თანამედროვე ფერმერი - დათო ბეჟუაშვილი

აგროსფერო

დათო ბეჟუაშვილი

"ფერმერობა ბავშვობიდან დავიწყე. ოჯახში 70-მდე სული საქონელი გვყავდა. მევენახეობა კი - უკვე ორი წელია გადავწყვიტე. ჩემი საქმიანობით კმაყოფილი ვარ. რასაც აკეთებ, უნდა გიყვარდეს პირველ რიგში. თუ არ გიყვარს ვაზი, გამორიცხულია, მხოლოდ ფულის გულისთვის არ გამოვა არაფერი. ნელ-ნელა წინ მივდივართ.

ჩემთვის, როგორც კახელი კაცისთვის, ვაზი სულ სხვაა. როგორც იტყვიან საფერებლად შევდივარ და ვეფერები მოვლის დროს.
მევენახეობა არ არის მარტივი, თუმცა თუ მოინდომებ, რთული არაფერია. გული უნდა მოგდევდეს ამ საქმეში და ყველაფერი კარგად იქნება.

დამწყებებს ვურჩევ არ დაიწყონ ჰექტრებით, ჯობს ნელ-ნელა დალაგდნენ და ისწავლონ - ჯერ მცირე მიწიდან დაიწყონ, შემდეგ კი გაფართოვდნენ. მეც ასე დავიწყე, პატარა ვენახით და უკვე ვიცი რა არის საჭირო. ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ არ გამიჭირდება დიდი ვენახის გაშენება. თავიდან რომ დამეწყო 10 ან 5 ჰექტრით, წყალში ჩამიცვივდებოდა ყველაფერი. ბევრი რამეა გასათვალისწინებელი და რა თქმა უნდა სპეციალისტების რჩევებთან ერთად თუ პრაქტიკა არ გაიარე, მაინც რთულია.

მართალია, ვაზს ჩემთვის ძალიან დიდი შემოსავალი არ
მოაქვს, რომ გავმდიდრდე, მაგრამ წლის ბოლოს ყოველთვის არის საჭირო დანაზოგი, რომელიც წაგვადგება. სხვა ბევრი დადებითი თვისებაც აქვს, ამის ახსნა მარტივი არ არის."

აგროსფერო