როგორ შევარჩიოთ წყლის ტუმბო

აგროსფერო

წყლის ტუმბო ძალიან მნიშვნელოვანი მოწყობილობაა, რომელიც არაერთი მიზნით გამოიყენება. ტუმბო ზრდის წნევას, რის შემდეგაც წყალი ერთი ადგილიდან მეორეში მარტივად გადაგვაქვს. თანამედროვე წყლის ტუმბოები გამოიყენება მთელ მსოფლიოში მუნიციპალური, სამრეწველო, სასოფლო-სამეურნეო და საცხოვრებელი მიზნებისათვის. 


იქნება ეს დიდი სიღრმიდან, ან დახურული რეზერვუარიდან სითხის ამოქაჩვა, წნევის გაზრდა, თუ უბრალოდ ბაღის მორწყვა, წყლის ტუმბოები იდეალური დამხმარე საშუალებაა.

როგორ შევარჩიოთ წყლის ტუმბო

რა უნდა ვიცოდეთ წყლის ტუმბოს ყიდვისას

ვინაიდან დღეს ბაზარზე არაერთი ტიპის ტუმბო შეგხვდებათ, მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად იცოდეთ, რომელია თქვენს საჭიროებებზე მორგებული, რათა საუკეთესო მათგანი შეარჩიოთ.


პოპულარულ ვარიანტებში შედის ცენტრიდანული ტუმბოები და ჩასაძირი ტუმბოები.

ეს უკანასკნელი შექმნილია იმისთვის, რომ იმუშაოს წყალში, ან სხვა სითხეებში სრულად ჩაძირულმა. იგი ჩვეულებრივ გამოიყენება ჭაბურღილებიდან, მიწისქვეშა წყაროებიდან, ან სხვა ადგილებიდან წყლის ამოსატუმბად. მაგალითად, წყლის ელექტრო ტუმბო LDm 4 ამ მახასიათებლებითაა:


  • ძაბვა: V230-240/50HZ

  • სიმძლავრე: 1.5 HP

  • მიწოდების მაქსიმალური სიმაღლე: 27 მ.

  • ჩაძირვის მაქსიმალური სიღრმე: 1.5 მეტრი 5 მეტრიანი ელექტრო სადენით, 5 მეტრი 10 მეტრიანი ელექტრო სადენით

  • სითხის ტემპერატურა: +40°C-მდე


როგორც მონაცემებიდან ხედავთ, ეს არის საკმაოდ ძლიერი მოწყობილობა, რომელიც პირნათლად ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.


ცენტრიდანული ტუმბო კი შედარებით განსხვავებულ შესაძლებლობებს გვთავაზობს.

სარწყავი წყლის ტუმბო

ცენტრიდანული ტუმბო არის ისეთი ტიპი, რომელიც გამოიყენება სითხეების გადასაადგილებლად კინეტიკური ენერგიის გამოყენებით. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მოხმარების ტუმბო სხვადასხვა სამრეწველო, კომერციულ და საცხოვრებელ საქმიანობაში.


ცენტრიდანული ტუმბოები მათი სპეციფიკური ძრავის მეშვებოით წარმოქმნიან ჰიდროდინამიკურ ენერგიას, რომელიც გამოიყენება სითხეების გადასაადგილებლად. ტუმბო შედგება იმპელერისგან, რომელიც წარმოადგენს მბრუნავ დისკს. მისი მთავარი დანიშნულებაა, რომ სითხე იმპელერის ცენტრიდან გარეთ გამოვიდეს.


ეს აპარატი იდეალურია ისეთი საქმიანობისთვის, რომელიც საჭიროებს მაღალი დინების სიჩქარეს და საშუალო წნევას. მაგალითად, სარწყავი სისტემები, საცურაო აუზები, სამრეწველო წყალმომარაგების სისტემები. შესაბამისად, თუ გსურთ სარწყავი წყლის ტუმბო ელექტრო ძრავით, ამ ვარიანტზე კონცენტრირდით.


თუმცა, ცენტრიდანული ტუმბოები შეიძლება არ იყოს საუკეთესო ვარიანტი, როცა სითხის დიდ სიმაღლეზე ატანაა საჭირო, რადგან მათი მაქსიმალური წნევა ზოგჯერ შეზღუდულია. ყურადღება მიაქციეთ ამ კომპონენტს. კარგად შეამოწმეთ მოდელის მონაცემებები და შემდეგ გააკეთეთ არჩევანი.


მსოფლიოში ცნობილი იტალიური ბრენდი “Linz” არაერთ პროდუქტს აწარმოებს. ამ ბრენდის წყლის ელექტრო ტუმბოები უამრავი უპირატესობით გამოირჩევა. 


მათი შეძენა საქართველოშიც შესაძლებელია. სასოფლო სამეურნეო მაღაზია "აგროსფერო" ტუმბოების ფართო არჩევანს გვთავაზობს. მათ შორისაა წყლის ელექტრო ცენტრიდანული ტუმბო L50/250D.

 

  • სიმძლავრე: 12.5 HP

  • მიწოდების მაქსიმალური სიმაღლე 51 მ.

  • მაქსიმალური მუშა წნევა: 10 ბარი

  • სითხის ტემპერატურა: -10 °C-დან +90°C-მდე

  • გარემო ტემპერატურა: -10 °C-დან +40°C-მდე

 

ეს არის ძალიან კარგი ვარიანტი, თუ გსურთ საუკეთესო სარწყავი წყლის ტუმბო, რომელიც სხვა საქმესაც სრულყოფილად შეასრულებს.

წყლის ელექტრო ტუმბო

რა ტიპის ენერგიის წყაროებზე მუშაობს წყლის ტუმბო?

წყლის ტუმბოები შიგა წვის ძრავით, იყენებენ ბენზინს, ან დიზელს. წყლის ტუმბოები ბენზინზე მრავალფეროვანი განსხვავებული ბრენდითაა წარმოდგენილი “აგროსფერო”-ში. მათ შორისაა: “Green Power Machinery”, “Kingmax”, “Hecht”. 


“Hecht” ჩეხური ბრენდია, რომელიც არაერთი წელია უმაღლესი ხარისხის ნაწარმს ქმნის. ერთ-ერთი მათგანია წყლის ტუმბო ბენზინზე HECHT 3680.

მისი წონა 37 კილოგრამია, წარმადობა 45 ტ/სთ, მიწოდების სიმაღლე 25 მეტრი, ხოლო ამოტუმბვის სიღრმე 7 მეტრი.


ეს მაღალი წნევის წყლის ტუმბო გამოიყენება ჭუჭყიანი წყლის შემთხვევაშიც. მისი დახმარებით 45 ტონა წყალი 1 საათში ამოიტუმბება, 7 მეტრის სიღმრიდან და შეგიძლიათ აიტანოთ 25 მეტრ სიმაღლეზე. ასევე, მოყვება შემწოვი მილის ფილტრი.


ელექტრო ძრავზე მომუშავე აპარატები სხვადასხვა ფუნქციას ითავსებენ. მათ შორისაა განსხვავებული ტიპის ჩასაძირი, ცენტრიდანული, სადრენაჟო აპარატები.

რამდენიმე პროდუქტი სპეციალურად საკანალიზაციო სისტემებისთვის გამოიყენება. ასევე, “აგროსფეროს” ქსელში შეგხვდებათ სადრენაჟე ელექტრო ჩასაძირი ტუმბო.

რომელ განსხვავებულ სიტუაციებში იყენებენ წყლის ტუმბოებს?

წყლის ყველაზე გავრცელებული ტიპები, რომელთა ამოტუმბვაც ხდება, არის მტკნარი, ზღვის, მლაშე და ჩამდინარე წყლები. მტკნარი ყველაზე გავრცელებული სახეობაა და გამოიყენება სასმელად, სარწყავად, სამრეწველო პროცესებში. ზღვის წყალი იტუმბება დემარილიზაციისთვის, ელექტროსადგურების გაგრილებისთვის, საზღვაო პროცედურებისთვის. მლაშე წყალი ამოტუმბულია სარწყავად, ან პირუტყვისთვის. ხოლო ჩამდინარე წყლები გასაწმენდად.


როგორც ვახსენეთ, წყლის ტუმბო მუშაობს წნევის სხვაობის შექმნით, რომელსაც წყალი ერთი ადგილიდან მეორეზე გადააქვს. ტუმბო, როგორც წესი, იკვებება ელექტროძრავით, ან შიდა წვის ძრავით. როდესაც ტუმბო ჩართულია, ის ქმნის დაბალი წნევის ზონას, რაც ტუმბოში წყლის შედინებას იწვევს. შემდეგ წყალი გამოდის პორტიდან, რაც ქმნის მაღალი წნევის ზონას. წნევის ეს განსხვავება იწვევს წყლის გადაადგილებას დაბალი წნევის ზონიდან მაღალი წნევის ზონაში, რაც საშუალებას აძლევს მას გადავიდეს ერთი ადგილიდან მეორეში.

მაღალი წნევის წყლის ტუმბო

როგორც ზემოთ მიმოვიხილეთ, ცენტრიდანული აპარატი ხშირად არ გამოდგება ისეთ შემთხვევაში, როცა წყალი დიდ სიმაღლეზეა ასატანი. ასეთ დროს, მაღალი წნევის წყლის ტუმბო გამოდგება.


მაგალითად, მაღალი წნევის წყლის ტუმბო WP20H არ უნდა დაგრჩეთ ყურადღების მიღმა.


მისი მახასიათებლები შემდეგია:

  • ძრავი 170F
  • გამომსვლელი ზომა: 50მმ

  • წარმადობა 30 მ³/სთ

  • შემსვლელის ზომა 50 მმ

  • ამოტუმბვის სიღრმე 7მ

  • მიწოდების წიმაღლე 80მ

  • ძრავის სიმძლავრე 7 ც.ძ


როგორც ხედავთ, მიწოდების მაქსიმალური სიმაღლე საკმაოდ დიდია და 80 მეტრს უდრის. ამის გამო, ეს წყლის ტუმბო ძალიან მოთხოვნადი აპარატია.

წყლის ტუმბო ბენზინზე

წყლის ტუმბოს ფასი

ამ პროდუქტის ფასი დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე. სიმძლავრე, მიწოდების სიმაღლე, მაქსიმალური წნევა, ჩაძირვის მაქსიმალური სიღრმე, სითხისა და გარემოს ტემპერატურა და ა.შ. 


აპარატი, რომელსაც ქვემოთ მოცემული მონაცემები აქვს, ცხადია, რომ ძვირი სიამოვნებაა.


  • სიმძლავრე: 100 HP

  • მიწოდების მაქსიმალური სიმაღლე: 89 მ.

  • მაქსიმალური მუშა წნევა: 10 ბარი

  • სითხის ტემპერატურა: -10 °C-დან +90°C-მდე

  • გარემო ტემპერატურა: -10 °C-დან +40°C-მდე


თუმცა, ასეთი ძლიერი ტუმბო განსაკუთრებული შემთხვევებისთვისაა. სამეურნეო, თუ სამრეწველო საქმიანობისთვის შეგიძლიათ ისე აირჩიოთ, რომ წყლის ტუმბოს ფასი მისაღები იყოს.


როგორც უკვე აღვნიშნეთ, მნიშვნელოვანია კონკრეტულად თქვენს მიზნებზე მორგებული ვარიანტი შეიძინოთ, რომელსაც სისტემატიურად გამოიყენებთ. სასოფლო სამეურნეო მაღაზია “აგროსფერო” ათეულობით განსხვავებული ტუმბოს არჩევანს გვთავაზობს, რაც ძალიან ამარტივებს არჩევის პროცესს.


ასევე, ხშირ შემთხვევაში, წყლის ტუმბოს ფასი ამ პროდუქტის მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმაოდ მაღალია, მაგრამ “აგროსფერო” დაარსების დღიდან უზრუნველყოფს, რომ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი ადგილობრივი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იყოს.

გარდა ამისა, მაღაზია ხშირად ძალიან კარგი ფასდაკლებებით ანებივრებს მომხმარებელს.


აგროსფერო