ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოება საქართველოში
ხორბლის სერტიფიცირებული სათესლე მასალის წარმოება საქართველოში
2014 წელს ჩვენს პარტნიორ ავსტრიულ კომპანია SAATBAU-თან ერთად დავიწყეთ სათესლე მასალის წარმოების პროექტზე მუშაობა, პროექტის მიზანია მაღალმოსავლიანი და მაღალი საცხობის თვისებების მქონე ჯიშების შერჩევა და სათესლე მასალის საქართველოში
წარმოება.ეს პროექტი მნიშვნელოვანია ხორბლის მეურნეობის განვითარებისთვის, რადგან ხორბალი საქართველოში ისტორიულად ერთ-ერთი მთავარი კულტურაა და მისი მოყვანის ტრადიცია საუკუნეებს ითვლის.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვთესავთ და ვცდით ხორბლის საცდელ ჯიშებს, სადემონსტრაციო ნაკვეთებში მიღებული შედეგების მიხედვით ვარჩევთ საუკეთესო მათგანს შერჩევა და ხდება სერტიფიცირება, ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად.
გასული წლების განმავლობაში სხვადასხვა ჯიშების გამოცდის შედეგად საუკეთესო შედეგები აჩვენა ამიკუსმა და გალუსმა, რომელთა წარმოება უკვე მიმდინარეობს ჩვენს ნაკვეთებში. ასევე გამოიკვეთა ამანდუსი და ბალიტუსი, რომლებიც 2021 წლიდან უკვე ჩაეშვება წარმოებაში. ეს ჯიშები გამოირჩევა ადრეული მოსავლიანობით, რის გამოც ენიჭება დიდი უპირატესობა ჩვენი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. ეს ჯიშები გამოირჩევა გვალვაგაძმლეობით და მათი საშუალო მოსავლიანობა, საქართველოს პირობებში შეადგენს 7-8 ტონას.
შერჩეული ჯიშების სათესლე მასალას ვაწარმოებთ 650 ჰა მიწის ფართობზე. მოსავლის აღების შემდგომ, სათესლე მასალა ინახება სპეციალურ სილოსებში, სადაც გადის პირველად წმენდას და ასევე ხდება მისი ტემპერატურულ რეჟიმში გაგრილება, რათა არ წარმოშვას მის აღმოცენებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამის შემდგომ, ხორბალი გადადის მოსვენების ფაზაში. ტომრებში დაფასოებამდე მარცვალი გადის დამუშავებას სპეციალურ დანადგარში, იწმინდება ზედმეტი მინარევებისგან და დაზიანებული მარცვლებისგან, ხდება ფუნგიციდით დამუშავება, რათა არ მოხდეს ინფიცირება სხვადასხვა სოკოვანი დაავადებებით. დამუშავების შემდგომ ფასოვდება ტომრებში, რის შემდგომაც მზად არის სარეალიზაციოდ.