თანამედროვე ფერმერი - კახი იმერლიშვილი

აგროსფერო

კახი იმერლიშვილი

კახი იმერლიშვილი სოფელ არაშენდაში მევენახეობით არის დაკავებული:

"ბავშვობიდან ასე გავიზარდე, სულ ვენახი, ფერმერობა იყო ჩემი საქმიანობა. ჩემს ოჯახს ვეხმარებოდი სხვადასხვა სამეურნეო საქმეში, პირუტყვის მოვლა იქნებოდა თუ ვენახთან მუშაობა. ფერმერობაზე სერიოზულად სკოლის დამთავრების შემდეგ დავფიქრდი.

ვაზი ოჯახში სულ გვქონდა, ყოველთვის ვუვლიდით და ყურძენი მოგვყავდა. კონკრეტულად მევენახეობა ყველაზე მომგებიანი დარგია ამ სფეროში, ალბათ ამ ფაქტორმა განაპირობა ჩემი არჩევანი. ვენახი, რომელსაც ახლა ვუვლი, ჩემი საკუთრება არ არის, თუმცა მფლობელმა მე ჩამაბარა, რადგან მენდობოდა და იცოდა, რომ კარგად მივხედავდი. ვაზის გარდა ხორბალიც მომყავს, ფერმაც მაქვს იქეთ სოფელში.

პრობლემებსაც ვუმკლავდებით. წინა წლებში მთავარი სირთულე გვალვა იყო, თუმცა წელს წვეთოვანი სარწყავი შევიძინე, რაც ამ პრობლემას მომიხსნის. თანამედროვე პრეპარატები ძალიან ხარისხიანია და ძალიან კმაყოფილები ვართ.

დამწყებ ფერმერებს მევენახეობას მომგებიანობის გამო ვურჩევ. სოფელში ასეა, უნდა მივხედოთ მიწას, ვაზს, პირუტყვს. ეს ჩვენთვის ძირითადი შემოსავლის წყაროა, ჩემი აზრით კი ვაზი ყველაზე მომგებიანია"

აგროსფერო