თანამედროვე ფერმერი - სოსო გიოშვილი

აგროსფერო

სოსო გიოშვილი



"ჩემი ურთიერთობა სოფლის მეურნეობასთან, ალბათ, ჩემი დაბადებიდანვე დაიწყო. მამა ფერმერია, შესაბამისად, ამ სფეროსთან შეხება ადრეული ასაკიდანვე მქონდა. ახლა კი მეც მის კვალს მივყვები.

სოფლის მეურნეობაში არ არსებობს მოსაწყენი დღე ან დღე, რომელიც რაღაც ახალს არ მასწავლის. ყოველი დღე განსხვავებული, საინტერესო და დატვირთულია. 

აგროსფერო საკმაოდ დიდ როლს თამაშობს არა მხოლოდ ჩემი ფერმის, არამედ ზოგადად ქართული სოფლის-მეურნეობის განვითარებაში. წარმოდგენილი პროდუქციის ხარისხი და მრავალფეროვნება, საშუალებას იძლევა, რომ ყველა გამოწვევას დროულად და ეფექტიანად ვუპასუხო. გარდა ამისა, მათი კვალიფიციური კონსულტაციები ძალიან მეხმარება ფერმის სწორად განვითარებაში. 

ჩემი აზრით, იყო თანამედროვე ფერმერი, ნიშნავს, ყოველდღიურად ისწრაფვოდე განვითარებისკენ და საკუთარ ფერმაში ნერგავდე თანამედროვე მიდგომებს, რაც, ვფიქრობ, დასახულ მიზანთან ყველაზე სწრაფად გვაახლოებს.

იმისათვის, რომ უხვმა მოსავალმა არ დააყოვნოს, აუცილებელია არ ჩამოვრჩეთ დროს… ჩვენ ყველამ ფეხი უნდა ავუწყოთ თანამედროვე მიდგომებს და დავნერგოთ ტექნოლოგიები, რომელიც ჩვენს წარმატებულ საქმიანობას უზრუნველყოფს. წარმატება კი  მარტივად - აღებული მოსავლით იზომება." - სოსო გიოშვილი, თანამედროვე ფერმერი




აგროსფერო