ტოპ 10 ქართველი ფერმერი, რომლებმაც 2025 წელს ხორბლის ყველაზე მაღალი მოსავალი მოიყვანეს

აგროსფერო
10.10.25 05:43 PM - Comment(s)
ხორბლის მოსავალი 2025

„აგროსფერო“ და ავსტრიული კომპანია Saatbau უკვე რამდენიმე წელია, ქართველ მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის სათესლე მასალას სთავაზობენ. მონაცემები აჩვენებს, რომ მათი დახმარებით ფერმერებმა მოსავლიანობის საგრძნობლად გაზრდა შეძლეს. ამგვარი შედეგები განპირობებულია ახალი ჯიშების მაღალი ხარისხითა და ინოვაციური მახასიათებლებით. აღსანიშნავია ისიც, რომ თითოეული მათგანი სრულად არის მორგებული ქართულ კლიმატსა და ადგილობრივ გამოწვევებზე. გარდა ამისა, ისინი რეალიზაციაში მოხვედრამდე მრავალწლიან საგამოცდო, სერტიფიცირების პროცესებს გადიოდნენ.

 # სახელი ლოკაცია ჯიში მოსავალი (ტ/ჰა)
 1ჰამლეტ ფიჩხულაშვილითეთრიწყაროაპექსუსი 8
 2ასად მამედოვიმარნეული ამიკუსი 7.5
 3კონსტანტინე ბოჭოიძემარნეული ამიკუსი 6.5
 4ბაქარ მუმლაძემარნეული ამიკუსი 6.2
 5გურამ კაკალაშვილილაგოდეხიამიკუსი 6
 6რამაზ კუხიაშვილიწნორიამიკუსი 6
 7თორნიკე კობახიძელაგოდეხიბალიტუსი 6
 8გოგიტა ჭიტაძემარნეულიგალუსი 6
 9გიორგი ბიკაშვილი
დედოფლისწყაროამიკუსი 5.8
 10გოგიტა ბუთლიაშვილილაგოდეხიბალიტუსი 5.5

„აგროსფერომ“ სათესლე მასალების უმსხვილეს მწარმოებელ კომპანია Saatbau-სთან ერთად ქართულ კლიმატსა და ადგილობრივ გამოწვევებზე მორგებული ხორბლის ჯიშების შერჩევა და წარმოება 2014 წლიდან დაიწყო. დღეს ჩვენთან ხელმისაწვდომია ხორბლის 6 სათესლე მასალა – ამიკუსი, გალუსი, ამანდუსი, ბალიტუსი, აპექსუსი და არტიმუსი. ეს უკანასკნელი მათ რიცხვს წელს შეემატა. ასევე ჩვენთან შეიძენთ ქერის ორ ჯიშს – კარგად ნაცნობ კარმინასა და წლევანდელ, ახალ ჯიშს კლაუდიას. აღსანიშნავია, რომ სათესლე მასალა სერტიფიცირებულია ქართული და ევროპული კანონმდებლობის შესაბამისად, რაც ფერმერებს დამატებით აძლევს ხარისხის გარანტიას.

ჩვენ მიერ წარმოებული სათესლე მასალა რამდენიმე უპირატესობით გამოირჩევა. პირველ რიგში, ყველა მათგანი არის საადრეო სიმწიფის, რაც, საქართველოს კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელია. გარდა ამისა, მათ გააჩნიათ ჩაწოლისადმი გამძლეობა, ასევე, ყინვისა და გვალვის მიმართ მედეგობა, რაც მოსავლის დაზიანების რისკებს მნიშვნელოვნად ამცირებს. დაბოლოს, სათესლე მასალა დამუშავებულია გერმანული კომპანია BAYER-ის ფუნგიციდი რედიგო პროთი და ინსექტიციდი გაუჩოთი, რაც მცენარეს სოკოვანი დაავადებებისა და მავნებლებისგან იცავს.

დაათვალიერეთ ხორბლის სათესლე მასალების სრული ასორტიმენტი "აგროსფეროს" ვებსაიტზე. კონსულტაციისთვის კი გვეწვიეთ მაღაზიათა ქსელში ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 322 500 900.
აგროსფერო

აგროსფერო