
მიკორიზა უნიკალურ ბუნებრივ ფენომენს წარმოადგენს, რომლის დროსაც მცენარის ფესვები სიმბიოზურ კავშირს ამყარებენ გარკვეული სახის სოკოებთან. სიმბიოზის პროცესში მონაწილე ორივე ორგანიზმი ერთმანეთისგან მნიშვნელოვან სარგებელს იღებს. მცენარე სოკოს ფოტოსინთეზის შედეგად წარმოქმნილ ნახშირწყლებსა და ორგანულ ნივთიერებებს აწვდის, სოკო კი მცენარეს ნიადაგში არსებული წყლითა და საკვები ნივთიერებებით ამარაგებს. მიკორიზულ სოკოებსა და მცენარეებს შორის ამგვარი კავშირი ბუნებისთვის უცხო არასდროს ყოფილა, თუმცა მისი გამიზნულად გამოყენება სოფლის მეურნეობაში მხოლოდ გასულ საუკუნეში დაიწყეს. დღეს თანხმდებიან, რომ მიკორიზა ნიადაგის გაჯანსაღების და მოსავლიანობის გაზრდის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ბუნებრივი მექანიზმია, რის გამოც უდიდეს როლს თამაშობს მდგრადი აგრომეურნეობის განვითარებაში.
მიკორიზას უპირატესობები
ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ იმ სარგებელს, რაც მიკორიზას სოფლის მეურნეობისთვის მოაქვს. ესენია:
ნიადაგის გაუმჯობესება და ბიომრავალფეროვნების ზრდა
მიკორიზული სოკოები გამოყოფენ განსაკუთრებულ ცილას – გლომალინს, რომელიც ხელს უწყობს ნიადაგში აგრეგატების ფორმირებას. ამ აგრეგატებს დიდი მნიშვნელობა აქვთ ნიადაგის აერაციისა და წყლის შეკავებისთვის. ისინი უზრუნველყოფენ ეროზიის პრევენციასაც. ამავდროულად, მიკორიზა ხელს უწყობს სასარგებლო მიკროორგანიზმების გამრავლებას ნიადაგში, რაც მის გაჯანსაღებას უწყობს ხელს.
საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისება
მიკორიზული სოკოების სპორები ვრცელდება ნიადაგის იმ ადგილებშიც, სადაც მცენარის ფესვები ვერ აღწევენ. ამ სპორების გავლით მცენარეები მოშორებით არსებული ელემენტებითაც მარაგდებიან, რაც ამცირებს მინერალური სასუქების საჭიროებას.
წყლის უკეთ ათვისება და სტრესის მიმართ გამძლეობა
მცენარე მიკორიზას დახმარებით უკეთ იტანს გვალვას, ნიადაგის მარილიანობას და pH-ის ცვლილებებს. ამ შემთხვევაშიც, მიზეზი სოკოს სპორების ფართო არეალზე გავრცელების შესაძლებლობაა. ისინი აღწევენ ისეთ ღრმა და შორეულ ადგილებში, სადაც წყალი და საკვები ნივთიერებები გროვდება.
მოსავლის ხარისხის გაუმჯობესება
მცენარეები, რომლებიც მიკორიზულ სოკოებთან სიმბიოზში იმყოფებიან, არა მხოლოდ უფრო სწრაფად და ჯანსაღად იზრდებიან, არამედ წარმოქმნიან უფრო ხარისხიან ნაყოფს. როგორც აღვნიშნეთ, მიკორიზას დახმარებით მცენარე უკეთ ითვისებს საკვებ ნივთიერებებს და წყალს, შესაბამისად, ის უფრო აქტიურად წარმოქმნის შაქარს, ასევე, პირველად და მეორეულ მეტაბოლიტებს. საბოლოოდ, ასეთი ნაყოფი უფრო გემრიელი, არომატული და ვიტამინებით მდიდარია.
პათოგენების მიმართ გამძლეობა
მიკორიზული სოკოები კოლონიზდებიან ფესვების ზედაპირზე და ფიზიკური ბარიერის შექმნით იცავენ მცენარეს პათოგენებისგან. გარდა ამისა, ისინი ასტიმულირებენ თავდაცვის ბუნებრივ მექანიზმს და აძლიერებენ ფესვთა სისტემას, რის გამოც მცენარე უფრო მდგრადია დაავადებებისა და სტრესის მიმართ. მიკორიზა ასევე ხელს უწყობს ნიადაგში სასარგებლო ბაქტერიების განვითარებას, რომლებიც ზღუდავენ პათოგენების გავრცელებას.
აეგის სიმ ირიგა – ინოვაციური მიკორიზული საშუალება
მიკორიზულ პროდუქტებს შორის, ერთ-ერთი მოწინავე ადგილი „ათენსის“ მიერ წარმოებულ აეგის სიმ ირიგას უჭირავს. მისი უპირატესობა უნიკალურ ტექნოლოგიაშია – ის სპეციალურ სათბურებში In vivo მეთოდით მზადდება. აეგისი გამოირჩევა:
სპორების მაღალი კონცენტრაციითა და სიცოცხლისუნარიანობით;
პათოგენების არარსებობით;
- სტაბილური ხარისხითა და შენახვის ხანგრძლივი ვადით.
აღსანიშნავია, რომ სხვა მსგავსი ტიპის პროდუქტები ფერმენტაციის გზით მიიღები, რის გამოც ეფექტურობით ბევრად ჩამოუვარდებიან აეგისს.
აეგის სიმ ირიგა გამოიყენება ხეხილის ბაღებში და ბოსტნეულ კულტურებში ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორებიცაა ფუზარიუმი, სკლეროტინია, ფიტოფთორა და ფესვების სხვა პათოგენები, რომლებიც მცენარის ზრდასა და განვითარებაზე ახდენენ ნეგატიურ გავლენას.
აეგის სიმ ირიგაზე და სხვა მიკორიზულ პროდუქტებზე მეტის გასაგებად დაუკავშირდით ჩვენს აგროკონსულტანტებს ნომერზე: +995 322 500 900, მოგვწერეთ ონლაინ ან გვეწვიეთ "აგროსფეროს" მაღაზიათა ქსელში.
