
ჩვენთან შავი პარასკევი, ტრადიციულად, გრანდიოზულად აღინიშნება. „მწვანე პარასკევი“ – ასე შევარქვით აქციას, რომლის ფარგლებშიც მომხმარებლებს მასშტაბურ ფასდაკლებებს ვთავაზობთ.
განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ რამდენიმე კატეგორიის პროდუქცია, რომლის შეძენასაც უპრეცედენტო ფასად შეძლებთ. დავიწყოთ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით, კონკრეტულად კი, ტრაქტორებით. აღსანიშნავია, რომ პროდუქცია მოიცავს 45, 50, 75, 90 და 157 ცხენის ძალიან მოდელებს.
უნდა აღვნიშნოთ CLAAS-ის პრემიუმ ხარისხის ძრავის, ჰიდრავლიკისა და გადაცემათა კოლოფის ზეთებიც, ასევე, ჯაჭვის საპოხი მასალები. აქციის ფარგლებში მათზეც განსაკუთრებული ფასები ამოქმედდა.
„მწვანე პარასკევით“ აუცილებლად უნდა ისარგებლონ მეღვინეებმაც, რადგან „აგროსფეროში“ გრანდიოზული ფასდაკლება ვრცელდება ღვინის საწარმოო ინვენტარზე – უჟანგავი ფოლადის ავზებზე, ღვინის ჩამომსხმელებზე, ფილტრებზე, ტუმბოებზე, ყურძნის საჭყლეტებსა თუ კლერტსაცლელებზე.
არც შვეიცარიული Felco-სა და ფრანგული Pellenc-ის პროფესიონალური ხელსაწყოები უნდა დავივიწყოთ, რადგან მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვას შეძლებთ მათი წარმოების სასხლავი და ასახვევი ინსტრუმენტების შეძენის შემთხვევაშიც. დაბოლოს, განსაკუთრებული ფასები დაგხვდებათ საზომ ხელსაწყოებზე, მათ შორის, რეფრაქტომეტრებზე, pH მეტრებზე, ტენსიომეტრებზე, ალკოჰოლმეტრებზე და სხვა.
ფასდაკლებული პროდუქციის სრულად სანახავად და შესაძენად გადადით მწვანე პარასკევის გვერდზე. ასევე, გვეწვიეთ მაღაზიათა ქსელში. აქცია 5 დეკემბრამდე გრძელდება, თუმცა გახსოვდეთ, რომ უპრეცედენტო ფასების გამო, პროდუქციის რაოდენობა სწრაფად იწურება. ასე რომ, იჩქარეთ და არ გაუშვათ შანსი ხელიდან!
