ბექა გონაშვილი
ფერმერ ბექა გონაშვილს ხორბალი და ქერი შირაქში, ურწყავ მიწებზე მოჰყავს. აქ არსებული პირობების გამო, კარგი მოსავლის მიღებას დიდი ცოდნა და გამოცდილება სჭირდება. ბექას არც ერთი აკლია და არც მეორე, რადგან მისი ოჯახი რამდენიმე ათწლეულია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას მისდევს. სირთულეებთან გამკლავებაში მრავალჯერ ნაცადი და საიმედო ინოვაციური პროდუქციაც ეხმარება, რომლითაც მას „აგროსფერო“ უზრუნველყოფს. ბექა ახლა შემოდგომისთვის მზადების პროცესშია. სამუშაოების დიდი ნაწილიც უკვე დაასრულა.
როგორია შემოდგომისთვის მზადება შირაქში და რა გამომწვევებთან გამკლავება უწევს მას? – ბექა გონაშვილს ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ.
როგორია შემოდგომისთვის მზადების პროცესი თქვენს მეურნეობაში?
ჩვენი ოჯახი საშემოდგომო კულტურების მოყვანითაა დაკავებული. აქედან გამომდინარე, სამზადისი დაწყებულია და ამ პერიოდში შესასრულებელი სამუშაოების ძირითადი ნაწილი – ხვნა-თესვა, ნიადაგში სასუქის, ჰერბიციდების შეტანა, ფაქტობრივად, დასრულებულია. წელს შირაქის ტერიტორიაზე ძალიან გავრცელდნენ თაგვები, რის გამოც ნაყოფის თაგვებზე შეწამვლაც მოგვიხდა. ამასთან ერთად, გაზაფხულზე, ჩვენთან ხშირად ჩნდება დაავადება ჟანგა. თუ წელსაც იჩინა მან თავი, ნაკვეთს კიდევ ერთხელ დავამუშავებთ.
რა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციას იყენებთ? რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის მისი ხარისხი?
პროდუქციის ხარისხს – სათესლე მასალა იქნება ეს, სასუქი თუ მცენარეთა დაცვის საშუალებები – უდიდესი მნიშვნელობა აქვს. წელს ხორბლისა და ქერის სათესლე მასალად Saatbau გამოვიყენეთ, მცენარეთა დაცვის საშუალებებიდან კი თითქმის ყოველთვის Bayer-ს ვირჩევთ. ჯენერიკებს და სხვა პრეპარატებს არც კი განვიხილავთ, რადგან Bayer-ის პროდუქციის დახმარებით გარანტირებულ შედეგს ვიღებთ, თანაც, ნაკვეთისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების დაბინძურების გარეშე. ამ საჭირო მასალებით „აგროსფერო“ გვამარაგებს, რომელთანაც ძალიან დიდხნიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს.
უმაღლესი ხარისხით გამოირჩევა „აგროსფეროს“ აგროტექნიკაც. მაგალითად შემიძლია CLAAS-ის ფირმის ტრაქტორები და კომბაინები მოვიყვანო, რომელთა ოფიციალური შემომტანიც საქართველოში „აგროსფეროა“. CLAAS-ის ორ კომბაინის შესაძლებლობები ჩვენც გვაქვს გამოცდილი. ერთი უკვე 15 წლისაა, მეორე კიდევ უფრო ძველი და ორივე მათგანი დღესაც სრულფასოვნად მუშაობს.
როგორ მოსავალს ელოდებით წელს?
შირაქში, სადაც ურწყავი მიწებია მოსავლის რაოდენობას სამი რამ განსაზღვრავს – სათესლე მასალა და მცენარეთა დაცვის საშუალებები, ფერმერის ცოდნა და გამოცდილება და კლიმატური პირობები. წლების მანძილზე ჩვენს ოჯახს დიდი გამოცდილება დაუგროვდა და ვიცით, შირაქის პირობებში როგორ უნდა დავამუშაოთ ნაკვეთები სწორად, არც მასალების ხარისხში გვეპარება ეჭვი და ჯერჯერობით ამინდებიც ხელს გვიწყობს. ამიტომ გაზაფხულს დიდი მოლოდინებით შევეგებეთ და, გვჯერა, საბოლოო შედეგებიც არ გაგვიცრუებს იმედს.