Felco 2-ს 75 წელი შეუსრულდა – როგორ დააკავშირა ინოვაციურმა ხელსაწყომ თაობები?
Felco 2-ს 75 წელი შეუსრულდა – როგორ დააკავშირა ინოვაციურმა ხელსაწყომ თაობები?
სიზუსტის, სანდოობისა და უმაღლესი ხარისხის სიმბოლოდ ქცეული სასხლავი მაკრატელი Felco-2 უკვე 75 წლისაა. ამ ხნის განმავლობაში მან მოახერხა მებაღეებისა და მევენახეების რჩეულ ხელსაწყოდ დარჩენილიყო და დღემდე შეენარჩუნებინა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური სამუშაო იარაღის სტატუსი.
Felco 2 ბაზარზე პირველად 1948 წელს გამოჩნდა და ინოვაციური მახასიათებლების დამსახურებით მაშინვე მიიქცია მომხმარებელთა ყურადღება. ის იმ დროისთვის არსებული სასხლავი მაკრატლებისგან გამძლეობით, სიმსუბუქით, ერგონომიულობით გამოირჩეოდა და უზრუნველყოფდა ზუსტსა და სუფთა ჭრას. ეს მახასიათებლები, რომლებიც დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწა და გაუმჯობესდა, დღემდე გამოარჩევს Felco-ს სხვა მსგავსი სასხლავი ხელსაწყოებისგან. სწორედ ამიტომ, ის ისეთივე პოპულარობით სარგებლობს თანამედროვე მებაღეებსა თუ მევენახეებში, როგორც მათ წინამორბედებში.
„ჩემი რჩეული ხელსაწყო თითქმის 70 წლისაა. ის ერთ-ერთი პირველი Felco 2-ია, რომელიც მამაჩემმა 14 წლის ასაკში მაჩუქა. მას კი ხელსაწყო ბაბუაჩემისგან ერგო მემკვიდრეობით. ჩვენი ოჯახისთვის Felco მხოლოდ სასხლავი მაკრატელი არ არის, ის ჩვენს თაობებს ერთმანეთთან აკავშირებს“, – ამბობს მარკო ბეკერი, მევენახე გერმანიის ქალაქ მაინციდან.
სამუშაო იარაღების სათადარიგო ნაწილებიც, რათა მომხმარებლებს ახალი ხელსაწყოს შეძენის სანაცვლოდ, ცვეთადი დეტალების გამოცვლა შესძლებოდათ.
Felco-ს პროდუქციის ფართო ასორტიმენტის დათვალიერებასა და შეძენას ჩვენს მაღაზიათა ქსელში შეძლებთ. აქვე იპოვით ხელსაწყოების სათადარიგო ნაწილებსა და აქსესუარებს. კითხვების შემთხვევაში ან/და „აგროსფეროს“ ფილიალების სანახავად გადადით ბმულზე.