კოვენანტ ტრიქოდერმა - ძლიერი ფესვთა სისტემისთვის

აგროსფერო
23.04.26 06:05 PM - Comment(s)

მცენარის ჯანსაღ ზრდა-განვითარებას და, შესაბამისად, ხარისხიან და მაღალ მოსავალს ძლიერი ფესვთა სისტემა განაპირობებს. ამისათვის აუცილებელია არამხოლოდ ნიადაგის სწორად მომზადება, არამედ დამხმარე საშუალებებით ფესვთა სისტემის ფორმირების ხელშეწყობა. ბლოგში სწორედ ასეთ საშუალებას – კოვენანტ ტრიქოდერმას გაგაცნობთ. ის ინოვაციური ინოკულანტია, რომელიც მცენარეს განვითარების საწყისი ეტაპიდანვე აძლიერებს და სტაბილურ, ხარისხიან მოსავალს უზრუნველყოფს.

კონვენანტ ტრიქოდერმას უპირატესობები

აღნიშნული პროდუქტი ტრიქოდერმა სოკოსა და მიკორიზული სოკოების კომპლექსისგან შედგება. მათი ერთობლივი მოქმედებით მცენარე უფრო ძლიერი და დაავადებებისადმი მდგრადი ხდება, რაც განაპირობებს როგორც მოსავლის მოცულობას, ისე ხარისხს.

მისი მთავარი უპირატესობებია:

● ფესვთა სისტემის განვითარება – ფესვები ღრმად და უფრო ფართო არეალში იზრდება, რაც უზრუნველყოფს საკვები ელემენტებისა და წყლის მაქსიმალურ ათვისებას.

● მოსავლიანობის და ხარისხის ზრდა – უმჯობესდება ორგანოლეპტიკური თვისებები (ფერი, ტექსტურა) და ნუტრიციული ღირებულება – საბოლოო პროდუქტში უფრო მაღალია ცილის, ანტიოქსიდანტებისა და ვიტამინების შემცველობა.

● წყლის სტრესისადმი ტოლერანტობა – მიკორიზული სოკოების დახმარებით მცენარე მეტი ფართობიდან ითვისებს წყალს და ინახავს მას ფესვთა სისტემაში.

● ნიადაგის ნაყოფიერება – პროდუქტი აუმჯობესებს ნიადაგის სტრუქტურას, ხელს უწყობს მცენარისთვის სასარგებლო მიკრობიოტის შექმნას და რთულად ხელმისაწვდომი მინერალების – ფოსფორის, რკინის, მანგანუმისა და თუთიის ათვისებას.

● ქლოროფილის სიმკვრივის ზრდა – ფოთლები უფრო მწვანე და ძლიერი ხდება.

● სიდეროფორების წარმოება – ეს ხელს უწყობს მცენარეს რკინის უკეთ ათვისებაში.

● ფესვთა დაავადებებისგან დაცვა – ტრიქოდერმა ქმნის ბუნებრივ ბიოლოგიურ ფარს, რომელიც იცავს მცენარეს ნიადაგის პათოგენებისგან.

პროდუქტის გამოყენების ინსტრუქცია

კოვენანტ ტრიქოდერმა ორკომპონენტიანია –ის შედგება ფხვნილისა და ადიუვანტისგან, რომლისგანაც სამუშაო ნაზავი მზადდება. მისი გამოყენების ინსტრუქცია განსხვავდება კულტურების მიხედვით.

სიმინდი:

● 30 კგ თესლი → 20 გ ფხვნილი + 40-50 მლ ადიუვანტი

● წყლის ნორმა: 0,7-0,8 ლ

ხორბალი:

● 180 კგ თესლი → 40 გ ფხვნილი + 100 მლ ადიუვანტი

● წყლის ნორმა: 0,7-0,8 ლ

პარკოსნები:
● 100 კგ თესლი → 40-50 გ ფხვნილი + 0,1 ლ ადიუვანტი
● წყლის ნორმა: 0,7-0,8 ლ

აღსანიშნავია, რომ კოვენანტ ტრიქოდერმას გამოყენება დაშვებულია ორგანულ მეურნეობებში და ყველა სასოფლო-სამეურნეო კულტურაში. ის არის პროდუქტი მათთვის, ვინც ეძებს ეკოლოგიურად სუფთა, ეფექტიან და მდგრად გადაწყვეტას მოსავლიანობის გასაზრდელად.

დამატებითი კონსულტაციისთვის ეწვიეთ ჩვენს მაღაზიათა ქსელს ან დაგვირეკეთ ნომერზე +995 322 500 900.

აგროსფერო

აგროსფერო