#თანამედროვე_აგრო_განათლებისთვის
გაიცანით აგროსფეროს სტიპენდიანტი ლაშა ლომსაძე.
ლაშა „აგრარული უნივერსიტეტის“ მექანიკის ინჟინერიის პროგრამის III კურსის სტუდენტია, რომელსაც ძალიან იზიდავს ტექნიკური მიმართულება და სწორედ ამიტომ თავისი პროფესია , მექანიკის ინჟინერიას დაუკავშირა.
მექანიკის ინჟინერია საქართველოში მხოლოდ ორგან ისწავლება - „აგრარულ უნივერსიტეტსა“ და „ტექნიკურ უნივერსიტეტში“. შესაბამისად, ცოდნა ამ სფეროს შესახებ მწირია. თუმცა თვალსაჩინოა ისიც, რომ ამ მიმართულებაზე სტუდენტების რაოდენობა წლიდან წლამდე იმატებს.
"როცა „აგროსფეროს“ სტიპენდიაზე გავიგე, ძალიან გამიკვირდა, რომ კერძო კომპანია ამგვარი ინიციატივით გამოვიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მგონია, რადგან შრომის დაფასება მოტივაციას გმატებს. ასევე, ხედვის არეალი გიფართოვდება და იჯერებ, რომ სტუდენტობის პერიოდშიც შეიძლება რაღაცებს მიაღწიო.
დარწმუნებული ვარ, დიდ პრაქტიკულ ცოდნას შევიძენ სტაჟირების პროგრამის დახმარებითაც. „აგროსფეროსთან“ სტუმრობისას, უკვე გავეცანი კომპანიის მექანიზაციის სერვისის სამსახურს და მის კვალიფიციურ კადრებს. ვგეგმავ, სწორედ ამ გუნდს შევუერთდე."