
კიტრი ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე სასოფლო-სამეურნეო კულტურაა. განსაკუთრებით მარტივად ზიანდება ის განვითარების საწყის ეტაპზე. არადა ამ პერიოდში ყალიბდება მცენარის ფესვთა სისტემა, რაც შემდგომ მის სიცოცხლისუნარიანობას, საბოლოოდ კი, ნაყოფის ხარისხს განსაზღვრავს. ამიტომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს თესლის გაღვივების ეტაპს და ჩითილის სწორად გამოყვანას. არანაკლებ ყურადღებას მოითხოვს , რა დროსაც აუცილებელია სწორად შეირჩეს მცენარეთა დაცვის საშუალებები და სასუქები განვითარების ფაზებისა და საჭიროებების მიხედვით.
კიტრის ნერგის დაავადებები და მთავარი საფრთხეები
კიტრის ნერგს განვითარების საწყის ეტაპზე ყველაზე დიდ საფრთხეს სოკოვანი დაავადებები უქმნის. მათ შორის განსაკუთრებით გავრცელებულია ფესვის ყელის სიდამპლე და ე.წ. „შავი ფეხი“, რომლებიც სწრაფად აზიანებს ახალგაზრდა მცენარეს. აღნიშნული დაავადებები უმეტესად ნიადაგის ჭარბი ტენიანობის ან ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებების პირობებში ვითარდება.
როგორ დავიცვათ კიტრის ნერგი ფესვის სიდამპლისგან? – ეს არის კითხვა, რომლითაც ფერმერები ყველაზე ხშირად მოგვმართავენ. ცხადია, უპირველესად, საჭიროა კიტრის ჩითილების გამოყვანისას შესაბამისი პირობები შეიქმნას – მკაცრად გაკონტროლდეს ტენიანობა და კლიმატი. გარდა ამისა, აუცილებელია სწორად შეირჩეს და არჩევანი გაკეთდეს თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე. მაგალითად, მრავალწლიანმა პრაქტიკამ აჩვენა, რომ სიდამპლეს, „შავ ფეხსა“ და სხვა სოკოვან დაავადებებს განსაკუთრებით ეფექტიანად უმკლავდება BAYER-ის ფუნგიციდები, რომლებიც გამოიყენება როგორც დაავადებებთან საბრძოლველად, ისე პროფილაქტიკური მიზნით. „პრევიკურ ენერჯი“.
ნერგის განვითარების პროცესზე ასევე ძლიერ გავლენას ახდენს განათების რეჟიმი. არასაკმარისი განათების პირობებში, ჩითილი შეიძლება ზედმეტად სწრაფად გაიზარდოს სიგრძეში. ასეთ დროს ღერო სუსტდება, მცენარის იმუნიტეტი კი ქვეითდება, რაც დაავადებების გავრცელების რისკს ერთიორად ზრდის.
დაავადებების გავრცელების პრევენციის გარდა, ასევე, მნიშვნელოვანია გაკონტროლდეს , რომელთა შორის ყველაზე ხშირად გვხვდება . მათ გამრავლებას ხელს უწყობს მაღალი ტენიანობა და ტემპერატურა. ამიტომაც, პირველ რიგში, სასურველია, სათბურებში მუდმივად შენარჩუნდეს მცენარის ჯანსაღი განვითარებისთვის საჭირო ოპტიმალური პირობები. ამასთან, აუცილებლობას წარმოადგენს მცენარეთა დაცვის საშუალებების, კონკრეტულად კი, ინსექტიციდების გამოყენება. ამ შემთხვევაშიც ფერმერებს მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს BAYER, რომლის პროდუქციის ეფექტიანობაც და უსაფრთხოებაც დადასტურებულია არამხოლოდ კვლევებით, არამედ რეალური შედეგებით. „ობერონ რაპიდი“.
ნერგის დაცვისა და გაძლიერების მექანიზმები
ძლიერი და სიცოცხლისუნარიანი ნერგის ფორმირება დიდწილად დამოკიდებულია სწორ კვებაზე. აუცილებლად უნდა დაიგეგმოს მცენარის განვითარების ფაზების გათვალისწინებით. მაგალითად, დაფესვიანების ეტაპზე მნიშვნელოვანია ნიადაგის ფოსფორით განოყიერება – სწორედ ეს მაკროელემენტი უზრუნველყოფს ძლიერ ფესვთა სისტემის ჩამოყალიბებას.
გარანტირებული შედეგისთვის, აუცილებელია შეირჩეს უსაფრთხო და ინოვაციური პროდუქცია, რადგან ისინი უზრუნველყოფენ მცენარის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას და არა ხელოვნურ სტიმულაციას. ამ მხრივ გამორჩეულია YARA-ს სასუქები, რომლებიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით, მცენარისთვის ადვილად ხელმისაწვდომი და დაბალანსებული ფორმულაციებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნერგის განვითარების ადრეულ ეტაპზე. საშუალებას იძლევა მცენარემ საწყის ეტაპზევე სტრესის გარეშე აითვისოს არამხოლოდ აზოტი, ფოსფორი და კალიუმი, არამედ ყველა საჭირო მიკროელემენტი.
კიტრის ნაყოფის დაცვა მისი ფორმირებისა და სიმწიფის ფაზაში
ნაყოფის სწორად ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი საკვები ელემენტების დეფიციტია. ასევე მოიცავს არასაკმარის და არარეგულარულ წყლის მიწოდებას, რაც ხშირად იწვევს ნაყოფის გამწარებას, ყვავილცვენას და ხარისხის დაქვეითებას. ამასთან, ცალკე უნდა აღინიშნოს ისეთი დაავადებები, როგორებიცაა ჭრაქი და ნაცარი.
ამ ეტაპზე ნაყოფის დაავადებების პრევენციისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინტეგრირებული მიდგომა, რაც სასუქებისა და მცენარეთა დაცვის საშუალებების სწორ კომბინაციას გულისხმობს. რაც შეეხება მცენარის მორწყვას, დღეს ის მარტივად გადასაჭრელი პრობლემაა და არ საჭიროებს რთული ღონისძიებების ჩატარებას. ბაზარზე არსებული თანამედროვე მოწყობილობები, როგორიცაა, მაგალითად, IRRITEC-ის საირიგაციო სისტემები, უზრუნველყოფს მცენარისთვის წყლის თანაბარ და კონტროლირებად მიწოდებას, მუდმივი მონიტორინგისა და ფერმერის ზედმეტი ჩართულობის გარეშე.
იმისათვის, რომ ფერმერმა მიიღოს კიტრისა თუ სხვა ნებისმიერის სასოფლო-სამეურნეო კულტურის ხარისხიანი მოსავალი, აუცილებელია დიდი ყურადღება გამოიჩინოს როგორც მცენარეს დაფესვიანების, ისე მისი ზრდა-განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. შესაბამისი კლიმატური პირობების შექმნა და ტენიანობის რეგულირება, სწორი კვებითი პროგრამის შემუშავება, დაავადებების პრევენცია, გამართული სარწყავი სისტემა – ეს ის ძირითადი ფაქტორებია, რომლებიც ნაყოფის ფორმას, მოცულობას, სიჯანსაღეს, გემოსა და, ზოგადად, ხარისხიან მოსავალს განაპირობებს.
„აგროსფეროს“ პროდუქცია მოიცავს ყველა იმ საშუალებას, რომელიც კიტრის მოვლის სხვადასხვა საფეხურზე შეიძლება დასჭირდეს ფერმერს. ამასთან ერთად, კომპანია მომხმარებლებს სთავაზობს სპეციალისტების სრულფასოვან კონსულტაციას იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს მცენარის საჭიროებები და სწორად შეირჩეს შესაბამისი პროდუქცია. აგრო-კონსულტანტებთან დაკავშირება შესაძლებელია ნომერზე +995 322 500 900.
