მემორანდუმი აგრარულ უნივერსიტეტთან

აგროსფერო

აგროსფერო თანამედროვე აგრო-განათლების პარტნიორია

#თანამედროვე_აგრო_განათლებისთვის

2022 წლიდან აგრარული უნივერსიტეტის 3 წარმატებული სტუდენტი, ყოველწლიურად აგროსფეროს სტიპენდიანტი გახდება. 


აგროსფეროსა და აგრარულ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიხედვითაც, აგრარული უნივერსიტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების წარმატებული სტუდენტები აგროსფეროს სტიპენდიანტები გახდებიან. გარდა ფულადი სტიპენდიისა, აგროსფერო სტუდენტებს სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობს, რაც მათი ცოდნის გაღრმავებას უზრუნველყოფს, მეტწილად პრაქტიკული განხრით.

აგროსფერო