როგორ შევარჩიოთ ტრაქტორი ნიადაგის ტიპისა და აგრეგატების მიხედვით

Oto Fareshishvili
15.07.26 04:52 PM - Comment(s)

აგროპროცესების ხარჯთეფექტურობას და აგრონომიულ შედეგებს დიდწილად სწორად შერჩეული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა განაპირობებს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მოითხოვს სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორის შერჩევა, რომლის დროსაც აუცილებელია ფერმერმა მრავალი ფაქტორი გაითვალისწინოს. მათ შორის, სწორად უნდა განისაზღვროს ნიადაგის ტიპი და სტრუქტურა, ნიადაგის დამუშავების ტექნიკა, შესასრულებელი სამუშაოების მოცულობა და ტრაქტორის აგრეგატებთან თავსებადობა. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორი პირდაპირ გავლენას ახდენს საწვავის მოხმარებაზე, სამუშაოს ეფექტიანად შესრულებასა და ტექნიკის სიცოცხლისუნარიანობაზე. 

ტრაქტორის შერჩევა ნიადაგის ტიპის მიხედვით

პირველ რიგში, ტრაქტორი ნიადაგის მიხედვით უნდა შეირჩეს. მაგალითად, თიხნარი მაღალი სიმკვრივით გამოირჩევა და დამუშავებისას მეტ წინააღმდეგობას ქმნის. ასეთ პირობებში აუცილებელია სწორად შეფასდეს ტრაქტორის სიმძლავრე, რათა მან შეძლოს სამუშაოსთან მარტივად გამკლავება. გარდა ამისა, მძიმე ნიადაგის დასამუშავებელი ტრაქტორები აღჭურვილი უნდა იყოს დამატებითი მახასიათებლებით, მათ შორის კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოჭიდების გაძლიერებული ფუნქციაა. 

შედარებით რბილ და ქვიშნარ ნიადაგზე სამუშაოდ უპირატესობა, როგორც წესი, განსხვავებული ტექნიკური მახასიათებლების მქონე ტრაქტორებს ენიჭება. ასეთ დროს ზედმეტად მძიმე ტექნიკამ შესაძლოა დააზიანოს ნიადაგის სტრუქტურა და შეაფერხოს სამუშაო პროცესი. ამიტომ ამ შემთხვევაში არჩევანი უნდა გაკეთდეს შედარებით მსუბუქ ტრაქტორებზე. გარდა ამისა, სასურველია, მათ ჰქონდეს ფართო და დაბალი წნევის საბურავები, რათა დაწოლის ძალა ზედაპირზე უკეთ გადანაწილდეს. 

ტექნიკის შერჩევისას ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია რელიეფი. დაქანებულ ფერდობებზე მუშაობა მოითხოვს უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილ, განსაკუთრებული სტაბილურობისა და სიმძლავრის მქონე ტრაქტორს. ასეთ შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიექცეს ტრანსმისიასა და დაბალი სიჩქარის რეჟიმებში მუშაობის შესაძლებლობებს. 

ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო აგრეგატების სინქრონიზაცია

სამუშაოების ეფექტიანად შესასრულებლად არანაკლებ მნიშვნელოვანია ტრაქტორისა და მასთან დაკავშირებული აგრეგატების თავსებადობა. ამ მხრივ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ძალამრთმევ ლილვსა (PTO) და ჰიდრავლიკურ სისტემებს. მათი წარმადობა განსაზღვრავს, რამდენად ეფექტიანად იმუშავებს ტექნიკა ისეთ აგრეგატებთან, როგორებიცაა სათესები, შესაწამლი აპარატები და სხვა. PTO-სა და ჰიდრავლიკის არასაკმარისი სიმძლავრე ხშირად იწვევს სამუშაო პროცესის შეფერხებას და ტექნიკის რესურსის არასათანადოდ გამოყენებას. 

როგორ შევუსაბამოთ ტრაქტორი გუთანს? 

ქართველ ფერმერებს შორის ყველაზე ხშირად სწორედ ეს კითხვა ისმება. საქმე ისაა, რომ მძიმე გუთნები, ასევე, დისკოებიანი ფარცხები საჭიროებს შესაბამის წევის ძალას, ასევე სამკაპიანი დაკიდების სისტემის საკმარის ტვირთამწეობას. გამოდის, რომ ტრაქტორები და აგრეგატები რეალურად ერთმანეთთან იმაზე მჭიდროდ არის დაკავშირებული, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. მაგალითად, ნიადაგის დასამუშავებელი ტექნიკა, როგორიცაა LEMKEN-ის გუთნები და დისკოებიანი ფარცხები, მიუხედავად მათი მაღალი ხარისხისა, ეფექტიანად მუშაობს მხოლოდ მაშინ, როდესაც ტრაქტორის სიმძლავრე და წევის ძალა სრულად შეესაბამება მათ პარამეტრებს. 

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ბალასტირების საკითხსაც. როდესაც ტრაქტორს აგრეგატის სახით ემატება დამატებითი წონა, ხშირად მათი ერთობლივი მუშაობისას ბალანსი ირღვევა. ამიტომ სწორად შერჩეული ბალასტირება განსაზღვრავს ტრაქტორის სტაბილურობას, ამცირებს საბურავების ცვეთას და ზრდის სამუშაო პროცესის ეფექტიანობას. 

თანამედროვე ტექნოლოგიები და ტექნიკის შერჩევის გამარტივებული პროცესი

თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გამოირჩევა ციფრული მართვის სისტემებითა და პარამეტრების ცვლის მრავალფეროვანი რეჟიმებით. შესაბამისად, ისინი ერგებიან სხვადასხვა ნიადაგურ პირობებს, ავტომატურად არეგულირებენ სიმძლავრეს შესასრულებელ სამუშაოების მიხედვით და მარტივად სინქრონირდებიან აგრეგატებთან. 

ამ მხრივ, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ბაზარზე უპირობო ლიდერია CLAAS-ის ტრაქტორებ, რომლებიც გამოირჩევა მრავალფეროვანი პარამეტრებით, განსხვავებული რეჟიმებით და სიმძლავრის რეგულირების ფუნქციებით, ამასთან, აგრეგატებთან თავსებადობის გაცილებით მეტი შესაძლებლობებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომატიზებული სისტემების დამსახურებით რეჟიმები შესაბამისი პირობებისა და საჭიროებების მიხედვით თავად რეგულირდება. შესაბამისად, სამუშაო პროცესი ფერმერის მინიმალური ჩართულობით წარიმართება, გარდა ამისა, რესურსები გაცილებით ეფექტიანად გამოიყენება. სწორედ ამიტომ, CLAAS-ის ტრაქტორები საქართველოში და მთელ მსოფლიოში უკვე წლებია, უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. 

„აგროსფეროს“ ტექნიკა, რომელიც CLAAS-ის გარდა, სხვა წამყვანი მწარმოებლების ინოვაციურ პროდუქციას მოიცავს.

ტრაქტორის სწორად შერჩეული სიმძლავრე, ტექნიკური მახასიათებლები და აგრეგატებთან თავსებადობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს აგრობიზნესის წარმატებას. ის უზრუნველყოფს სამუშაოების ეფექტიანად შესრულებას, ნიადაგის სტრუქტურის შენარჩუნებას, საწვავის დაზოგვას და ხარჯების ოპტიმიზაციას. 

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შერჩევის პროცესის გასამარტივებლად „აგროსფერო“ მომხმარებლებს სთავაზობს დეტალურ აგრო-კონსულტაციას. სპეციალისტთა დახმარებით ფერმერები შეძლებენ სწორად განსაზღვრონ თავიანთი საჭიროებები და სამუშაო პირობები, რათა მაქსიმალური სიზუსტით შეირჩეს როგორც ტრაქტორი, ისე შესაბამისი აგრეგატები. აგრო-კონსულტანტებთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე: +995 322 500 900


Oto Fareshishvili