არათანაბარი განაწილება - პივოტური სარწყავი სისტემები

აგროსფერო

ამ სურათზე ხედავთ ათასობით ლარიან განსხვავებას

ამჩნევთ წყლის არათანაბარ განაწილებას პივოტის გარშემო? ეს არის ელექტრო პივოტის განუწყვეტელი გაჩერება-დაძვრის შედეგი. ელექტრო პივოტის მხოლოდ ბოლო საყრდენი, დღის განმავლობაში 2880-ჯერ ჩერდება. მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტის საველე კვლევის მიხედვით (Fusco, 1995), წამყვანი მწარმოებლების ელექტრო პივოტები იწვევს 15-85 %-იან წყლის არათანაბარ განაწილებას. უბრალოდ დააკვირდით Google Earth Maps-ით თქვენივე კომპიუტერიდან.


ბუნებრივია, რომ წყლის არათანაბარი განაწილება იწვევს მოსავლის დანაკარგებს, ზარალი რამდენჯერმე იზრდება, თუ პივოტები გამოიყენება მცენარეთა დაცვის საშუალებების შესატანადაც, რადგან შესაბამისად პრეპარატებიც არათანაბრად ნაწილდება.

ირიგაციის სისტემის მოსაწყობად, თქვენ საკმაოდ დიდ ინვესტიციას იღებთ და მისი დანიშნულებაა, თქვენი ნაკვეთიდან მაქსიმალური ეკონომიკური შემოსავლები მიიღოთ. თუმცა, ელექტრო პივოტის წყვეტილ გადაადგილებას შეუძლია შეამციროს თქვენი ამონაგები, ზოგჯერ მნიშვნელოვნადაც კი.


გამოცდილება და ისტორია აჩვენებს, რომ გაჩერება-დაძვრითი მოქმედება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სისტემის კომპონენტების ცვეთაზე, ზრდის მექანიკურ პრობლემებს, საჭიროებს მეტ დანახარჯებს, ხშირად გამოჰყავს მწყობრიდან სისტემა და ზოგადად ირიგაციას არც თუ ისე კომფორტულს ხდის. ბევრმა ფერმერმა გამოსცადა ეს პრობლემა.

"გამოცდილი ტექნოლოგია, რომელიც მუშაობს!"

T-L-ის საირიგაციო სისტემები აღჭურვილია ჰიდროსტატიკული ამძრავებით. მსგავსი სისტემით, რომელსაც შეხვდებით ყოველდღიურად, სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციაში. უფრო მეტიც:

  • უწყვეტი, მუდმივად მოძრავი პივოტი ნებისმიერ სიჩქარეზე
  • უზუსტესი ბრუნვის დრო ნებისმიერ ტემპერატურაზე
  • ექსკლუზიური შეთავაზება პლანეტარულ გადაცემაზე, 8 წლიანი, 24000 საათიანი გარანტია, რომელიც სხვა მწარმოებლებთან მიუწვდომელია
  • სპეციალურად ფორმულირებული და ეკომებობრული HydroClear სითხე, რომელიც უზრუნველყფს ჰიდრავლიკურ კომპონენტიების სიცოცხლისუნარიანობას
  • მაღალეფექტური, ცვლადი-მოცულობის ჰიდრავლიკური ტუმბო, რომელიც მხოლოდ იმდენ ენერგიას იყენებს, რამდენიც სჭირდება და შესაძლებელია, როგორც ცალ, ასევე სამ ფაზაზე იმუშაოს

უსაფრთხოება, ტექნიკური მომსახურების მაღალი ხარჯები და მოულოდნელად მწყობრიდან გამოსვლა თქვენი მთავარი საფიქრალი აღარასდროს იქნება. T-L-სა და აგროსფეროს საშუალებით მიიღებთ საუკეთესო შედეგსა და სანდოობის ათწლეულებს. T-L-ის საირიგაციო პივოტური სისტემები არის "მარტივი შენთვის - მთელი სიცოცხლის განმავლობაში".

აგროსფერო