თანამედროვე ფერმერი - მიხეილ ქურხული

აგროსფერო

მიხეილ ქურხული

მიხეილ ქურხული 10 წელია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაშია ჩართული. ბოლო რამდენიმე წელია ვენახიც გააშენა და, ძირითადად, ვაზის მოვლა-მოყვანითაა დაკავებული. მიხეილის საშემოდგომო სამზადისი ახლა აქტიურ ფაზაშია, რაშიც „აგროსფერო“ და მისი კონსულტანტები ეხმარებიან.

როგორია თანამედროვე ფერმერის მზადება შემოდგომისთვის და როგორ შედეგს ელოდება ის წლის მიწურულს? – მიხეილ ქურხულს ამ და სხვა კითხვებით მივმართეთ.

როგორ ემზადებით შემოდგომისთვის, რა სამუშაოები შეასრულეთ უკვე?

ვაზის გასხვლა დასრულებულია, სასუქებიც უკვე შევიტანეთ ნიადაგში. ტრადიციულად, კომპლექსური გრანულირებული სასუქი იარამილა გამოვიყენე, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა და იდეალურია ვაზის გამოკვებისთვის. ის შეიცავს კულტურისთვის საჭირო ყველა ელემენტს და არის მდგრადი, რაც ამცირებს სასუქის დანაკარგს. შემდეგი ეტაპი ვაზის ე.წ. დაკავებაა, რასაც მალე შევუდგებით.

კიდევ რა აგროპროდუქციას იყენებთ აქტიურად თქვენს აგრომეურნეობაში?

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის შერჩევისას „აგროსფეროს“ კონსულტანტები მეხმარებიან. მათ სრულად ვენდობი, რადგან კომპანიის სპეციალისტებს დიდი ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. პროდუქცია კი, რომლებსაც გუნდი გვთავაზობს, ინოვაციური მახასიათებლებით გამოირჩევა.

იარამილას გარდა, აქტიურად ვიყენებ „აგროსფეროში“ ხელმისაწვდომ მცენარეთა დაცვის საშუალებებსაც. უკვე მაქვს ჩემი რჩეული პროდუქტები, BAYER-ის წარმოების მიკალ ფლეში და მოვენტო. ასევე, IQV-ს წარმოების კუპერტინ სუპერიიროკო და პირიფოსი. ამ პრეპარატებს მოქმედების მაღალი უნარი აქვთ, რის გამოც მათ, სხვა მცენარეთა დაცვის საშუალებებთან შედარებით, ნაკლები სიხშირითა და ოდენობით ვიყენებ. რაც მთავარია, BAYER-ისა და IQV-ს პრეპარატები ვაზის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას უზრუნველყოფს, თანაც, ისინი ნაკლებ გავლენას ახდენს გარემოზე.

როგორ მოსავალს ელოდებით წელს?

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები და მცენარეთა დაცვის საშუალებები, რომლებსაც წელს ვიყენებ, უკვე გამოცდილი მაქვს. ვიცი, რომ მათი დახმარებით ყურძნის ხარისხი გაცილებით უმჯობესდება, რაც, ცხადია, საბოლოო პროდუქტზე, ღვინოზეც აისახება. მჯერა, გამონაკლისი არც წლევანდელი მოსავალი იქნება და ამჯერადაც მაღალი ხარისხის, გამორჩეული გემოსა და არომატის ღვინის შექმნას შევძლებ.

აგროსფერო