საუკეთესო გრანულირებული სასუქი - YaraMila
საუკეთესო გრანულირებული სასუქი - YaraMila
მცენარის სრული პოტენციალის გამოსაყენებლად და ამავდროულად ეკოლოგიაზე ზრუნვისთვის ფერმერს სჭირდება სასუქი ფოსფატის საუკეთესო ტექნოლოგიით, მაგალითად YaraMila რომელიც შეიცავს P-Extend-ს.
P-Extend არის მოლეკულა რომელიც აძლიერებს ფესვთა სისტემას და მცენარეს საკვები ნივთიერებების ეფექტურად ათვისებაში ეხმარება, სწორედ ეს ხდის YaraMila-ს უნიკალურს.
ჩვეულებრივი ფოსფორიანი სასუქები ძირითადად შედგება ორთოფოსფატისგან. მცენარის მიერ ათვისება მაღალია მხოლოდ შეტანისას და მკვეთრად უარესდება შემდგომ პერიოდში, შთანთქმისა და ნალექის გამო, დაახლოებთ 40% იკარგება მომდევნო 2 კვირის განმავლობაში, ამიტომ ის ნაკლებად ხელმისაწვდომია მცენარისთვის მაშინ, როცა ყველაზე მეტად სჭირდება. უფრო მეტიც, ფოსფატი დაუცველია ნიადაგში ფიქსაციისგან.
რაც შეეხება YaraMila-ს, იგი შეიცავს ორთოფოსფატის და P-Extend-ის სრულყოფილ შენაერთს, რაც უზრულვეყოფს მყისიერ მოქმედებასთან ერთად, ფოსფორის ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიწოდებას. განსხვავებით ჩვეულებრივი ფოსფატისაგან P-Extend მცენარისთვის ათვისებადია უწყვეტად, მთელი სეზონის განმავლობაში, ის ყოველთვის ხელმისაწვდომია, როცა მცენარის ფესვებს გაძლიერებისთვის ფოსფორი სჭირდება. გარდა ამისა P-Extend-ის ხელმისაწვდომობა მიიღწევა ფესვების ექსუდატებით, რომელიც ზრდის ფოსფორის მიწოდებას, ფესვების სასუქთან მიღწევისთანავე, ასტიმულირებს რა მის შთანთქმას საკვებზე მოთხოვნის პიკში.
რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი ფერმერისთვის? - პასუხი მარტივია, ფოსფატის მოლეკულების, აზოტის, უმაღლესი ხარისხის კალიუმისა და სხვა მიკროელემენტების იდეალური შენაერთით, YaraMila უზრუნველყოფს საუკეთესო მოსავალს.