თანამედროვე ფერმერი - ონისე ცხოვრებაძე

აგროსფერო

ონისე ცხოვრებაძე

ონისე ცხოვრებაძე მევენახეა თელავიდან, რომელიც ამ საქმიანობას 14 წელია მისდევს:

„მევენახეობა ადვილი არ არის, პრობლემები ყოველთვის ჩნდება. მაგალითად, წელს მავნებლები ადრეულად გამოჩნდნენ ყინვების არარსებობის გამო. ზოგადად, ბევრ გამოწვევასთან გამკლავება გვიწევს.
ამის გამოა მნიშვნელოვანი პროფესიონალური ცოდნა და მოვლა. ვენახის ქონა ავტომატურად კარგ მოსავალს არ ნიშნავს. მე, მაგალითად, ბოლო 4 წელია მიდგომები შევცვალე და ცოდნა გავიღრმავე, მას შემდეგ ჰექტარზე მოსავალი 4-5 ტონით გამეზარდა.

სოფლის მეურნეობასთან შეხება ბავშვობიდანვე მაქვს, მამაჩემი აგრონომი იყო და აგერ უკვე 14 წელია მეც მევენახე ვარ. თანაც, კახეთში ვაზის გარეშე წარმოუდგენელია, ჩვენი ოჯახები ამაზეა დამოკიდებული. კვება, კომუნალურები, სწავლა - ყველაფერს ვენახით ვახერხებთ.

ეს პროფესია ჩემთვის წინაპრების საქმიანობის გაგრძელებაა, თუმცა აუცილებელია თანამედროვე მიდგომების გამოყენება. დამწყებ მევენახეებს ვეტყოდი, რომ არაპროფესიონალურად არაფერი გამოდის, არც აქ და არც ცხოვრებაში. ახალგაზრდებო, შეიყვარეთ ეს საქმე და შედეგსაც ნახავთ.“

აგროსფერო