
ფიტოსანიტარიულ ნივთიერებებზე ხელმისაწვდომობის მკვეთრად შემცირებამ მევენახეობაში მოსავლის დაცვის სტრატეგიის გადახედვის საჭიროება გააჩინა. ამის პასუხად შეიქმნა პრეპარატი - კარბიქიურ პრო, რომელიც გოგირდთან და სპილენძთან კომბინაციაში ფუნგიციდური პროგრამის ეფექტურობის შენარჩუნებას ხდის შესაძლებელს.
როგორ მოქმედებს კარბიქიურ პრო? როგორ უმკლავდება ის მზარდ გამოწვევებსა და ისეთ დაავადებებს, როგორებიცაა ჭრაქი, შავი ლაქიანობა და ნაცარი?
ნახევარზე ნაკლები მოლეკულის ხელმისაწვდომობა 10 წელიწადში
2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, 2022 წლისთვის ევროკავშირში მხოლოდ 214 სინთეზური ფიტოსანიტარიული ნივთიერება იყო ავტორიზებული. 2017-2022 წლებში კი დაახლოებით 20 მოლეკულაა ამოღებული პესტიციდების ბაზრიდან.
ამავე კვლევის თანახმად, ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ 115 მოლეკულა დარჩება ხელმისაწვდომი. 2024 წლისთვის პროცესი დაჩქარდა, რაც არსებული პროდუქტების მიმართ დაავადებების რეზისტენტობის ზრდას განაპირობებს.
ასეთ სიტუაციაში, მევენახეობაში ეფექტური წამლობის შესანარჩუნებლად, ფუნგიციდების მოქმედების დივერსიფიკაცია გადამწყვეტი ხდება.
კარბიქიურ პრო + გოგირდი - ერთიანი მოქმედების ძალა
გოგირდი სულ უფრო ხშირად გამოიყენება ნაცართან საბრძოლველად, თუმცა მას რამდენიმე ნაკლი აქვს. Მაღალი ტემპერატურის პირობებში, ამ ნივთიერების დიდი დოზით გამოყენება დამწვრობას იწვევს. Ამასთანავე, წამლობის ჩატარების დროს, საფრთხეს უქმნის ფერმერის სასუნთქ გზებს, არასასიამოვნო სუნი კი შემაწუხებელია ადგილობრივი მოსახლეობისთვის. გარდა ამისა, ნაკლებად ეფექტურია ისეთ ადგილებში, სადაც ჰაერის არასაკმარისი ცირკულაციაა.
ამ ნაკლების აღმოფხვრა გოგირდის მცირე დოზისა და არმიკარბის კომბინაციითაა შესაძლებელი. პრეპარატების ეს წყვილი, მოქმედების მექანიზმის დივერსიფიკაციით, ერთმანეთს ავსებს და აძლიერებს წამლობის ეფექტურობას ნაცრის წინააღმდეგ.
კარბიქიურ პრო + გოგირდი - ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალება ნაცრის წინააღმდეგ
პრეპარატი კარბიქიურ პრო უნიკალური ფორმულირების დამსახურებით (შეიცავს 15% კოფორმულანტებს) ქიმიურ პრეპარატებთან, ეთერზეთებთან და სხვა არაფორმულირებულ ბიკარბონატებთან შედარებით გაცილებით ეფექტურია.
სპილენძი + გოგირდი + კარბიქიურ პრო - გაძლიერებული ეფექტურობა რამდენიმე ფრონტზე
კარბიქიურის 4 წლიანი ცდებით დამტკიცდა, რომ პრეპარატი სპილენძთან და გოგირდთან კომბინაციის შემთხვევაში, ეფექტურად უმკლავდება შავ სიდამპლეს.
მიუხედავად იმისა, რომ კარბიქიურ პრო, გოგირდი და სპილენძი სამი დამოუკიდებელი ნივთიერებაა, მათი კომბინაცია ვაზში უზრუნველყოფს ფუნგიციდური წამლობების ეფექტურობის შენარჩუნებას, თანაც რეზისტენტულობის ზრდის გარეშე.
კარბიქიურ პრო - უნიკალური ფორმულირება უკეთესი მოქმედებისთვის
კარბიქიურ პროს 85% კალიუმის ბიკარბონატი და 15% კოფორმულანტებია, რისი დამსახურებითაც პრეპარატის მოქმედი ნივთიერება სრულად, ერთგვაროვნად და უსაფრთხოდ ნაწილდება და დალექვის გარეშე, მარტივად იხსნება წყალში. დაბოლოს, პრეპარატი კარბიქიურ პრო გამოირჩევა მოქმედების სისწრაფით, რაც ნაცრის კერების ორ-სამ დღეში კოლონიზებას გულისხმობს.