#თანამედროვე_აგრო_განათლებისთვის
გაიცანით აგროსფეროს სტიპენდიანტი, მარიამ გორგიანი. მარიამი წარმოშობით ულამაზესი კუთხიდან, რაჭიდანაა. სწორედ რაჭაში გატარებული ბავშვობის და არაერთი ზაფხულის შემდეგ დაინტერესდა და შეიყვარა სოფლის მეურნეობა.
ამბობს, რომ აგრონომია მისთვის საინტერესო სფეროებს - ბიოლოგიას, ქიმიას და მათემატიკას აერთიანებს და ამიტომაც აირჩია ეს მიმართულება. ფიქრობს, რომ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი სფერო აგრონომია უნდა იყოს.
“ჩემთვის აგროსფეროს სტიპენდიანტობა ნიშნავს, პირველ რიგში, ძალიან დიდ წარმატებას და მეორე რიგში, ძალიან დიდ მოტივაციას, რომ კიდევ უფრო კარგად ვისწავლო და მეტი გავიგო აგრარულ სფეროზე. სტუდენტებს, რომლებსაც სურთ აგროსფეროს სტიპენდიანტობა ვურჩევდი, რომ არ დაკარგონ თავიანთი სფეროს ინტერესი და მუდმივად ჰქონდეთ მოტივაცია.
როდესაც პირველად აღმოვჩნდი აგროსფეროში და გავიცანი კომპანია გავოცდი მისი მასშტაბებით, აგროსფერო არის პირველი კომპანია აგრარულ სფეროში.“