„აეგის სიმ ირიგა“ – ბიოპრეპარატი ძლიერი ფესვებისა და ხარისხიანი მოსავლისთვის

Oto Fareshishvili
30.06.26 02:41 PM - Comment(s)

მცენარის სიძლიერესა და მისი ნაყოფის ხარისხს ფესვები განაპირობებს. სწორედ ფესვთა სისტემაზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტიანად აითვისებს მცენარე წყალსა და საკვებ ნივთიერებებს, რამდენად გაუძლებს ის სტრესულ პირობებს და როგორი ხარისხის მოსავალს მოგვცემს საბოლოოდ. შესაბამისად, ფერმერმა თავიდანვე უნდა შეუწყოს ხელი ფესვთა სისტემის განვითარებას, რაშიც „აეგის სიმ ირიგა“ დაგეხმარებათ.  

„აეგის სიმ ირიგა“ მიკორიზული სოკოების ბაზაზე დამზადებული ბიოლოგიური პრეპარატია, რომელიც მცენარის ფესვებთან ბუნებრივ სიმბიოზს ქმნის და მათ პოტენციალს მნიშვნელოვნად აძლიერებს. პროდუქტი მცენარეს ნიადაგში არსებული წყლისა და საკვები ელემენტების უკეთ ათვისებაში, სტრესის მარტივად გადატანასა და თანაბრად განვითარებაში ეხმარება.  

„აეგის სიმ ირიგა“ და მსგავსი ბიოლოგიური პროდუქტები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მდგრადი აგრომეურნეობის განვითარებისთვის. ის სრულად პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს – ხელს უწყობს მცენარის გაძლიერებას ბუნებრივი პროცესების მეშვეობით, რაც მთავარია, გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის გარეშე. 


როგორ მოქმედებს „აეგის სიმ ირიგა“? 

პროდუქტში არსებული მიკორიზული სოკოები ფესვზე კოლონიზდება და მცენარესთან სასარგებლო კავშირს ამყარებს. ვითარდება ფუნჯა ფესვები, რომლებიც მცენარისთვის საკვები ნივთიერებებისა და წყლის მიწოდებას უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ მიკორიზული ქსელის დახმარებით ფესვების მიერ შეწოვის ზედაპირი 1000-ჯერ იზრდება.  

საბოლოოდ, „აეგის სიმ ირიგას“ უპირატესობებია: 

  • წყლისა და საკვები ნივთიერებების ათვისების გაუმჯობესება – „აეგის სიმ ირიგა“ ეხმარება მცენარეს უკეთ აითვისოს როგორც მაკრო, ისე მიკროელემენტები. მიკორიზული სოკოების დახმარებით მცენარე წვდება ნიადაგის იმ ზონებსაც, სადაც ფესვები დამოუკიდებლად ვერ აღწევს.  

  • ფესვთა სისტემის გაძლიერება – პრეპარატი ხელს უწყობს ფუნჯა ფესვების განვითარებას და ზრდის მცენარის საკვებ არეალს. ძლიერი ფესვი ნიშნავს უფრო სტაბილურ ზრდას, უკეთეს კვებას და სტრესის მიმართ მეტ გამძლეობას. 

  • გადარგვის შემდგომი შოკის შემცირება მიკორიზული სოკოების მიერ წარმოქმნილი ბიოლოგიური ნაერთები ამცირებს ტრანსპლანტაციის სტრესს და ახალ გარემოში მცენარის უფრო სწრაფ ადაპტაციას უზრუნველყოფს.  

  • გვალვისა და მარილიანობის მიმართ ტოლერანტობის ზრდა – წყლის დეფიციტი და ნიადაგის მარილიანობა თანამედროვე აგრომეურნეობის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. „აეგის სიმ ირიგა“ ეხმარება მცენარეს უკეთ გამოიყენოს ნიადაგში არსებული წყალი და შეინარჩუნოს ზრდის პროცესი არასასურველ პირობებშიც. 

  • ნაყოფის ხარისხის გაუმჯობესება – მცენარის მიერ წყლისა და საკვები ნივთიერებების უკეთ ათვისება საბოლოო პროდუქტზეც აისახება. „აეგის სიმ ირიგა“ ხელს უწყობს დაბალანსებულ ზრდას და ნაყოფის ორგანოლეპტიკური ხარისხის გაუმჯობესებას.  

  • ფესვების პათოგენების მიმართ ტოლერანტობის ზრდა – ფესვთა სისტემაზე კოლონიზებული მიკორიზული სოკოები ბუნებრივ დამცავ ბარიერს ქმნის და მცენარის თავდაცვის მექანიზმების გააქტიურებას უწყობს ხელს. შედეგად, მცენარე უფრო მდგრადი ხდება ისეთი პათოლოგიების მიმართ, როგორიცაა ფუზარიოზი, სკლეროტინია, ვერტიცილიოზი, ფიტოფტორა და სხვა.  


რატომ არის „აეგის სიმ ირიგა“ მნიშვნელოვანი მდგრადი აგრომეურნეობისთვის? 

მდგრადი სოფლის მეურნეობა გულისხმობს ისეთ წარმოებას, რომელიც ორიენტირებულია არა მხოლოდ მოსავლის ხარისხისა და მოცულობის გაზრდაზე, არამედ ნიადაგის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნებასა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებაზე. შესაბამისად, „აეგის სიმ ირიგა“ და მსგავსი ბიოლოგიური პრეპარატები უბრალოდ დამატებით საშუალებებად კი აღარ განიხილება, არამედ ისინი აგროპროცესების აუცილებელ ნაწილად იქცა. 

მდგრად აგრომეურნეობაში მიკორიზული სოკოები განსაკუთრებით აქტიურად გამოიყენება, რადგან ისინი ბუნებრივ სიმბიოზს ქმნის მცენარის ფესვებთან. ამგვარი ურთიერთობისგან სარგებელს ორივე მხარე იღებს – მცენარე სოკოს ორგანული ნივთიერებებით ამარაგებს, სოკო კი მცენარეს წყლისა და საკვები ელემენტების მოპოვებაში ეხმარება. გარდა ამისა, მიკორიზა ხელს უწყობს ნიადაგის სტრუქტურის გაუმჯობესებასა და სასარგებლო მიკროორგანიზმების განვითარებას. 


გამოყენების რეკომენდაცია 

„აეგის სიმ ირიგა“ გამოიყენება როგორც ბოსტნეულ კულტურებში, ისე ხეხილის ბაღებში. მისი შეტანა შესაძლებელია წვეთოვანი სარწყავი სისტემით ან მექანიკური მორწყვით. 

რეკომენდებული დოზა: 

  • ბოსტნეული კულტურები – 0.5 კგ/ჰა 

  • ხეხილი – 0.5-1 კგ/ჰა 

გამოყენების საუკეთესო პერიოდია გადარგვიდან ან ვეგეტაციის დაწყებიდან მე-7-10 დღე.  

„აეგის სიმ ირიგა“ მიკრობიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელი ესპანური კომპანია Atens-ის პრეპარატია. კომპანია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მიკრობიოლოგიურ ტექნოლოგიებს და ქმნის ისეთ პროდუქტებს, რომლებიც მოსავლიანობისა და ნაყოფის ხარისხის გაუმჯობესებას ბუნებრივი გზით უზრუნველყოფს.  

აღსანიშნავია, რომ Atens-ს აქვს საკუთარი სპეციალიზებული სათბურები, სადაც მიკორიზული სოკოების რეპროდუქცია In Vivo მეთოდით ხორციელდება. ეს ტექნოლოგია უზრუნველყოფს სპორების მაღალ კონცენტრაციას, სიცოცხლისუნარიანობასა და პროდუქტის სტაბილურ ხარისხს.  

„აეგის სიმ ირიგასა“ და Atens-ის სხვა პროდუქტებს ჩვენს მაღაზიათა ქსელში შეიძენთ. დამატებითი აგრო-კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე +995 322 500 900. 

Oto Fareshishvili