ხორბალი - საქართველოში წარმოებული სათესლე მასალა

აგროსფერო
ხორბალი აგროსფეროში

ხორბალი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მარცვლეული კულტურაა, რომელიც მილიარდობით ადამიანს საკვებით უზრუნველყოფს. ეს არის უაღრესად ადაპტირებადი კულტურა, რომელიც იზრდება სხვადასხვა კლიმატსა თუ ნიადაგის ტიპებში.


ხორბლის გავრცელების არეალი მსოფლიოს ყველა კონტინენტს მოიცავს. როგორც წესი, ხორბალი ერთწლოვანი მცენარეა, თუმცა არსებობს ორწლიანი და მრავალწლოვანი ფორმებიც. გვხვდება საგაზაფხულო, ნახევრად საშემოდგომო და საშემოდგომო ხორბალი.


მარცვლეულის მოკლე ისტორია

ხორბალი ძირითადი საკვები იყო მრავალი უძველესი ცივილიზაციისათვის, მათ შორის შუმერების, ეგვიპტელების, ბერძნებისა და რომაელებისათვის. ამ პროდუქტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა სოფლის მეურნეობის განვითარებაში. 


ხორბალი პირველად შუა აღმოსავლეთში მოიყვანეს,  რომელიც თანამედროვე ერაყს, სირიას, ლიბანს, ისრაელს, პალესტინასა და ა.შ. მოიცავს. სწორედ ამ დროიდან იწყება ველური ხორბლის მოშინაურება, რამაც მომთაბარე და მონადირე-შემგროვებელი საზოგადოებებისათვის  მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია. 

ქართული ხორბალი და მისი უძველესი ჯიშები

საქართველო არა მხოლოდ ვაზის, არამედ ხორბლის სამშობლოცაა. არქეოლოგიური გათხრების შედეგად კოლხეთის ტერიტორიაზე აღმოჩენილი ძვ.წ. V-IV ათასწლეულით დათარიღებული დანახშირებული ხორბლის მარცვლები ადასტურებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ხორბლის კულტივაცია ჯერ კიდევ 7000 წლის წინ დაიწყო. აქვე აღმოჩენილია სხვადასხვა სამუშაო იარაღები, რომლებიც ხორბლის მოყვანისა და დამუშავების კულტურის არსებობას ამტკიცებს.

მსოფლიოში არსებული ხორბლის 27 კულტურული სახეობიდან საქართველოში 14 სახეობაა გავრცელებული, მათ შორის 5 ენდემური ჯიში. ქართული ხორბლის ჯიშებიდან აღსანიშნავია ზანდური, დიკა, მახა, დოლი, შავფხა, ჩელტა, კოლხური და სხვა. ეს ჯიშები გამოირჩევა მავნებლებისა და სოკოვანი დაავადებებისადმი გამძლეობით.

განსაკუთრებით გამორჩეულია ქართული ჯიში ,,ზანდური", რომელიც გერმანელმა მეცნიერებმა 2016 წელს ჟურნალ Trends in Plant Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში მომავლის ერთ-ერთ პერსპექტიულ კულტურად დაასახელეს. ზანდური გამოირჩევა მაღალი იმუნიტეტით, პარაზიტებისადმი მდგრადობითა და განსაკუთრებული გემოვნური თვისებებით. შემოდგომაზე ითესება, გაზაფხულზე თავთავდება და სხვა სახეობებს ძნელად ეჯვარება. იკეთებს მკვრივ თავთავს, რომელიც მსხვილი მარცვლითაა სავსე, კარგად იფქვება და მისგან გამომცხვარ პურს საუცხოო არომატი აქვს. 

ასევე, აღსანიშნავია ,,დიკა,, - უძველესი ქართული ხორბალი, რომელიც საქართველოში წარმოიშვა. ის მოხსენიებულია უძველეს წერილობით წყაროებში და დღემდე შემორჩენილია მისი ქართული სახელწოდება ფერეიდანშიც კი. დიკა გამოირჩევა მაღალი სამეურნეო თვისებებით - ნაკლებად მომთხოვნია გარემო პირობების მიმართ, ადვილად ილეწება, გამძლეა ჩაწოლისა და ჩაცვენისადმი, ადრემოსავლიანია და აქვს ძლიერი იმუნიტეტი სოკოვანი დაავადებების მიმართ. ,,დიკას” მარცვალში მაღალია ცილებისა და ლიზინის შემცველობა.

მახას ჯიში კი ერთ-ერთ უძველეს ხორბლად მიიჩნევა და მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზეა შემორჩენილი. ასევე პოპულარულია წითელთავთავიანი ,,დოლი” - ენდემური ჯიში, რომელიც დღეს უკვე ცნობილია როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ქართული ხორბალი  საერთაშორისო დონეზეც აღიარებულია. UNESCO-მ ის ,,მსოფლიო გადაუდებელი დაცვის საჭიროების მქონე" ნუსხაში შეიტანა. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ კი ქართულ ხორბალს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

ქართული ხორბალი მჭიდროდაა დაკავშირებული ტრადიციებთან და რიტუალებთან. საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბდა მისი მოყვანის, გადამუშავებისა და გამოყენების უნიკალური მეთოდები, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს აქტუალობას და ქვეყნის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს.


ხორბალი საქართველოში

აღსანიშნავია, რომ აგროსფერო, რომელიც ქართულ ბაზარზე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, ამ ტრადიციის შენარჩუნებასა და განვითარებას უწყობს ხელს. შესაბამისად, აქ იყიდება სათესლე ხორბალი, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა. 


ჩვენთან ხელმისაწვდომია სათესლე ხორბალის შემდეგი ჯიშები: 

  • ამიკუსი -  საადრეო სიმწიფის უფხო მარცვლეულია, მას აქვს მაღალი მოსავლის პოტენციალი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი ცხობის მაღალი ხარისხია;

  •  გალუსი -  ძველი ფერმერებისათვის კარგად ნაცნობი ჯიშია. ის საშემოდგომო ადრეული ხორბალია, რომელი ცხობისათვის გამოიყენება;

  • ბალიტუსი -  საფქვავი ხორბლის ჯიშია, რომელიც ყინვაგამედეგობითა და მაღალმოსავლიანობით ხასიათდება;

  • ამანდუსი -  ჯანსაღი ფოთლებითა და დათავთავების მაღალი ხარისხით ხასიათდება. ამასთანავე, ყინვაგამძლე ჯიშია და მედეგია დაავადებების მიმართაც;

  • აპექსუსი - ადრეული სიმწიფის საშემოდგომო ჯიშია. სწრაფად აღმოცენება, ყინვამედეგობა და მაღალმოსავლიანობა ახასიათებს. 

როგორ დავთესოთ და მოვუაროთ ხორბალს

მიუხედავად იმისა, გამოცდილი ფერმერი ხართ თუ დამწყები, ხორბლის უხვი  მოსავლის ასაღებად მნიშვნელოვანია პროცესი ყურადღებით დაგეგმოთ. ამისათვის კი რამდენიმე რჩევას მოგცემთ. 


პირველი ნაბიჯი სწორი და შესაფერისი ხორბლის  ჯიშის შერჩევაა. გახსოვდეთ, რომ თქვენი არჩევანი უნდა შეეფერებოდეს იმ კლიმატსა და ნიადაგს, რომლის პირობებშიც ხორბლის მოყვანას აპირებთ. ამასთანავე, მნიშვნელოვანია ისიც თუ რა დანიშნულებისათვის გსურთ მოსავლის გამოყენება - იქნება ეს, მაგალითად, პურის თუ მაკარონის წარმოება.


ხორბალს ზრდის, ნაყოფიერებისა და უხვმოსავლიანობისათვის  ისეთი საკვები ნივთიერებები სჭირდება, როგორებიცაა: აზოტი, ფოსფორი, კალიუმი. იმისათვის,  რომ მიწის განოყიერების პროცესი სწორად დაგეგმოთ, გაიარეთ კონსულტაცია  პროფესიონალთან და მიჰყევით მის რეკომენდაციებს. თქვენ შეგიძლიათ აგროსფეროს აგრო-კონსულტაციით ისარგებლოთ. 


ხორბლის კულტივირებისათვის აუცილებელია სათანადო მორწყვა. გახსოვდეთ, რომ მცენარის ტენიანობის საჭიროებები მისი ზრდის ეტაპების მიხედვით განსხვავდება. როგორც წესი, ნიადაგის ინტენსიური მორწყვა გადამწყვეტი ფაქტორია ადრეული ზრდის სტადიაზე. თუმცა, ზედმეტი ტენიანობა, განსაკუთრებით მომწიფების ფაზაში საზიანოა, რადგან შესაძლოა მცენარეს სხვადასხვა დაავადებები განუვითარდეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხორბალი მგრძნობიარეა ისეთი დაავადების მიმართ, როგორიცაა სოკოვანი ინფექციები. ამ უსიამოვნო მოვლენისაგან თავის დასაცავად, აგრონომთან კონსულტაციის საფუძველზე, გამოიყენეთ კონტროლის სხვადასხვა საშუალებები, მაგალითად პრეპარატები. 


როცა საქმე მოსავლის აღებაზე მიდგება თავთავი გამაგრდება და ოქროსფერი გახდება. გახსოვდეთ, რომ მოსავლისათვის სათანადო პირობების შექმნა და შენახვა ძალიან მნიშვნელოვანია. ხორბალი სუფთა და მშრალ ადგილას შეინახეთ, სადაც უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ტემპერატურული და ტენიანობის პირობები. 


ხორბლის დათესვამდე გაითვალისწინეთ სეზონი. ზამთრის ხორბალი შემოდგომაზე მოამზადეთ და ნიადაგის გაყინვამდე  6-8 კვირით ადრე დათესეთ. ხოლო საგაზაფხულო ან საშემოდგომო ხორბალი შეგიძლიათ ნიადაგის დამუშავებისთანავე დათესოთ. გაითვალისწინეთ, რომ მცენარე საუკეთესოდ იზრდება 21-24 C პირობებში, ასე რომ თქვენ ეს პროცესი მაშინ დაიწყეთ, როცა ტემპერატურა აღნიშნულ ნიშნულს მიუახლოვდება. 


და ბოლოს, ხორბლის მოყვანა ფრთხილ და დეტალურ დაგეგმარებას მოითხოვს, რადგან ეს მეტად კომპლექსური პროცესია.  სწორი ჯიშის შერჩევით, ნიადაგის მომზადებითა და განოყიერებით, მორწყვისა და მავნებლების კონტროლის შედეგად, შეგიძლიათ მაქსიმალურად გაზარდოთ თქვენი ხორბლის მოსავალი და მიიღოთ მაღალი ხარისხის მარცვლეული. 


მაღაზია აგროსფეროში, გარდა იმისა, რომ ხორბლის მრავალფეროვანი არჩევანია, ამასთანავე,  ფასი საკმაოდ ბიუჯეტურია.  გახსოვდეთ, რომ ხორბლის თესლის საიმედო მიმწოდებლისაგან შეძენა, უხვი მოსავლის საწყისია. 


აგროსფერო