ფერმერები და მებაღეები მუდმივად ეძებენ გზებს, რათა გაზარდონ თავიანთი მოსავლის ხარისხი და რაოდენობა. ამ მიზნის მიღწევა კი გაცილებით მარტივია სანდო პარტნიორებთან ერთად, რომლებიც მაღალი ხარისხის პროდუქტების მოწოდებასა და მომსახურებას უზრუნველყოფენ.
სწორედ ამიტომ, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაღაზია „აგროსფეროში“ უმნიშვნელვანესია, მომხმარებლებს მაღალი სტანდარტის პარტნიორობა გავუწიოთ. ჩვენ უმაღლესი ხარისხის პროდუქტების ფართო არჩევანს გთავაზობთ, იქნება ეს სათესლე მასალა და მცენარეთა დაცვის საშუალებები თუ თანამედროვე აგროტექნიკა. ჩვენს ქსელში ხელმისაწვდომი პროდუქცია წარმოებულიამსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ. დღეს კი სწორედ ერთ-ერთი მათგანის, ბაიერის შესახებ ვისაუბრებთ, რომელიც თავისი ინოვაციური და ეფექტური აგროწარმოებითაა ცნობილი.
ბაიერი „აგროსფეროს“ ქსელში
ბაიერი გერმანული მულტინაციონალური კომპანიაა, რომელსაც სასოფლო-სამეურნეო და ქიმიური პროდუქციის წარმოების ხანგრძლივი ისტორია და გამოცდილება აქვს. შედეგად, კომპანიამ გლობალურ აგროსამრეწველო ბაზარზე მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა.
როგორც აღვნიშნეთ, ბაიერი გლობალური საწარმოა, რომელიც ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობისათვის ქმნის პროდუქტებს. კომპანიის მთავარი მიზანია, რომ ამ სფეროებს გლობალური გამოწვევების დაძლევაში დაეხმაროს.
მცენარეთა დაცვა სოფლის მეურნეობის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა, რადგან სხვადასხვა კულტურას მავნებლები, დაავადებები და სარეველები მნიშვნელოვან ზიანს აყენებენ და მასშტაბურ დანაკარგს განაპირობებენ. ძირითად პრობლემებს მწერები, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები, ნიადაგის მავნებლები და სარეველა მცენარეები იწვევენ.
მცენარის დაცვის ეფექტური და მდგრადი სტრატეგიები უნდა მოიცავდეს ინტეგრირებულ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ქიმიურ, ბიოლოგიურ და აგროტექნიკურ მეთოდებს. სწორედ ამიტომ, ბაიერი სხვადასხვა სახის პრობლემების გადაჭრის მიზნით, პესტიციდების რამდენიმე კატეგორიას აწარმოებს, ესენია ჰერბიციდები, ინსექტიციდები და ფუნგიციდები.
ჰერბიციდები
ჰერბიციდები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც სარეველა მცენარეების გასანადგურებლად გამოიყენება. ისინი სელექციურად მოქმედებს სარეველების ფიზიოლოგიურ პროცესებზე, რითაც მათ ზრდასა და განვითარებას თრგუნავს, ამავდროულად, არ აზიანებს კულტურულ მცენარეებს. ჰერბიციდების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს შრომით დანახარჯებს სარეველებთან ბრძოლაში და ზრდის მოსავლიანობას.
ჰერბიციდების მიმართულებით ბაიერი, სტანდარტების მაქსიმალური დაცვითა და მრავალჯერადი შემოწმების შედეგად, სხვადასხვა სახის პროდუქტებს ქმნის. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი საშუალება ატლანტის სტარია, რომელიც ჩვენს აგრო მაღაზიაში სიახლეს წარმოადგენს.
აღნიშნული ოთხკომპონენტიანი ჰერბიციდი საშემოდგომო ხორბლისა და ჭვავის, ასევე ტრიტიკალეს ნათესებში ერთ ან მრავალწლიანი მარცვლოვანი საფრეველების წინააღმდეგ გამოიყენება. ატლანტის სტარის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ნივთიერება სწრაფად აღწევს მცენარის ფოთლებსა და ფესვებში. სხვადასხვა ნივთიერების შემცველობა სარეველას სისტემურ განადგურებას იწვევს – არღვევს ცილების სინთეზს და მერისტემულ ქსოვილებში უჯრედების დაყოფის პროცეს წყვეტს. თავიდან სარეველები შეფერილობას იცვლის და დეფორმირდება, დროთა განმავლობაში კი ხმება და კვდება. ეს შედეგი კი ჰებიციდის გამოყენებიდან 2-4 კვირის განმავლობაში დგება.
ინსექტიციდები
ინსექტიციდები მწერების გასანადგურებელი ქიმიური ნივთიერებებია. ისინი სოფლის მეურნეობაში აქტიურად გამოიყენება, რადგან მცენარის მაქსიმალურ დაცვას უწყობს ხელს.
მიუხედავად მცირე ზომისა, მწერები დიდ გავლენას ახდენენ სხვადასხვა ტიპის მცენარეების ჯანმრთელობასა და ხარისხზე. ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად კი, ბაიერი ფერმერებსა და მებაღეებს ინსექტიციდების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რათა მათ თავად განსაზღვრონ მავნე მწერების კონტროლის გზები.
„აგროსფეროში“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ინსექტიციდი ბაიერის წარმოებული ალსისტინია. პრეპარატი მწერებისა და მავნებლების კომპლექსური კონტროლისათვის, ხეხილისა და ციტრუსებისათვის გამოიყენება. ალსისტინი ეფექტურია ისეთი მავნებლების გასანადგურებლად, როგორებიცაა: მაჟაურა, ნაყოფჭამია, ვაშლის მენაღმე ჩრჩილი, მერქნიჭამია, ხეხილის ზოლიანი ჩრჩილი და ა.შ. აღსანიშნავია, რომ პრეპარატს სისტემური თვისებები არ გააჩნია, შესაბამისად, მცენარეზე ნარჩენები დიდი ხნის განმავლობაში არ ჩერდება. რაც შეეხება მის გამოყენებას, შესხურება უნდა მოხდეს ზრდასრული მავნებლების ფრენის დასაწყისსა და კვერცხის დების პერიოდში.
ფუნგიციდები
ფუნგიციდები პესტიციდის ერთ-ერთი სახეობაა, რომელიც მცენარის სოკოვანი დაავადებების წინააღმდეგ გამოიყენება. არსებობს სისტემური და კონტაქტური ტიპის ფუნგიციდები. სისტემური ფუნგიციდები შეიწოვება მცენარის მიერ და გადაადგილდება მის ქსოვილებში, რაც უზრუნველყოფს მცენარის შიდა დაცვას. კონტაქტური ფუნგიციდები კი მოქმედებს მხოლოდ მცენარის ზედაპირზე და აფერხებს სოკოს ინფექციას.
ამ მიმართულებით ბაიერი მრავალ პროდუქტს გთავაზობთ, რომელთაგან ერთ-ერთი ალიეტია. ეს სისტემური ფუნგიციდი და ბაქტერიციდი კიტრის, ხახვის პერონოსპოროზის და მარწყვის ფიტოფტოროზის წინააღმდეგ მოქმედებს. აღსანიშნავია, რომ პრეპარატი სწრაფად აღწევს მცენარეში და როგორც აღმავალი, ისე დაღმავალი მიმართულებით გადაადგილდება. ამგვარი მოქმედება კი სოკოს სპორებზე ეფექტურად მოქმედებს, რადგან ბლოკავს მათ და გავრცელებას უშლის ხელს. ასევე აძლიერებს მცენარის დაცვით უნარსინფექციის წინააღმდეგ. პირველი წამლობა უნდა ჩატარდეს ადრეულ ეტაპზე ან უკიდურეს შემთხვევაში დაავადების პირველივე სიმპტომების გამოვლენისას.
ბაიერის პროდუქციის შესაძენად ესტუმრეთ „აგროსფეროს“ ფილიალებს ან ონლაინ მაღაზიას, მიიღეთ პროფესიონალური რჩევები აგრო კონსულტანტებისაგან და შეარჩიეთ ეფექტური პესტიციდი.