აგროსფეროს სტიპენდიანტი - ანი უგრეხელიძე

აგროსფერო

#თანამედროვე_აგრო_განათლებისთვის

გაიცანით აგროსფეროს სტიპენდიანტი ანი უგრელიძე. 

ანის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტზე ჩაბარებისას არ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომელ პროფესიას აირჩევდა. თავდაპირველად მეღვინეობა-მევენახეობის შესწავლა სურდა, თუმცა მოგვიანებით აგრონომიაზე შეაჩერა არჩევანი, რადგან, როგორც თავად ამბობს, უფრო ფართო მეცნიერებაა და ბევრ მიმართულებას მოიცავს. 


 „სანამ ჩავაბარებდი უნივერსიტეტში, ვეძებდი ისეთ სფეროს, სადაც მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია იქნებოდა თავმოყრილი და თან ისეთი პროფესია იქნებოდა, სადაც ლაბორატორიაში ჯდომა არ მომიწევდა და საველე სამუშაოებთანაც მექნებოდა შეხება. ჩემთვის აგროსფეროს სტიპენდიანტობა არის ძალიან კარგი შესაძლებლობა და მოტივაცია, რომელიც დამეხმარება პროფესიულ ზრდაში. ვურჩევდი სტუდენტებს, რომელთაც აგროსფეროს სტიპენდიანტობა სურთ, უბრალოდ ისწავლონ კარგად, განსაკუთრებით საბაზისო საგნები - ქიმია, ბიოლოგია, მათემატიკა, რომლებიც მათ გაუადვილებს უნივერსიტეტში აგრონომიის შესწავლას და შესაბამისად, ექნებათ მაღალი GPA, რაც მისცემს შესაძლებლობას, რომ გახდნენ „აგროსფეროს სტიპენდიანტი.“ აგროსფერო მოწინავე კომპანიაა თავის სფეროში, რომელიც ბევრ მიმართულებას მოიცავს და სხვადასხვა ინტერესებისა და პროფესიების მქონე ადამიანებისთვის საინტერესოს ხდის კომპანიაში მუშაობის პროცესს.“

აგროსფერო