
მოსავლის დაბინავება, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება თუ ახალი სეზონისთვის მზადება – წლის ეს პერიოდი ბევრი ფერმერისთვის საკმაოდ აქტიური სეზონია. აგროღონისძიებების წარმატებით და ეფექტიანად შესრულებაში კი ჩვენი ინოვაციური ინსტრუმენტები, დანადგარები და ტექნიკა დაგეხმარებათ, რომელთა შეძენასაც Green Friday-ის ფარგლებში დიდი ფასდაკლებით შეძლებთ.
შეთავაზებები მოქმედებს სხვადასხვა კატეგორიის პროდუქტებზე, მათ შორის, სასხლავ ინსტრუმენტებზე, ბაღის ინვენტარზე, მარნისთვის საჭირო აღჭურვილობასა და აგროტექნიკაზე.
სასხლავი ინვენტარი
ზამთრის პერიოდში ვენახის გასხვლა ვაზის მოვლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ პერიოდში გასხვლა ბაღის სხვა ხეხილოვანი კულტურებისთვისაც არის საჭირო. სამუშაოების დროულად შესრულებასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა აქვს ინსტრუმენტის სწორად შერჩევასაც. სეკატორის არჩევისას ყურადღება უნდა მიაქციოთ ჭრის სიზუსტეს, ინსტრუმენტის გამძლეობას, ერგონომიულობასა და იმას, თუ რამდენად შეესაბამება იგი სამუშაოს მოცულობასა და სპეციფიკას.
Green Friday-ის ფარგლებში დიდი ფასდაკლებით შეიძენთ სხვადასხვა სასხლავ ინსტრუმენტს, მათ შორის FELCO-ს, ALPEN-ის, KAMIKAZE-სა და FREUND VICTORIA-ს სეკატორებს, ტოტების მაკრატლებს, ხერხებს და სხვა ხელსაწყოებს. მრავალფეროვანი არჩევანი დაგეხმარებათ, შეარჩიოთ სწორედ ის ინსტრუმენტი, რომელიც ეფექტიანად გაუმკლავდება თქვენ მიერ დაგეგმილ სამუშაოებს.
ღვინის დაყენებისთვის საჭირო ინვენტარი
ახლად დაწურულ ღვინოს სათანადო მოვლა სჭირდება, რათა მისი დამუშავების თითოეული ეტაპი სწორად წარიმართოს. ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ხარისხიანი ინვენტარი და შესაბამისი აღჭურვილობა. სწორედ ამიტომ, Green Friday-ის ფარგლებში ფასდაკლებები ვრცელდება ღვინის მოვლისა და დამუშავებისთვის საჭირო სხვადასხვა დანიშნულების მოწყობილობაზე.
აქცია მოიცავს GRIFO-სა და Mori Luigi-ის ფილტრაციის მოწყობილობებს, Enolmatic-ის ფილტრაციის კარტრიჯებს, Enolmatic-ისა და Enolmaster-ის ჩამომსხმელებს, საცობის დამრტყმელებს, ეტიკეტირების დანადგარებსა და მარანში საჭირო სხვა ტიპის აღჭურვილობას. ასევე, ფასდაკლებები ვრცელდება ღვინის ტუმბოებზე, მათ შორის GRIFO-ს, MENCARELLI-ისა და TELLARINI-ის მოდელებზე, ღვინის შლანგებსა და სხვადასხვა ენოლოგიურ მასალაზე.
უჟანგავი ავზების მრავალფეროვანი არჩევანი
ღვინის მოვლის პროცესში არანაკლებ მნიშვნელოვანია შესაბამისი ავზის შერჩევა მისი შენახვისა და დამუშავებისთვის. Green Friday-ის ფარგლებში ფასდაკლებები ვრცელდება იტალიური წარმოების SANSONE-ის უჟანგავ ავზებზე, 100-დან 2000 ლიტრამდე მოცულობით, როგორც სწორი, ისე კონუსური ძირით. შეთავაზებაში ასევე შედის ავზების სადგამები, მოძრავი ქუდები და ვენტილები.
სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აგრეგატები
სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო ტექნიკის შერჩევა ბევრად მარტივია, როცა არჩევანი მრავალფეროვანია. სწორედ ამიტომ ჩვენთან ტრაქტორების, აგრეგატებისა და სხვა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის ფართო ასორტიმენტია, საიდანაც თქვენი მეურნეობის საჭიროებებზე მორგებული ტექნიკის შერჩევას შეძლებთ. რაც მთავარია, Green Friday-ს ფარგლებში მათი შეძენა გაცილებით შეღავათიან ფასად შეგეძლებათ.
არ გამოტოვოთ Green Friday-ის შეთავაზებები – დაათვალიერეთ ფასდაკლებული პროდუქცია ჩვენს ვებგვერდზე ან გვეწვიეთ მაღაზიათა ქსელს. აგროკონსულტაციისთვის დარეკეთ ნომერზე +995 322 500 900.
