ნიადაგის ნიმუშის აღების ინსტრუქცია საანალიზოდ

აგროსფერო

ნიადაგის ნიმუშის აღების ინსტრუქცია საანალიზოდ

ნიმუშების სწორად აღების მნიშვნელობა

ანალიზის შედეგებისა და რეკომენდაციების სანდოობა, პირველ რიგში, დამოკიდებულია პირველ ეტაპზე, კერძოდ ნიმუშის აღებაზე. ნიმუშის აღება შეიძლება განვიხილოთ სამ მარტივ ეტაპად:

  • ნიადაგის ან ფოთლების საჩვენებელი ნიმუშის აღება.
  • მინდვრისა და ზოგადი მდგომარეობის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის უზრუნველყოფა (განსაკუთრებით, პრობლემური ზონების).
  • სწორი შეფუთვა, ეტიკეტირება  და ლაბორატორიაში დროული გაგზავნა.

რა არის დაშვებული და არა

  • დაუშვებელია ნიმუშის აღება კირის ან სასუქის გამოყენების შემდეგ. ნიადაგის ანალიზისთვის საუკეთესო დრო არის წინა მოსავლის აღების შემდგომი პერიოდი.
  • დაუშვებელია ნიადაგის დაბინძურება ფოთლებითა და ყლორტებით, ნიმუშის აღებისას.
  • რეკომენდებულია ხელსაწყოებისა და ინსტრუმენტების გაწმენდა ახალ ტერიტორიაზე ნიმუშის აღებამდე.
  • რეკომენდებულია პრობლემურ მინდვრების შესახებ მაქსიმალურად მეტი ზოგადი ინფორმაციის უზრუნველყოფა.
  • უპირველეს ყოვლისა, უნდა დავრწმუნდეთ ნიმუშის სწორად ეტიკეტირებაში.

ნიმუშების შეფუთვა

  • პოლიეთილენის პაკეტები - ნიადაგის ნიმუშები თავსდება პირდაპირ ამ პაკეტებში, რომლებშიც ნიმუშის ზუსტად ის რაოდენობა ეტევა, რამდენიც აუცილებელია ლაბორატორიისთვის (დაახლოებით 500 გ).
  • შეკვეთის ფორმები - მოიცავს დეტალურ ინფორმაციას მომხმარებლისა და ნიმუშის შესახებ, რომელიც იგზავნება ნიმუშთან ერთად, განსაზღვრავს ნიმუშის უნიკალურ ნომერს. 

ნიადაგის ნიმუშის ამღებები - უჟანგავი ფოლადის კონსტრუქცია.

ნიადაგის ანალიზისთვის ნიმუშის აღების ინსტრუქცია

ნიადაგის ანალიზი ყველაზე მნიშვნელოვანია მცენარის ოპტიმალური ზრდისა და მოსავლის მისაღებად საკვები ელემენტების დონეების განსასაზღვრად. 

აუცილებელია შემდეგი საკვები ნივთიერებების დონეების დეტალური ანალიზი: ფოსფორი (P), კალიუმი (K), მაგნიუმი (Mg), ნიადაგის არეს რეაქცია (pH), კალციუმი (Ca), გოგირდი (S), ნატრიუმი (Na), რკინა (Fe), მანგანუმი (Mn), სპილენძი (Cu), თუთია (Zn), ბორი (Br), მოლიბდენი (Mo) (კობალტი, იოდინი სათიბ-საძოვარი სავარგულისთვის) ამ ტიპის ანალიზის ჩატარება რეკომენდებულია  ყოველ 4 წელიწადში ერთხელ.

იმ შემთხვევაში თუ ნიადაგი ერთგვაროვანია, 10 ჰექტარამდე მოცულობის მინდვრიდან 1 ნიმუშის აღება საკმარისია, მაგ: ნიადაგის ტიპის მიხედვით, მოყვანილი ბოლო კულტურის, კირისა და სასუქის გამოყენების მიხედვით. ცოცხალი ღობის მოცილებით გაერთიანებული მინდვრები იშვიათად არის ერთგვაროვანი.

დიდი მინდვრები და ასევე არაერთგვაროვანი ნაკვეთები უნდა დაიყოს და თითოეული ნაწილიდან, ნიმუშის აღება უნდა მოხდეს ცალ-ცალკე. გამოიყენეთ გასუფთავებული ნიმუშის ამღები ხელსაწყო, ხელის პატარა ბარი ან ნიჩაბი (უმჯობესია ქრომირებული ან უჟანგავი ფოლადის). თან იქონიეთ პლასტმასის სათლი.

სანიმუშე ბილიკი

ცალკეული ნიმუშების აღება, უნდა დაიგეგმოს, მთლიანი ფართობიდან,  განურჩევლად იმისა ნიადაგის, ფოთლების, თუ ნაყოფის ნიმუშია.  "W" ფორმის სანიმუშე ბილიკი ძირითადად ყველა ფორმის მინდორს ერგება (იხ. დიაგრამები).

გასცდით შესასვლელს და მოერიდეთ ყველა იმ ზონას, რომლებიც არ წარმოადგენს მინდვრის ნაწილს, როგორიცაა მინდვრის განაპირა ადგილები, ცოცხალი ღობეები, თხრილები, საცალფეხო ბილიკები, სატელეგრაფო ბოძები, კოცონის დასანთები ადგილები, სასუქის, კირისა და ნაკელის საყრელი ადგილები.

რეკომენდებულია სანიმუშე ბილიკიდან რეგულარული ინტერვალებით სულ მცირე 20 ნიმუშის აღება. არ შეამციროთ ეს რაოდენობა. მცირე ზომის მინდვრებიდან ან ზონებიდან საჭიროა ოცი ნიმუში.

ყოველი სანიმუშე ზონიდან (სადაც იღებთ 20 ნიმუშს)

  • მოაცილეთ ზედა 5 სმ ნიადაგი და გადაყარეთ.
  • სახნავი მიწიდან ნიმუში აიღეთ 15 სმ სიღრმიდან, ხოლო ბალახის ანალიზისთვის 7.5 სმ სიღრმიდან და მოათავსეთ ის პლასტმასის სათლში.
  • გულმოდგინედ შეურიეთ ნიმუშები ერთმანეთში.
  • ეცადეთ, ნიმუშები არ დაიფანტოს.
  • პოლიეთილენის პაკეტი აავსეთ სათლიდან ამოღებული ნიადაგით და საიმედოდ დალუქეთ ეტიკეტით.
  • ანალიზისთვის მოამზადეთ 0.5 კგ ნიადაგი.

გახსოვდეთ, ნიმუშების მოცულობის გაზრდით ვერ დაადგენთ სავარგულებთან დაკავშირებულ პრობლემებს, მაგ: მჟავე ადგილები. საჭიროების შემთხვევაში, ნიმუშები აიღეთ ცალკე.

აგროსფერო