აგროსფეროს სტიპენდიანტი - ივა ხვიჩია

აგროსფერო

#თანამედროვე_აგრო_განათლებისთვის

👨‍🎓 გაიცანით აგროსფეროს სტიპენდიანტი ივა ხვიჩია. 

ივა აგრარული უნივერსიტეტის აგრონომიის პროგრამის მე-3 კურსის სტუდენტია, როგორც თავდ აღნიშნავს, აგრონომიაზე ბევრი არაფერი იცოდა და განსაკუთრებული ინტერესი არ გააჩნდა, თუმცა მის ცხოვრებაში გარდატეხა ერთმა დღემ შეიტანა, როდესაც აგრარულ უნივერსიტეტში გაცნობით შეხვედრაზე მივიდა, მოუსმინა ლექტორებს, გაიაზრა აღნიშნული სფეროს შესაძლებლობები და დღეს უკვე მომავალი აგრონომია.


"იმ სტუდენტებს ვიცნობდი, ვისაც აგროსფეროს სტიპენდია გასულ წელს ჰქონდათ დანიშნული, შემდეგ მეილზეც მივიღეთ შეტყობინება პროგრამის შესახებ. მასში მონაწილეობა მივიღე და ერთ-ერთი სტიპენდიატი გავხდი, რაც ძალიან მამოტივირებელი აღმოჩნდა ჩემთვის. სასიხარულოა, რომ გიფასდება შრომა, რომელიც სტუდენტობას ახლავს თან. 

კარგია ის, რომ ახალგაზრდების ინტერესი სოფლის მეურნეობის მიმართ იზრდება. დღეს ჩაბარების მხრივ, აგრარული უნივერსიტეტი მესამე, ხან მეოთხე ადგილზეა, რაც დიდი წარმატება მგონია. ასევე, მეტი ახალგაზრდა მიდის განათლების მისაღებად ევროპაში და დიდი ცოდნით ბრუნდება უკან. სწორედ ამიტომ დარწმუნებული ვარ, აგრომეურნეობა ჩვენს ქვეყანაში ახლო მომავალში აუცილებლად განვითარდება."

აგროსფერო