აგროსფეროს სტიპენდიატი - ლევან კიკაჩეიშვილი

აგროსფერო

"სტუდენტობისას ხშირად ვიბნევით, ასეთი ინიციატივები კი მოტივაციას გაძლევს და თვითგამორკვევაში გეხმარება"

ინო­ვა­ცი­უ­რი სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო პრო­დუქ­ცი­ი­სა და აგ­რო­ტექ­ნი­კის იმ­პორ­ტი­ო­რი კომ­პა­ნია „აგ­როს­ფე­რო“ მე-3 წე­ლია, სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რულ უნი­ვერ­სი­ტეტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სას­ტი­პენ­დიო და პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბის პროგ­რა­მებს ახორ­ცი­ე­ლებს. პროგ­რა­მე­ბის მი­ზა­ნი აგ­რო­მე­ურ­ნე­ო­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია, დარ­გით მეტი ახალ­გაზ­რდის და­ინ­ტე­რე­სე­ბა და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კად­რე­ბის მომ­ზა­დე­ბაა.

წელს „აგ­როს­ფე­რომ“ პროგ­რა­მა­ში მო­ნა­წი­ლე­თა რი­ცხვი გა­ა­ორ­მა­გა და სტი­პენ­დია მა­ღა­ლი მოს­წრე­ბის III-IV კურ­სის 6 სტუ­დენტს და­უ­ნიშ­ნა. მათ რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­ე­ცე­მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბაც, რომ პრაქ­ტი­კა-სტა­ჟი­რე­ბა კომ­პა­ნი­ის სერ­ვის­ცენ­ტრებ­ში, სა­დე­მონ­სტრა­ციო სათ­ბურ­ში, სა­დე­მონ­სტრა­ციო ვე­ნახ­ში,

სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ხორ­ბლის სა­თეს­ლე მა­სა­ლის წარ­მო­ე­ბა­ში, მე­ქა­ნი­ზა­ცი­ის სერ­ვის­ში, პარტნი­ო­რი ფერ­მე­რე­ბის ნაკ­ვე­თებ­სა და სათ­ბუ­რებ­ში გა­ი­ა­რონ.

გა­დავ­წყვი­ტეთ, შე­მოგ­თა­ვა­ზოთ ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის სე­რია, რო­მე­ლიც „აგ­როს­ფე­როს“ სტი­პენ­დი­ა­ტებს ახ­ლო­დან გა­გაც­ნობთ. ამ­ჯე­რად, სა­ქარ­თვე­ლოს აგ­რა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტის მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის პროგ­რა­მის III კურ­სის სტუ­დენტს, ლე­ვან კი­კა­ჩე­იშ­ვილს ვე­სა­უბ­რეთ.

ლე­ვან, რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­გაჩ­ნი­ათ „აგ­როს­ფე­როს“ ეს ინი­ცი­ა­ტი­ვა?

სტუ­დენ­ტო­ბი­სას ხში­რად ვიბ­ნე­ვით, ასე­თი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი კი მო­ტი­ვა­ცი­ას გაძ­ლევს და თვით­გა­მორ­კვე­ვა­ში გეხ­მა­რე­ბა. საქ­მე ისაა, რომ სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში გან­ვი­თა­რე­ბის ბევ­რი გზა არ­სე­ბობს და ზოგ­ჯერ რთუ­ლია, მიხ­ვდე რო­მე­ლი გზის არ­ჩე­ვა ჯობს. ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია, სხვა­დას­ხვა რამ მო­სინ­ჯო და სწო­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. „აგ­როს­ფე­როს“ პროგ­რა­მე­ბი სწო­რედ ამა­ში გვეხ­მა­რე­ბა, ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას გვაძ­ლევს პრაქ­ტი­კა სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ვი­ა­როთ და სა­კუ­თარ ინ­ტე­რე­სებ­ში უკეთ გა­ვერ­კვეთ.

რო­დის და­ინ­ტე­რეს­დით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის დარ­გით?

ბუ­ნე­ბა ძა­ლი­ან მი­ზი­დავს და ჩემი მო­მავ­ლის მას­თან და­კავ­ში­რე­ბაც სწო­რედ ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე. გარ­და ამი­სა, ბავ­შვო­ბა­ში ხში­რად ვსტუმ­რობ­დი პა­პა­ჩე­მის ვე­ნახს, მას­თან ერ­თად ვუვ­ლი­დი ვაზს, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ვი­ღებ­დი რთველ­ში და სხვა­დას­ხვა პრო­ცეს­ში. ვფიქ­რობ, მო­მა­ვა­ლი პრო­ფე­სი­ი­სად­მი ინ­ტე­რე­სის გაღ­ვი­ვე­ბა და კონ­კრე­ტუ­ლად მეღ­ვი­ნე­ო­ბა-მე­ვე­ნა­ხე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბის არ­ჩე­ვა, გარ­კვე­ულ­წი­ლად ამ ბავ­შვო­ბის­დრო­ინ­დელ­მა გა­მოც­დი­ლე­ბა­მაც გა­ნა­პი­რო­ბა.

ლე­ვან, რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო გე­გე­მე­ბი, რო­გორ ხე­დავთ თქვე­ნი პრო­ფე­სი­უ­ლი გზის გან­ვი­თა­რე­ბას?

სამ­წუ­ხა­როდ, პა­პა­ჩე­მის ვე­ნა­ხი აქ­ტი­უ­რი აღარ არის, რომ მისი გზა გა­ვაგ­რძე­ლო. ყვე­ლაფ­რის თა­ვი­დან და­წყე­ბა კი მარ­ტი­ვი არ იქ­ნე­ბა, თა­ნაც, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის ბა­ზა­რი უკვე საკ­მა­ოდ გა­ჯე­რე­ბუ­ლია, რაც თა­ვის დამ­კვიდ­რე­ბას კი­დევ უფრო გა­არ­თუ­ლებს. ამი­ტომ ჯერ რა­ი­მე მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში მუ­შა­ო­ბას ვი­სურ­ვებ­დი, პი­რად მე­ურ­ნე­ო­ბა­ზე ფიქ­რს კი მოგ­ვი­ა­ნე­ბით, გა­მოც­დი­ლე­ბის დაგ­რო­ვე­ბას­თან ერ­თად და­ვი­წყებ.

აგროსფერო