პროფესიონალური დანიშნულების ელექტრო ხელსაწყოები
პროფესიონალური დანიშნულების ელექტრო ხელსაწყოები
დღეს ჩვენ ვისაუბრებთ პროფესიონალური დანიშნულების ელექტრო სასხლავი მაკრატლებისა და საკავებლის შესახებ, ფრანგული კომპანია PELLENC-ის ელექტრო მაკრატლების C35, C45-ისა და FIXION 2-ის მაგალითზე.
პირველ რიგში აღვნიშნოთ, რომ ელექტრო ხელსაწყოების ძალიან დიდი არჩევანი არსებობს, ისინი განსხვავდებიან ხარისხობრივად და დანიშნულებით. თავიდანვე გვსურს გავმიჯნოთ ერთმანეთისგან სამოყვარულო და პროფესიონალური დანიშნულების ელექტრო ინსტრუმენტები, გარდა გამოყენების სპეციფიკისა, მათ შორის ფასის მხრივაც რადიკალური სხვაობაა და ერთმანეთთან შედარებაც ყოველგვარ აზრს მოკლებული გახლავთ.
პროფესიონალური დანიშნულების ელექტრო ხელსაწყოები გამოირჩევა წარმადობით, სიზუსტით, უსაფრთხოებით, ელემენტის ხანგრძლივი მუშაობით, ეკონომიურობით, ერგონომიულობით და კომფორტული გამოყენებით, ეს ყველაფერი გვაძლევს საშუალებას დავზოგოთ ფინანსები სხვლა-ფორმირების თუ ვაზის ახვევის/დაკავების ოპერაციებში. ვეცდებით ნათლად გაჩვენოთ განსხვავებები და უპირატესობები, რაც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ გჭირდებათ თუ არა PELLENC-ის პროფესიონალური დანიშნულების ელექტრო ხელსაწყოები თქვენს მეურნეობაში.
თავიდან მოგიყვებით ელექტრო მაკრატლების C35 და C45-ის შესახებ, ხოლო შემდგომ გაგაცნობთ ელექტრო საკავებელს, PELLENC FIXION 2-ს.
ელექტრო სასხლავი მაკრატლები PELLENC C35-C45
ელექტრო სასხლავი მაკრატლები PELLENC C35-C45
ჩვენს ქვეყანას, საქართველოს მეღვინეობის დიდი ტრადიცია გააჩნია და ყოველწლიურად იზრდება გაშენებული ვენახების ფართობები, არც ხეხილის ფართობები ჩამორჩება განვითარებით. გაზრდილ ფართობებს ყოველწლიურად მეტი ფიზიკური სამუშაო სჭირდება, მათ შორის რასაკვირველია სხვლა-ფორმირებისთვისაც. ამასთანავე წლიდან-წლამდე, სხვადასხვა ფაქტორების გამო, მცირდება ფიზიკური მუშახელის რაოდენობა, რაც შესაბამისად იწვევს მომსახურების ფასების ზრდას. ამ პირობებში, მევენახეები დგებიან რეალობის წინაშე, როცა საჭიროა გაზარდო თითოეული პირის წარმადობა და ეფექტურობა, რომელიც სხვლა-ფორმირების პროცესშია ჩართული. ერთ სამუშაო დღეში, ერთ პირს უნდა შეეძლოს უფრო მეტი და მეტი ტერიტორიის დაფარვა.
სანამ სასხლავი მაკრატლის ეფექტურობას და წარმადობას შევაფასებთ, მოდით ორიოდე სიტყვით მის სხვა უპირატესობებზე ვისაუბროთ. აღსანიშნავია მისი უსაფრთხოება, PELLENC-ის ელექტრო მაკრატლის გამოყენებისას გამორიცხულია შემთხვევითი დაზიანება, რადგან მჭრელ პირთან შეხებისთანავე, Activ’Security უსაფრთხოების სისტემა მყისიერად აჩერებს მაკრატლის მუშაობას.
PELLENC-ის პროფესიონალური დანიშნულების ერთერთი დასტურია მისი ელემენტების მუშაობის ხანგრძლივობა, ერთი დატენვით მთელ სამუშაო დღე გამოიყენებთ.
აწყობის ხარისხი ძალიან მაღალია, თითოეული ჭანჭიკი და ხრახნი უმაღლესი ხარისხის მასალებისგან გახლავთ დამზადებული, ხოლო გეგმიური ტექნიკური სერვისის ინტერვალი 400 საათამდეა გაზრდილი.
PELLENC-ის ელექტრო მაკრატლები გამორჩეულად კომფორტულია გამოსაყენებლად, იდეალურად ბალანსირებულია და მისი წონა მხოლოდ 720 გრამია.
გაგაცნობთ ამ სასხლავი მაკრატლების კომპლექტაციას:
- თითოეულ მაკრატელს გააჩნია უნიკალური სერიული ნომერი
- კომპლექტი განთავსებულია ჩემოდანში, რომელიც აადვილებს მის გადატანას
- კომპლექტში შედის:
- ელექტრო სასხლავი მაკრატელი
- ელემენტი დამტენით
- წელზე სამაგრი ქამარი, ელექტრო მაკრატლის შალითით და მკლავზე სადენის სამაგრით
- საპოხი მასალა
- სალესი ქვა
- ქანჩი
- და რასაკვირველია გამოყენების ინსტრუქცია
ელექტრო სასხლავ-მაკრატლებს გააჩნია სხვადასხვა ჭრის რეჟიმები, რომლებიც ელემენტზე განთავსებული ღილაკებით იცვლება და მასზეა დამოკიდებული მჭრელი პირების გახსნის სიჩქარე და რადიუსი.
უკვე მის მთავარ უპირატესობაზე, ჭრის სიზუსტეზე/სუფთა ჭრაზე, წარმადობასა და ეფექტურობაზე გადავიდეთ.
PELLENC C35-ის გამოყენებისას, სამუშაო პროცესი მარტივდება, რადგან ფიზიკური დატვირთვა აღარ გვაქვს და შესაბამისად ელექტრო სასხლავი მაკრატლის გამოყენებით, შეგვიძლია ერთ სამუშაო დღეში ბევრად მეტი ფართობის გასხვლა, ვიდრე მექანიკური მაკრატლის გამოყენებისას.
ამ ყველაფერში დასარწმუნებლად, ჩვენ მცირე ექსპერმენტი ჩავატარეთ ყვარელში, ჩვენსავე ვენახში, სადაც პროფესიონალური მექანიკური და ელექტრო მაკრატლების გამოყენებით გაისხლა ვენახი, გარდა ამისა ექსპერიმენტი მოიცავდა ელექტრო საკავებლის, PELLENC FIXION-სა და საქართველოში ფართოდ გავრცელებული მექანიკური საკავებლის შედარებას.
ელექტრო საკავებელი PELLENC FIXION 2
ელექტრო საკავებელი PELLENC FIXION 2
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ PELLENC-ის ელექტრო მაკრატლების გამოყენებისას, ძირითადი უპირატესობა იგრძნობა, იმ მხრივ, რომ სხვლისას ხელი ფაქტიურად არ იღლება და ერთ სამუშაო დღეში გაცილებთ მეტ ფართობს ვფარავთ, ხოლო FIXION 2-ის გამოყენებისას დაკავების სისწრაფე რამდენიმეჯერ აღემატება მექანიკურ საკავებელს, შესაბამისად დაკავების ოპერაციებისთვის თითოეულ ჰექტარზე გაღებული დანახარჯები მცირდება, რაც დროთა განმავლობაში საკმაოდ დიდი ეკონომიის გაკეთების საშუალებას გვაძლევს. 1 ჰექტარზე გაღებული ხარჯები მცირდება საშუალოდ 2-2.5-ჯერ.
FIXION 2-ის კომპლექტაციაში შედის:
- თავად ელექტრო დამაკავებელი
- წელზე სამაგრი ქამარი და ხელსაწყოს შალითა
- მცირე ხვიის ინსტრუმენტზე სამაგრი და დიდი ხვიის წელზე სამაგრები
- ასევე მავთულის ამოსაღები ბრტყელტუჩა
Pellenc Fixion 2 ძალიან ამარტივებს ყოველდღიურ სამუშაოს, მისი გამოყენებით შესაძლებელია დღის განმავლობაში 12000 ხვია გააკეთოთ ზედმეტი ძალისხმევის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ხელმისაწვდომია 5 სხვადასხვა ტიპის ხვია, როგორც სტანდარტული, მეტალის ხვია პლასტიკის გარსით, ასევე ბიოდეგრადირებადი ხვია, რომელიც 8-10 თვეში დეგრადირდება, ხელმისაწვდომია უჟანგავი მეტალის ხვია, რომელიც ძირითადად წვეთოვანი მილების მონტაჟისთვის გამოიყენება და ორი სხვადასხვა სისქის მეტალის ხვია ქაღალდის გარსით, რომელი 6-9 თვეში დეგრადირდება და სხვადასხვა დაწოლაზე გახლავთ გათვლილი.
Pellenc Fixion 2 გამოიყენება 25 მმ-მდე სისქის ტოტების ასახვევად და წუთში 30 ხვიამდე შეუძლია გააკეთოს, იგი კარგად მანევრირდებადი და მარტივად გამოსაყენებელია.
PELLENC-ის ელექტრო ინსტრუმენტები განკუთვნილია თანამედროვე ფერმერებისთვის, რომელთაც სურთ თავიან მეურნეობებში გაზარდონ ფიზიკური მუშახელის ეფექტურობა და შესრულებული სამუშაოს ხარისხის, ამავდროულად შეამცირონ სამუშაო გაწეული დრო და შესაბამისად გაწეული დანახარჯები.