საზამთროს წარმოება საქართველოში – კლიმატური პირობები, კვების სქემა და უხვი მოსავლის მიღების ტექნოლოგია

აგროსფერო
30.07.26 06:21 PM - Comment(s)

საზამთროს წარმოება საქართველოს თითქმის ყველა მხარეშია შესაძლებელი. მისი ყველაზე მაღალი მოსავალი კი, როგორც წესი, კახეთსა და ქვემო ქართლში მოდის. ამის ერთ-ერთი მიზეზი აღნიშნული რეგიონების კლიმატური პირობებია. თუმცა ხარისხიანი მოსავლისთვის მხოლოდ კლიმატი საკმარისი არ არის. აუცილებელია შესაბამისი სათესლე მასალის შერჩევა და აგროტექნიკური ღონისძიებების სწორად დაგეგმვა. 

საქართველოს აგროკლიმატური პირობები და ნიადაგის მომზადება

როგორც აღვნიშნეთ, კახეთსა და ქვემო ქართლში შედარებით მარტივია, რაც მათი კლიმატით არის განპირობებული. მაღალი ტემპერატურა და ინტენსიური მზე ამ სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის განსაკუთრებით კარგ პირობებს ქმნის. თუმცა იმისათვის, რომ მოსავალი უხვი და მაღალი ხარისხის იყოს, აუცილებელია საზამთროს დათესვამდე . პირველ რიგში, სასურველია, წინასწარ შეფასდეს ნიადაგის მდგომარეობა და მოხდეს მისი აგროქიმიური ანალიზი, რისი გაკეთებაც „აგროსფეროსა“ და YARA-ს ლაბორატორიაშია შესაძლებელი. ანალიზის შედეგად განისაზღვრება ნიადაგის pH, მარილიანობა და მაკრო- და მიკროელემენტების თანაფარდობა. შედეგები ეხმარება ფერმერს სწორად შეარჩიოს საკვები ნივთიერებები ნიადაგის გასანოყიერებლად და საზამთროს ზრდა-განვითარებისთვის საუკეთესო პირობების შესაქმნელად.

რაც შეეხება მიწის დამუშავებას, ის ღრმად უნდა მოიხნას, მოხდეს კვლების ფორმირება და მულჩირება, რაც ნათესებისთვის ტენიანი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს. ასევე, დამუშავების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს ნიადაგის ტიპსაც. მაგალითად, მძიმე მექანიკური შემადგენლობის ნიადაგები მიდრეკილია სწრაფი გამკვრივებისკენ, რაც აფერხებს ფესვთა სისტემის აერაციას. ამიტომ, ასეთ ფართობებზე ხშირად საჭიროა ნიადაგის დამატებითი გაფხვიერება და ირიგაციის კონტროლი, რათა თავიდან ავიცილოთ წყლის ჩაგუბება. მსუბუქი, ქვიშნარი ნიადაგები კი ნაკლებად მოითხოვს დამატებით გაფხვიერებას, თუმცა მათზე ირიგაციისა და კვების ზუსტი, ფრაქციული კონტროლია საჭირო.

დარგვის ტექნოლოგია და ირიგაცია


არ აქვს მნიშვნელობა საზამთროს დათესვა პირდაპირ სათესლე მასალით ხდება თუ ჩითილების გადარგვით, ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია მათი განლაგება გარკვეული დაშორებებით. ეს უზრუნველყოფს უკეთეს ჰაერაციას და მზის სინათლის თანაბრად განაწილებას, რაც დაავადების განვითარებისა და გავრცელების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს.

კრიტიკულად მნიშვნელოვანია საზამთროს ნათესების საკმარისად მორწყვა, განსაკუთრებით ცხელი ზაფხულის პირობებში. ამ კულტურისთვის უმჯობესია წვეთოვანი ირიგაცია – წვეთოვანი რწყვა საზამთროსთვის უზრუნველყოფს წყლის თანაბარ, კონტროლირებად მიწოდებას, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ ნაყოფი არ გამწარდეს და ჰქონდეს მაღალი შაქრიანობა. წვეთოვანი საირიგაციო სისტემების ფართო არჩევანი აქვს IRRITEC-ს, რომელიც მსოფლიოში სარწყავი მოწყობილობების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია.

ფაზობრივი კვების სისტემა


საწყისი ვეგეტაციის ფაზა

საზამთროს განვითარების საწყის ეტაპზე სწორად შერჩეული კვების პროგრამა უდიდეს გავლენას ახდენს მცენარის შემდგომ ზრდა-განვითარებაზე – სწორედ ის განსაზღვრავს, რამდენად მძლავრი იქნება ფესვთა სისტემა და რამდენად კარგად გაუმკლავდება ის შემდგომში სხვადასხვა პოტენციურ საფრთხეს. თუმცა, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, პირველ რიგში, სასურველია, ჩატარდეს ნიადაგის ანალიზი, რათა სწორად შეფასდეს ელემენტების თანაფარდობა.

ამ ეტაპზე აუცილებელია ნიადაგი შეივსოს აზოტითა და ფოსფორით. აზოტი ხელს უწყობს ფოთლოვანი აპარატის ჯანსაღ ზრდას და ფოტოსინთეზს, ხოლო ფოსფორი – ფესვთა სისტემის განმტკიცებას და ნერგის სტრესის მიმართ უფრო მაღალ მედეგობას. ამ შემთხვევაში იდეალური არჩევანია YARA-ს კომპლექსური სასუქები, რომლებიც უზრუნველყოფს ნიადაგის ელემენტებით თანაბრად შევსებას. საკვები ელემენტების არასწორი პროპორცია მცენარის განვითარების ამ ეტაპზე იწვევს ფესვთა სისტემის სუსტად ჩამოყალიბებას და ფოთლოვანი მასის არასათანადოდ ზრდას.

ყვავილობისა და ნასკვის ფორმირების ფაზა

ყვავილობის პერიოდში საზამთრო განსაკუთრებულად მგრძნობიარეა მიკროელემენტების დეფიციტის მიმართ. კალციუმი და ბორი გადამწყვეტ როლს თამაშობს საზამთროს წარმოებაში. კალციუმი აუცილებელია ნაყოფის უჯრედის კედლების მთლიანობის შესანარჩუნებლად, რაც ხელს უშლის ნაყოფის დასკდომას და აუმჯობესებს მის შენახვისუნარიანობას. ბორი კი უმნიშვნელოვანესია დამტვერვის და ნასკვის ფორმირებისთვის. ის უზრუნველყოფს ნახშირწყლების მოძრაობას და არეგულირებს მცენარის ზრდის ფაზებს.

საბოლოოდ, არასაკმარისი კალციუმი ან მიკროელემენტების დეფიციტი იწვევს ყვავილცვენას, ნაყოფის დეფორმაციას და განვითარების შეფერხებას. სწორად შედგენილი კვება კი ვეგეტაციის მომდევნო ფაზის ძლიერ საფუძველს ქმნის.

ნაყოფის ინტენსიური ზრდისა და დამწიფების ფაზა

ის, თუ როგორი იქნება საზამთროს საბოლოო მოცულობა, ფორმა, გემოვნური თვისებები და შაქრიანობა ყველაზე მეტად ნაყოფის ზრდისა და დამწიფების ეტაპზე განისაზღვრება. ვეგეტაციის ამ ფაზაში აუცილებელია მცენარისთვის კალიუმის მიწოდება – ის ნაყოფის ვიზუალურ მხარესაც აუმჯობესებს და შაქრის მაღალ კონცენტრაციასაც განაპირობებს. მოსავლის აღებამდე კი აუცილებელია აზოტის დოზების შემცირება, რადგან მან შეიძლება ნაყოფის დეფორმაცია გამოიწვიოს.

მცენარეთა დაცვის ინტეგრირებული სისტემა


საზამთროს დაავადებები, განსაკუთრებით ისეთები, როგორებიცაა ფუზარიოზი, ნაცარი და ანთრაქნოზი, მნიშვნელოვნად აუარესებს მოსავლის ხარისხს. ამიტომ მათი პრევენცია თუ მათთან ბრძოლა საჭიროებს მცენარეთა დაცვის საშუალებების სწორად შერჩევას. გარანტირებული შედეგისთვის, სასურველია, არჩევანი გაკეთდეს BAYER-ის ინოვაციურ ფუნგიციდებზე, რომლებიც მცენარეზე ზედმეტი ზემოქმედების გარეშე ებრძვიან აღნიშნულ დაავადებებს. გარდა ამისა, საზამთროს მოყვანისას მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს ისეთი მავნებლებიც, როგორებიცაა ბუგრები, აბლაბუდიანი ტკიპები და მავთულა ჭიები, რაც BAYER-ის ინსექტიციდების დახმარებით ასევე მარტივადაა შესაძლებელი. უმჯობესია, მათ წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებები დარგვის ფაზაშივე გატარდეს.

ნიადაგის მომზადება, მცენარის ფაზების მიხედვით კვება, გამართული საირიგაციო სისტემა და ინტეგრირებული დაცვა – ეს ის მთავარი ფაქტორებია, რომლებიც საზამთროს ჯანსაღ ზრდა-განვითარებას, საბოლოოდ კი, საკვები ნივთიერებებით მდიდარ და გამორჩეული გემოვნური თვისებების მქონე ნაყოფის ჩამოყალიბებას განაპირობებს. „აგროსფეროს“ პროდუქცია მოიცავს ყველაფერს, რაც ამ სასოფლო-სამეურნეო კულტურისთვის ფერმერს შეიძლება დასჭირდეს. მათ შერჩევაში კი ჩვენი აგრო-კონსულტანტები დაგეხმარებიან, რისთვისაც უნდა გვეწვიოთ მაღაზიათა ქსელში ან დარეკოთ ნომერზე +995 322 500 900.

აგროსფერო

აგროსფერო