აგროსფეროს სტიპენდიანტი - გიორგი დავლიანიძე

აგროსფერო

#თანამედროვე_აგრო_განათლებისთვის

გაიცანით აგროსფეროს სტიპენდიანტი გიორგი დავლიანიძე. გიორგის ინტერესის სფერო ბავშვობიდანვე სოფლის მეურნეობა იყო. 2014 წელს ჩააბარა მევენახეობა-მეღვინეობის განხრით აგრარულ უნივერსიტეტში, 2020 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, იმავე წელს ჩააბარა მაგისტრატურაზე აგრონომიის მიმართულებით და დღეს მაგისტრატურის მე-2 კურსის სტუდენტია.


 „ჩემი ოჯახის წევრები არასდროს ყოფილან სოფლის მეურნეობაში ჩართული, ეს მიმართულება არ არის ჩვენთვის ტრადიციული, თუმცა მე ბავშვობიდან განსაკუთრებით მაინტერესებდა და მიყვარდა ეს სფერო, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე მესწავლა აგრონომია. აგროსფეროს სტიპენდიანტობა ჩემთვის ნიშნავს უფრო მეტ მოტივაციას - ვიყო უფრო მონდომებული, ასევე მმატებს თავდაჯერებულობას, თითქოს დამიფასდა შრომა. სტუდენტებს ვურჩევდი, რომ არ დაკარგონ მონდომება და მიჰყვნენ მთავარ პრინციპს, რომელიც ჩვენს უნივერსიტეტს აქვს - ცოდნა, შრომა და თავისუფლება! აგროსფეროზე სტიპენდიანტობამდეც ბევრი დადებითი მსმენია ფერმერებისგან. მიხარია, რომ საქართველოში ასეთი მასშტაბის კომპანია არსებობს, რომელიც უამრავ შესაძლებლობას აძლევს სოფლის მეურნეობაში ჩართულ ადამიანებს და ეხმარება მათ.“

აგროსფერო