პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის მონიტორინგი და კონტროლი სათბურში
პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის მონიტორინგი და კონტროლი სათბურში
Tuta absoluta, პომიდვრის მენაღმე ჩრჩილი, ფართოდ გავრცელებული მავნებელია. ჩრჩილის ეს სახეობა სწრაფად აზიანებს პომიდვრის ნათესებს, ზოგ შემთხვევაში, 80%-ზე მეტ ფართობზე. საქართველოში, პირველად 2011 წელს დაფიქსირდა და დღესაც აქტიური პრობლემაა ფერმერებისთვის.
აზიანებს – ძირითადად პომიდორს, გვხვდება ასევე სს კულტურებსა და ველურ მცენარეებში – ძაღლყურძენასებრ (მაგ. კარტოფილი, ბადრიჯანი) და სხვა ოჯახის მცენარეებში.
მავნებლის განვითარების სტადია: მუხლუხო
სამიზნე სტადია: ზრდასრული (მამრ.ჩრჩილი)
გამოჩენა: ფრენის პერიოდი ღია გრუნტში გრძელდება მარტიდან ოქტომბრამდე; დახურულ გრუნტში – მთელი წელი.
თაობების რაოდენობა: 12-მდე წელიწადში; 1 ზრდასრულ მდედრს შეუძლია 260- მდე კვერცხის დადება.
მავნებლის მახასიათებლები:
ზრდასრული: 5-7მმ. სიგრძის; ჭრელი რუხი/ყავისფერი.
მატლი: 8მმ. სიგრძის; გამოჩეკისას მოთეთრო (L1), შემდეგ მომწვანოდან ღია ვარდისფერში გადადის (L2-L4).
პომიდვრის ჩრჩილი კვერცხს ფოთლის ქვედა მხარეს დებს, ზოგჯერ – ღეროებსა და ნაყოფზეც. მას შემდეგ, რაც ლავრა გამოიჩეკება, იწყებს ფოთოლებით გამოკვებას, ასევე შედის ღეროსა და ნაყოფში. ტოვებს ჩაღრმავებულ ადგილებს ფოთლებზე, ღეროებსა და ნაყოფზე. დაზიანებულ ადგილებზე შესაძლოა, განვითარდეს ნეკროზი.
მავნებლის მართვა:
საწყის ეტაპზე, პომიდვრის დარგვასთან ერთად, უნდა დაყენდეს მონიტორინგის სისტემა, რათა დროულად დაფიქსირდეს მავნებლის გამოფრენა და ჩატარდეს შესაბამისი წამლობა. ამ გზით, თავიდან ავიცილებთ ეკონომიკურ ზარალს და კულტურის დაზიანებას.
მონიტორინგი მოიცავს დელტა ხაფანგს და ფერომონის მისატყუარას დისპენსერს – ტუტა პრო ქეფსს , პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის ზრდასრული მავნებლების დასაჭერად. ხაფანგი მცენარის ძირიდან 1 მეტრის სიმაღლეზე უნდა დაიკიდოს.
ფერომონის რეკომენდებული რაოდენობა მონიტორინგისთვის: 2-5 ხაფანგი/ჰა ღია გრუნტში; 1 ხაფანგი/ჰა <2500მ2 სათბურში; 2-4 ხაფანგი/ჰა >2500მ2 სათბურში.
ტუტა პრო ქეფს კომპანია M2i Bioscience – ის მიერ შემუშავებული, ფრანგული წარმოების ფერომონია, რომლის მოქმედება 3 თვე გრძელდება და მავნებელს 7მ-ის რადიუსიდან იზიდავს.
ტრადიციული მეურნეობა: მას შემდეგ, რაც ხაფანგში განთავსებული ფირფიტის მეშვეობით განისაზღვრება მავნებლის აქტივობის სიხშირე, აგრონომთან ერთად, შეირჩევა შემდეგი ინსექტიციდების ნაზავის დოზირება: I წამლობა: პირიფოსი+ტინა+ფენდი+ვუქსალ ამინო;
II წამლობა: აკრამაიტი+კონფიდორი.
ბიოლოგიური მეურნეობა: ფერომონის სისტემასთან ერთად გამოიყენება ტუტა პრო პრესს, რომელიც, შეჯვარების შეფერხების პრინციპით, ებრძვის მავნებლის გავრცელების ინტენსივობას.
ტუტა პრო პრესს არის ბიოლოგიური კონტროლის ახალი საშუალება – პასიური დიფუზორი, რომელიც კომპანია M2i-ის ბიოკონტროლის კვლევებისა და განვითარების გუნდმა პროფესიონალი მომხმარებლებისათვის შექმნა. ავტორიზებულია, როგორც სათბურში, პომიდვრის მენაღმე ჩრჩილის შეჯვარების საწინააღმდეგო საშუალება.
ბიოპესტიციდი სათბურში ნეიტრალურ არეზე უნდა განთავსდეს, სეზონის ბოლოს, აგროვდეს და გამოვიდეს მეურნეობიდან.
სათბურში პროდუქტის გამოყენების შემდგომ, პრეპარატიდან წყალი ორთქლდება და რჩება წითელი, ცვილისებრი ფენა. მოქმედი ნივთიერების მიკროკაფსულები ფერომონის პასიურად გამოფრქვევას იწყებენ.
შეჯვარების საწინააღმდეგო ფერომონის მიზანი, ორგანიზმებს შორის ქიმიური კომუნიკაციის შეფერხება და შეჯვარების ნორმალური ქცევის შეწყვეტაა სინთეზური – ფერომონის გაფრქვევით, რითიც აბნევს მავნებელს, უზღუდავს უნარს, იპოვოს მდედრი მწერი და შეჯვარნენ. შესაბამისად, გამრავლების შესაძლებლობა მცირდება, ისევე, როგორც მავნებლის რიცხობრიობის ზრდა.
ტუტა პრო პრესს 1 ჰა-ზე 4-6 ცალი შეფუთვა – 31-დან 46,5 გრამამდე მოქმედი ნივთიერება (ფერომონი) გამოიყენება, რომელიც თანაბრად უნდა გადანაწილდეს, დაახლოებით 750 დიფუზიის წერტილად. მოქმედების ხანგრძლივობა – 3 თვე.
ტუტა პრო ქეფს და ტუტა პრო პრესს გამოიყენება როგორც ორგანულ, ისე შერეულ და ტრადიციულ მეურნეობებში. უფრო დეტალური ინფორმაციისთვის, ჩამოტვირთეთ ბროშურები: