5 რჩევა სიმინდის თესვისთვის

აგროსფერო

5 რამ, რაც სიმინდის თესვამდე უნდა გაითვალისწინოთ

სათანადოდ მოამზადეთ ნიადაგი

Სიმინდის თესვამდე, ნიადაგი სათანადოდ უნდა დამუშავდეს, რომ შეიქმნას ხელსაყრელი პირობები თესლის გაღივების, თანაბარი აღმოცენები, ფესვთა სისტემის განვითარებისა და შემდგომში მცენარის მიერ საკვები ნივთიერებების მარტივად ათვისებისთვის, რაც საბოლოო ჯამში მოსავლის რაოდენობასა და ხარისხზე აისახება.  მართალია, ხორბალი საქართველოში ტრადიციულად ერთ-ერთი მთავარი კულტურაა, მაგრამ სიმინდიც არანაკლებ მნიშვნელოვანია და მისი მოვლა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.თესვამდე რეკომენდებულია  ნიადაგის ტოტალური ჰერბიციდით, რაუნდაპ მაქსით დამუშავება,  ხოლო სიმინდის აღმოცენების შემდეგ  შეგიძლიათ გამოიყენოთ მაისტერ ფაუერი ერთწლიანი და მრავალწლიანი ფართოფოთლოვანი და მარცვლოვანი სარეველების წინააღმდეგ, რომელიც გარანტირებულად უზრუნველყოფს სარეველებისგან სიმინდის გრძელვადიან დაცვას. 

ნიადაგის სწორი დამუშავება არღვევს კონკრეტული მავნებლებისა თუ  პათოგენების სისიცოცხლო ციკლს, რაც შემდგომში ამცირებს მავნებელ - დაავადებათა მიერ მიყენებული ზარალის რისკებს, შესაბამისად ამცირებს პესტიციდების დიდი რაოდენობით გამოყენების  საჭიროებას.  

ასევე, სწორად დამუშავებას მინიმუმამდე დაჰყავს ნიადაგის ეროზიის საშიშროება და ინარჩუნებს მის ნაყოფიერ ფენას შემდეგი როტაციისთვის.  Როგორც ხედავთ, ნიადაგის მომზადება არის წარმატებული სიმინდის მეურნეობის, ჯანსაღი და მაღალი მოსავლის საფუძველი. 

სწორად შეარჩიეთ ჰიბრიდი

Სიმინდის თესვამდე მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ სათესლე მასალა. გახსოვდეთ, რომ ნიადაგის ტიპი, ტენით უზრუნველყოფა, ქარის სიხშირე,  მავნებელ-დაავადებათა რისკები და სხვა გარემო ფაქტორები აუცილებლად გასათვალისწინებელია. Საუკეთესო მოვლის პირობებშიც კი ვერ მიიღებთ მოსავლის სრულ პოტენციალს თუ სათესლე მასალა სწორად არ არის შერჩეული. DEKALB გთავაზობთ სიმინდის სათესლე მასალის ფართო ასორტიმენტს, საუკეთესო მახასიათებლებითა და უნიკალური ტექნოლოგიებით, რომელიც დაგეხმარებათ მიიღოთ რეკორდული მოსავალი თქვენს ნაკვეთში. 

გაითვალისწინეთ ნიადაგის ტემპერატურა, ტენიანობა და თესვის დრო

Სიმინდის თესვისთვის იდეალური დრო იცვლება ლოკაციისა და კლიმატის მიხედვით. Ზოგადად, სიმინდი უნდა დაითესოს, როცა ნიადაგის საკმარისად გამთბარია და მოყინვის საშიშროება აღარ არის. ნორმაზე ადრე თესვამ შეიძლება გამოიწვიოს დაბალი გაღივება და აღმონაცენის სუსტი ზრდა. 

ნიადაგის ტემპერატურა უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს თესლის გაღივებასა და ადრეულ ზრდაზე. Სიმინდი სითბოსმოყვარული კულტურაა და ოპტიმალური ტემპერატურული ზღვრებია 10°C- 35°C, თუმცა DEKALB-ის საადრეო ჰიბრიდების თესვა მაშინაც კი შესაძლებელია, როცა ნიადაგის ტემპერატურა 7°C-ია. 

აუცილებელია გაითვალისწინოთ, რომ საშუალო და საგვიანო ჰიბრიდების თესვისას, ნიადაგის ტემპერატურა ჩათესვის სიღრმეზე  (მძიმე ნიადაგში 3-4 სმ, მსუბუქი 5-6 სმ, ღრმა თესვა 7-8 სმ) მუდმივად იყოს 10°C-ზე მეტი, რათა თავიდან ავირიდოთ აღმოცენების პრობლემები. 

თესვისას შეიტანეთ კომპლექსური სასუქები

Ზრდის საწყისი ეტაპის ხანგრძლივობის გამო, სიმინდი შედარებით გვიან მოითხოვს საკვებ ელემენტებს, თუმცა საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე საკვებზე მოთხოვნილება და შესაბამისად  უზრუნველყოფა მეტად მნიშვნელოვანია. Მოთხოვნილება იცვლება ადგილის,  მოყვანის ტექნოლოგიის, თესვის სიხშირისა, ნიადაგის ტიპებისა და წინამორბედი კულტურების მიხედვით. Შესაბამისად შესატანი სასუქეის რაოდენობა განსხვავებულია და დიდი დიაპაზონით იზრდება.  რეკომენდებულია, თესვისას  გამოყიყენოთ კომპლექსური სასუქები; დაუშვებელია მარტივი სასუქების გამოყენება, რომელიც თავისუფალ აზოტს შეიცავს, რადგან ასეთი სახით აზოტი ძალიან სწრაფად იხსნება და ისე ჩაირეცხება ნიადაგში, რომ მცენარე მის გამოყენებას ვერ ასწრებს, შესაბამისად ეს ფუჭად გაღებული ხარჯია.  

დაიცავით თესვის სიხშირე

Მცენარეთა დგომის სიხშირე კონკრეტულ ნაკვეთზე სიმინდის მცენარეთა რაოდენობაა. Მცენარეთა მაღალი დგომის სიხშირე შეიძლება დიდი მოსავლის მიზეზი იყოს, თუმცა  შესაძლოა ჩახშირებამ შეამციროს ზრდა და შესაბამისად მოსავლიანობაც. ასევე პირიქით, მცენარეთა დაბალმა დგომის სიხშირემშესაძლოა დატოვოს ადგილი სარეველების განვითარებისთვის და შეამციროს მოსავლის პოტენციალი. 

Მცენარეთა ოპტიმალური დგომის სიხშირე დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე, როგორებიცაა ნიადაგის ნაყოფიერება, კლიმატური პირობები და კონკრეტული ჰიბრიდი, რომლის დათესვასაც გეგმავთ. DEKALB-ის ასორტიმენტში წარმოდგენილია ჰიბრიდები FIX  და FLEX ტექნოლოგიებით. FIX Ჰიბრიდის მოსავლის გაზრდა შესაძელებლია თესვის სიხშირის გაზრდით. FLEX Ჰიბრიდი მნიშვნელოვნად რეაგირებს თესვის სიხშირის ცვლილებაზე, აქვს  თესვის დაბალი ნორმა, თუმცა ამ ხაზის ჰიბრიდების უპირატესობა ის არის რომ,  უკეთ უმკლავდებიან გვალვას.  

Როგორც წესი, უმეტესი სიმინდის ჰიბრიდების რეკომენდებული თესვის ნორმა 75000-95000 მარცვლია ჰექტარზე, რაოდენობა უნდა დაზუსტდეს ნიადაგის ნაყოფიერების, მორწყვის პირობებისა და დანიშულების მიხედვით. Თანამედროვე მორწყვის სისტემით უზრუნველყოფილ ნაკვეთში, სადაც ნიადაგის ხელსაყრელი პირობებია შესაძლებელია მცენარეთა უფრო მაღალი ნორმით თესვა.

Რაც შეეხება მცენარეთა შორის მანძილებს, სასურველია დავიცვათ 75 სმ-იანი დისტანცია რიგთაშორის, რომ მივიღოთ საჭირო რაოდენობით ინსოლაცია და კარგი აერაცია. ხოლო რიგში, მცენარეთა შორის მანძილი 15-25 სმ-ს უნდა შეადგენდეს. 

აგროსფერო