„ფერმერობა ჩემთვის უპირველეს ყოვლისა მიწის სიყვარულია “ – როგორ უძღვება ზვიად ქიმაძე თავის მეურნეობას
„ფერმერობა ჩემთვის უპირველეს ყოვლისა მიწის სიყვარულია “ – როგორ უძღვება ზვიად ქიმაძე თავის მეურნეობას
თანამედროვე ფერმერი ზვიად ქიმაძე სასათბურე მეურნეობას მისდევს. მას ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში კიტრი დაახლოებით 20 წელია მოჰყავს. ამბობს, რომ ამ საქმით ადრეულ ასაკში დაინტერესდა და მას შემდეგ მეურნეობას მისდევს. „ფერმერობა ჩემთვის უპირველეს ყოვლისა მიწის სიყვარულია. ყველაზე მეტად რაც გამომდის, ეს არის და მივყვები მას“, – ამბობს ზვიად ქიმაძე.
ახლა ზვიადთან დიდი შემოდგომაა, ანუ მოსავლის აღებისა და დაბინავების პერიოდი. წელს მან პირველად გამოსცადა „აგროსფეროსგან“ შემოთავაზებული კიტრის სათესლე მასალა „მირა“, რომელმაც აქამდე დათესილ ჯიშებს შორის ყველაზე მეტად გაამართლა. „მირა“ ძალიან გემრიელი კიტრია და უხვმოსავლიანობით გამოირჩევა. ვიზუალურადაც ისეთია, როგორსაც ჩვენი ბაზარი მოითხოვს. რაც მთავარია, ეს ერთადერთი ჯიშია, რომელმაც წელს სიცივეებს გაუძლო და არ გაფუჭდა“, – ამბობს ზვიად ქიმაძე.
ფერმერი აღნიშნავს, რომ საბოლოო მოსავალზე დიდ გავლენას ახდენს მცენარეთა დაცვის საშუალებები და სასუქები. ამიტომ ზვიადი თავის მეურნეობაში პრემიუმ ხარისხის პროდუქციას იყენებს.
განსაკუთრებით მოსწონს მას Bayer-ის პრეპარატები და Yara-ს სასუქები, რომლებსაც „აგროსფეროსგან“ იმარაგებს.
ცოტა ხანში ზვიადი მომავალი შემოდგომისთვის მზადებას დაიწყებს – შეიძენს სათესლე მასალებსა და სხვა საჭირო პროდუქციას, ასევე, გამართავს საირიგაციო სისტემას. „ფერმერის დასვენება არ არის. ჩამთავრდება წელი და იწყებს ფიქრს სამომავლო სამუშაოებზე. მაგრამ მერე რომ უყურებ შენს ნაშრომს, გსიამოვნებს. ეგ ყველაზე კარგი პროცესია“, – ამბობს ზვიად ქიმაძე.