ფოთლების ლაქიანობა, აღმოსავლური დამწვრობა |
ხარჯვის ნორმა | 0.3-0.55 ლ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 14 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 3-ჯერ |
მოქმედი ნივთიერება | ფლუოპირამი + ტრიფლოქსისტრობინი |
მოქმედების მექანიზმი | მიტოქონდრიალური სუნთქვის ბლოკირება (კომპლექსი II + III) |
უპირატესობები | ფართო სპექტრის მოქმედება, ჯვარედინი რეზისტენტობის არარსებობა, მოსავლიანობის მატება, გარემოსთვის უსაფრთხო |
პრეპარატი | ზატო |
კულტურა | თხილი |
მავნე ობიექტი | ნაცარი |
ხარჯვის ნორმა | 0.25 კგ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 21 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 2-ჯერ |
გამოყენების წესი | 2-ჯერ ზედიზედ, შემდეგ სხვა ქიმიური ჯგუფის პრეპარატი |
მოქმედება | მეზოსტემური, ტრანსლამინარული |
უპირატესობები | ქსოვილში, მდგრადი ძლიერი წვიმის მიმართ (1 საათი), მაღალ ტენიანობაში ეფექტური |
პრეპარატი | სულფოლაკი |
კულტურა | თესლოვანი ხეხილი (თხილი) |
მავნე ობიექტი | ნაცარი |
ხარჯვის ნორმა | 3.0-5.0 კგ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 1 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 4-ჯერ |
დამცავი მოქმედების პერიოდი | 7-10 დღე |
მოქმედება | კონტაქტური |
უპირატესობები | მოკლე ლოდინის პერიოდი, კონტაქტური მოქმედება, თავსებადი სხვა პესტიციდებთან |
თხილის ანთრაქნოზი
თხილის ანთრაქნოზი სოკოვანი დაავადებაა, რომელიც მცენარის ფოთლებზე, ყლორტებზე, კვირტებსა და ნაყოფზე უსწორმასწორო მუქი ყავისფერი ლაქების სახით ვლინდება. დროთა განმავლობაში დაზიანებული ქსოვილი უფერულდება, ხმება, ჯანსაღი ნაწილისგან ცალკევდება და ცვივა, რის გამოც ფოთოლზე ნახვრეტი რჩება. ძლიერი დაზიანებისას ფოთლები სრულად ცვივა, რაც თხილის ხეს ასუსტებს, ფოტოსინთეზის პროცესი ირღვევა და მოსავლის რაოდენობა მცირდება.
მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დაავადების გამომწვევი სოკო ზამთრობს დაზიანებულ, ჩამოცვენილ ფოთლებსა და ტოტებზე დარჩენილ დაავადებულ კვირტებში. გაზაფხულზე, ხელსაყრელი პირობების დადგომისას, სოკო აქტიურდება და მისი სპორები ახლიდან აავადებს მცენარის ჯანსაღ ნაწილებს. ანთრაქნოზის წინააღმდეგ გამოიყენება ლუნა სენსეიშენი.
პრეპარატი | ლუნა სენსეიშენი |
კულტურა | კაკლოვნები (წაბლი, თხილი, კაკალი) |
მავნე ობიექტი | ანთრაქნოზი |
ხარჯვის ნორმა | 0.3-0.55 ლ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 14 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 3-ჯერ |
მოქმედი ნივთიერება | ფლუოპირამი + ტრიფლოქსისტრობინი |
მოქმედების მექანიზმი | მიტოქონდრიალური სუნთქვის ბლოკირება (კომპლექსი II + III) |
უპირატესობები | ფართო სპექტრის მოქმედება, ჯვარედინი რეზისტენტობის არარსებობა, მოსავლიანობის მატება, გარემოსთვის უსაფრთხო |
ციტრუსების დაავადებები
პრეპარატი | იროკო |
კულტურა | ციტრუსი |
მავნე ობიექტი | ანთრაქნოზი/დამეჭეჭება |
ხარჯვის ნორმა | 4.0-5.0 კგ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 15 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 4-ჯერ |
მოქმედი ნივთიერება | სპილენძის ჰიდროქსიდი (Cu-ს მიხედვით): 40% მ/მ |
მოქმედება | კონტაქტური და პროფილაქტიკური |
უპირატესობები | არ წარმოქმნის მტვერს, დაბალი დოზირება, მაღალი კონცენტრაცია, წყალში მარტივად იხსნება |
პრეპარატი | კუპერვალი |
კულტურა | ციტრუსი |
მავნე ობიექტი | მურა სიდამპლე, ფომოფსისი, ბაქტერიოზი და სხვა ენდოფიტი სოკოები |
ხარჯვის ნორმა | 0.2% (200გ/100ლ. წყალზე) |
მოქმედი ნივთიერება | ბორდოს ნარევი 200 გ/კგ (Cu-ს მიხედვით), სპილენძის სულფატი + კალციუმის ჰიდროქსიდი 20% მ/მ (Cu-ს მიხედვით) |
მოქმედება | კონტაქტური და პროფილაქტიკური |
უპირატესობები | ნეიტრალური pH, არ ახასიათებს ფიტოტოქსიკურობა, თავსებადია სხვა პრეპარატებთან |
ლიმონის ხმელა, ანუ მალსეკოს, იწვევს სოკო, რომელიც მცენარის გამტარ სისტემაში იჭრება, შემდეგ კი წყლისა და საკვები ნივთიერებების მოძრაობას აფერხებს, საბოლოოდ კი მცენარეს ახმობს. დაავადება ფოთლების გაყვითლებით, ცვენითა და ყლორტების ჭკნობით ვლინდება. დაზიანებულ ყლორტზე შეიძლება მოყავისფრო-მონაცრისფრო ლაქებიც განვითარდეს. თუ მსგავსი შეფერილობის ლაქები გადაჭრილ მერქანსაც აქვს, მაშინ ეს უტყუარად მალსეკოა.
მასთან ბრძოლის მთავარ გზად დაავადების მიმართ გამძლე ჯიშების გამოყენება ითვლება. არსებული ნარგავების დასაცავად კი, მოვლის ღონისძიებებთან ერთად, გამოიყენება სპილენძის შემცველი შესაწამლი საშუალებები, მაგალითად, იროკო და კუპერვალი (გამოყენების წესი იხ. წინა ცხრილებში)
მარცვლეული კულტურების დაავადებები
ხორბლის ჟანგა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სოკოვანი გაავადებაა, რომელიც მცენარეს ვეგეტაციის პერიოდში აზიანებს. დაავადების შედეგად ფოთლებზე, ღეროსა და თავთავზე ჟანგისფერი, სოკოს სპორებიანი მეჭეჭები ჩნდება. პათოგენი აზიანებს ფოთლის ზედაპირს, რაც ფოტოსინთეზის პროცესს აფერხებს. ამასთანავე, დაზიანებული ქსოვილიდან მცენარე დიდი რაოდენობით წყალს კარგავს, ის სუსტდება, ხმება და მოსავლიანობაც მცირდება.
პრეპარატი | ფალკონი |
კულტურა | ხორბალი (საშემოდგომო, საგაზაფხულო) |
მავნე ობიექტი | მურა ჟანგა, ღეროს ჟანგა, ყვითელი ჟანგა, სეპტორიოზი, ჰელმინთოსპორიოზი, ნაცარი, თავთავის ფუზარიოზი, მსხვრევადი ღეროები |
ხარჯვის ნორმა | 0.6 ლ/ჰა 0.6 ლ/ჰა |
სამუშაო ნაზავის ხარჯვის ნორმა | 200-300 ლ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 40 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 1-2-ჯერ |
გამოყენების დრო | ვეგეტაციის პერიოდში, თავთავის ფუზარიოზის წინააღმდეგ დათავთავების დასასრული-ყვავილობის დასაწყისი |
უპირატესობები | 3 მოქმედი ნივთიერება, პროფილაქტიკური და სამკურნალო ეფექტი, ანტირეზისტენტობის უნარი, დაბალი ნორმა |
სიმინდის გუდაფშუტა
ბოსტნეული კულტურების დაავადებები
ფიტოფტოროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და აგრესიული დაავადებაა, რომელიც პომიდვრისა და კარტოფილის მოსავლის დიდ ნაწილს ანადგურებს. მის განვითარებას ხელს უწყობს ტენიანი და თბილი ამინდი. დაავადება აზიანებს მცენარის ფოთლებს, ღეროებსა და ნაყოფს. მაგალითად, პომიდვრის ფოთლების ნაწილებზე მუქი ლაქები ჩნდება, ნესტიან ამინდებში კი ქვედა მხარეს შეიძლება თეთრი ნადებიც გაჩნდეს. დაზიანებულ ღეროებზე მუქი ნაცრისფერი ლაქები გამოდის, ხოლო მწვანე ნაყოფებზე — მონაცისფრო-ყავისფერი. საბოლოოდ, დაავადების განვითარებასთან ერთად პომიდვრის დაზიანებული ფოთლები ხმება, ნაყოფი კი ლპება.
ფიტოფტოროზის მართვა კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. აუცილებელია აგროტექნიკური წესების დაცვა: დარგვის ნორმების დაცვა, ზომიერი მორწყვა, ჩამოცვენილი და დაავადებული ნარჩენების შეგროვება და განადგურება. ქიმიური ბრძოლისთვის კი, ნიშნების გამოვლენისთანავე, გამოიყენება სხვადასხვა ფუნგიციდი, მაგალითად, არმეთილი C ან მელოდი კომპაქტი. ამასთან, კარტოფილის კულტურაში ფიტოფტოროზის წინააღმდეგ მაღალეფექტურია ფუნგიციდი ინფინიტო.
პრეპარატი | არმეთილი C |
კულტურა | პომიდორი, ბადრიჯანი (ღია და დახურული გრუნტი), კარტოფილი |
მავნე ობიექტი | ფიტოფტორა |
ხარჯვის ნორმა | 2.5 კგ/ჰა |
მაქსიმალური ჯამური წლიური ნორმა | 10 კგ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 21 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 4-ჯერ |
მოქმედი ნივთიერება | მეტალაქსილი + სპილენძის ოქსიქლორიდი |
უპირატესობები | სისტემური და დამცავი მოქმედება, ხანგრძლივი ეფექტი (14 დღე), სწრაფად აღწევს მცენარეში |
მელოდი კომპაქტი | |||
კულტურა | მავნე ობიექტი | ხარჯვის ნორმა (კგ/ჰა) | ლოდინის პერიოდი (დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა) |
პომიდორი | ფიტოფტორა, მაკროსპორიოზი, ალტერნარიოზი, ბაქტერიოზი | 2.0 | 7 (3) |
კარტოფილი | ფიტოფტორა, მაკროსპორიოზი, ალტერნარიოზი, ბაქტერიოზი | 1.5 | 7 (3) |
ხახვი | პერონოსპოროზი, ალტერნარიოზი | 1.5 | 7 (3) |
ტკბილი წიწაკა | ბაქტერიული დამწვრობა | 2.0 | 7 (3) |
კიტრი | ფიტოფტორა, მაკროსპოროზი, ალტერნარიოზი, ბაქტერიოზი | 2.0 | 7 (3) |
მოქმედი ნივთიერება | იპროვალიკარბი + სპილენძის ქლორჟანგი | ||
უპირატესობები | პროფილაქტიკური, სამკურნალო და ანტისპორულანტური ეფექტი, სისტემური მოქმედება, მარტივი გამოყენება |
ალტერნარიოზი, იგივე ადრეული სიდამწვრე, დაავადებაა, რომელიც კარტოფილსა და სხვა ბოსტნეულ კულტურებს აზიანებს. დაავადების განვითარებას ხელს უწყობს თბილი (22-24°C) ამინდი, რომელიც წვიმიანი პერიოდების ან ძლიერ ნამის შემდეგ დგება. დაავადების პირველი ნიშნები ქვედა, მცენარის უფრო ძველ ფოთლებზე შემდეგი სახით ვითარდება: ჩნდება მშრალი, მუქი ყავისფერი ლაქები, რომლებსაც რგოლების ფორმა აქვს. ნელ-ნელა ლაქები იზრდება, ერთდება და მთელ ფოთოლს ფარავს, რომელიც ხმება.
დაავადების სამართავად აუცილებელია თესლბრუნვის დაცვა, ჯანსაღი სათესლე მასალის გამოყენება, სარეველების კონტროლი და დაავადებული ნაწილების განადგურება. ქიმიური ბრძოლა, დაავადების გამოვლენისთანავე, ფუნგიციდის, მაგალითად, მელოდი კომპაქტის გამოყენებას გულისხმობს (გამოყენების წესი იხილეთ ცხრილში)
თესლოვანი ხეხილის დაავადებები
დაავადების გამომწვევი სოკო ძირითადად ჩამოცვენილ, დაავადებულ ფოთლებში იზამთრებს. გაზაფხულზე, წვიმიან ამინდში, სპორები ჰაერის ნაკადითა და წყლის შხეფებით ვრცელდება და ახლიდან აზიანებს მცენარეს. მართვის მთავარი მეთოდი შემოდგომაზე ჩამოცვენილი ფოთლების შეგროვება და განადგურებაა, რაც მომავალი წლისათვის ინფექციის წყაროს შეამცირებს.
ქეცის წინააღმდეგ ქიმიური ბრძოლა მთელი ვეგეტაციის პერიოდშია საჭირო. ფუნგიციდებიდან გამოიყენება სკალა, ნატივო, ზატო, ლუნა სენსეიშენი, ზატო სტარი.
პრეპარატი | სკალა |
კულტურა | ვაშლი, მსხალი, კომში, ვაშლატამა, ატამი, გარგარი, ქლიავი |
მავნე ობიექტი | ქეცი |
ხარჯვის ნორმა | 0.75 ლ/ჰა |
ლოდინის პერიოდი | 21 დღე |
დამუშავების მაქსიმალური ჯერადობა | 3-ჯერ |
მოქმედი ნივთიერება | პირიმეთანილი (ანილინოპირიმიდინების კლასიდან) |
უპირატესობები | პროფილაქტიკური და სამკურნალო მოქმედება, სისტემური და ტრანსლამინარული მოძრაობა, ჩამორეცხვის წინააღმდეგ მდგრადობა, ცივ ამინდში ეფექტურობა. |
მონილიოზი გავრცელებული სოკოვანი დაავადებაა, რომელიც აზიანებს როგორც თესლოვან (ვაშლი, მსხალი), ისე კურკოვან (ატამი, ქლიავი, გარგარი) კულტურებს. დაავადება ორი ძირითადი ფორმით ვლინდება. პირველი ფორმა, მონილიური სიდამწვრე, გაზაფხულზე, ყვავილობის პერიოდში ვითარდება. ამ დროს დაავადებული ყვავილები, ფოთლები და ახალგაზრდა ყლორტები მუქდება და ხმება.
დაავადების მეორე ფორმა, ნაყოფის სიდამპლე, ზაფხულში, სიმწიფის პერიოდში ვლინდება, განსაკუთრებით წვიმიან ამინდში. ნაყოფზე ჩნდება პატარა ყავისფერი ლაქა, რომელიც სწრაფად იზრდება და მთლიან ნაყოფს ფარავს. დაავადებული ნაყოფი ლპება, შრება და იჭმუჭნება. ასეთი ნაყოფი შეიძლება ხეზე დარჩეს და არ ჩამოვარდეს, რაც დაავადების გავრცელების წყაროა. ამრიგად, დაავადების სამართავად აუცილებელია დაზიანებული ნაწილების, ტოტებისა და ნაყოფების ხიდან მოშორება და განადგურება. ქიმიური ბრძოლისთვის დაავადების ფორმის და კულტურის მიხედვით გამოიყენება: ლუნა სენსეიშენი, ზატო სტარი, სკალა, ტელდორი.
კურკოვანი ხეხილის დაავადებები
მცენარის დაავადებების მართვის ინტეგრირებული მიდგომა
ძირითადი აგროტექნიკური ღონისძიებებია:
თესლბრუნვა: ერთსა და იმავე მიწის ნაკვეთზე სხვადასხვა კულტურის მონაცვლეობით დათესვა ამცირებს ნიადაგში პათოგენების დაგროვებას;
სანიტარული ღონისძიებები: დაავადებული მცენარეული ნარჩენების (ჩამოცვენილი ფოთლები, ნაყოფები) შეგროვება და განადგურება, ასევე დაზიანებული ტოტების მოცილება;
ნიადაგის დამუშავება: ნაკვეთის დროული და ღრმა დამუშავება აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას და ხელს უშლის პათოგენების გამოზამთრებას;
გამძლე ჯიშების შერჩევა: დაავადების მიმართ გენეტიკურად მდგრადი ჯიშების გამოყენება ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია.
პროცესის განუყოფელი ნაწილია მცენარეთა დაცვის ქიმიური საშუალებების გამოყენებაც. ამ მიმართულებით კი ერთ-ერთი უდიდესი გამოწვევაა პათოგენების მიერ პრეპარატების მიმართ რეზისტენტობის, ანუ შემგუებლობის გამომუშავება. რეზისტენტობა ვითარდება ერთი და იმავე მოქმედების პრინციპის მქონე საშუალების ხანგრძლივი გამოყენებისას, რის გამოც პრეპარატი ეფექტს კარგავს. ამის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია პრეპარატების მონაცვლეობა (როტაცია), ანუ სეზონის განმავლობაში განსხვავებული მოქმედებისა და შემადგენლობის საშუალებების გამოყენება.
გავრცელებული შეცდომები მცენარეთა დაცვისას
მცენარეთა დაცვის საშუალებების არასწორი მოხმარება მათ შედეგიანობას ამცირებს, მეტიც მოსავლისა და გარემოსთვის საზიანოცაა. ჩვენი გამოცდილი აგრონომების დაკვირვებით, რამდენიმე მთავარი შეცდომა, რომლებსაც ფერმერები ხშირად უშვებენ:
არასწორად შერჩეული დოზა და დრო: პრეპარატის არასწორი დოზით ან არასაჭირო დროს გამოყენება ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა. წამლობა უნდა ჩატარდეს პრობლემის შესაბამისად და კლიმატური პირობების გათვალისწინებით;
აგროტექნიკური ფონის უგულებელყოფა: მოუწესრიგებელ ნაკვეთში, სადაც არ არის ჩატარებული აუცილებელი აგროტექნიკური სამუშაოები, მავნე ორგანიზმების გავრცელება ინტენსიურია. ასეთ პირობებში, გამოყენებული პრეპარატის ეფექტი ხშირად მინიმალურია;
არათანმიმდევრული წამლობა: წამლობის სქემის დარღვევა და არათანმიმდევრული მიდგომა პათოგენებს გამრავლების საშუალებას აძლევს. ქიმიური საშუალებების გამოყენება უფრო ეფექტიანია პრევენციული, ანუ პროფილაქტიკური მიზნით;
ლოდინის პერიოდის დარღვევა: ფერმერები ხშირად არ იცავენ ლოდინის პერიოდს – დროს ბოლო წამლობიდან მოსავლის აღებამდე. ეს დაუშვებელია, რადგან საფრთხეს უქმნის როგორც ნაყოფს, ისე ადამიანის ჯანმრთელობას.
მსგავსი შეცდომების თავიდან ასაციდებლად, ეფექტური ფუნგიციდების შესარჩევად და პროფესიონალური რჩევების მისაღებათ მიმართეთ ,,აგროსფეროს" აგრო-კონსულტანტებს.