AXION 9.450 TERRA TRAC – ინოვაციური ტრაქტორი, რომელიც აგროპროცესებს კიდევ უფრო ამარტივებს  

აგროსფერო
05.12.25 02:09 PM - Comment(s)
კლაასის ახალი ტრაქტორი

სოფლის მეურნეობა სწრაფად ვითარდება, რის გამოც დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი ტექნიკის წარმოება, რომელიც აგროპროცესებს კიდევ უფრო დააჩქარებს და გაამარტივებს. ამასთან, გამორჩეული იქნება არამხოლოდ სიმძლავრით, არამედ ეკონომიურობით, კომფორტულობით, სიზუსტითა და ნიადაგის დაცვის ტექნოლოგიებით. სწორედ ასეთ მოთხოვნებს პასუხობს AXION 9.450 TERRA TRAC – CLAAS-ის უახლესი მოდელი, რომელიც Agritechnica 2025-ზე მაღალი სიმძლავრის ტრაქტორების კატეგორიაში 2026 წლის ტრაქტორად დასახელდა. 

როგორ გაამარტივებს AXION 9.450 ფერმერის ყოველდღიურ სამუშაო პროცესს და რა სარგებელს მოუტანს მის მეურნეობას? – ბლოგში ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პარტნიორის CLAAS-ის კიდევ ერთ რევოლუციურ ტრაქტორს დეტალურად გაგაცნობთ. 

ნაკლები საწვავით შესრულებული მეტი სამუშაო 


AXION 9.450 TERRA TRAC აღჭურვილია 8.7-ლიტრიანი Cursor 9 Stage V ძრავით, რომელიც უზრუნველყოფს 450 ცხენის ძალამდე სიმძლავრეს და მაქსიმუმ 1 850 ნიუტონ მეტრ ბრუნვის მომენტს. ეს ოპერატორს საშუალებას აძლევს იმუშაოს მძიმე პირობებში და მართოს დიდი სასოფლო-სამეურნეო აგრეგატები სიჩქარისა და სიძლიერის დაკარგვის გარეშე. ამასთან, მაქსიმალური სიმძლავრე ხელმისაწვდომია დაბალ ბრუნებზეც, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს საწვავის ხარჯსა და ძრავის ცვეთას. 

უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ტრაქტორი თავსებადია HVO ბიოსაწვავთან, რაც CO₂ ემისიებს 90%-ით ამცირებს. ეს ინოვაციური გადაწყვეტა ფერმერს არამხოლოდ ხარჯების დაზოგვის საშუალებას აძლევს, არამედ წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ეკოლოგიურად სუფთა და მდგრადი სოფლის მეურნეობის მიმართულებით. 

ცალკე უნდა აღვნიშნოთ, AXION-ის Dynamic AUTO DROOP სისტემა, რომელიც ოპერატორის ჩარევის გარეშე, ავტომატურად არეგულირებს ძრავის დატვირთვას და ენერგომოხმარებას სხვადასხვა ამოცანის დროს. 

TERRA TRAC – ნიადაგის დაცვა და გაუმჯობესებული მოჭიდება 


AXION 9.450-ის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელია TERRA TRAC, ნახევრად მუხლუხიანი სავალი სისტემა. ის აერთიანებს ბორბლიანი და მუხლუხიანი ტრაქტორების მექანიკურ უპირატესობებს. CLAAS-ის მიერ შემუშავებული ამ უნიკალური კონსტრუქციის დახმარებით 50%-ით იზრდება საკონტაქტო ფართი ნიადაგთან, რაც აუმჯობესებს მოჭიდებას რთულ პირობებში, მაგალითად, სველ ან რბილ ნიადაგზე გადაადგილებისას. TERRA TRAC აღჭურვილია CTIC სისტემითაც, რომელიც ავტომატურ რეჟიმში მართავს საბურავების წნევას. 

გაუმჯობესებული ჰიდრავლიკა და გადაცემათა კოლოფი ფართომასშტაბიანი სამუშაოებისთვის 


ფერმერთა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვაა, შეძლებს თუ არა ტრაქტორი მუშაობას ძლიერ და მასიურ აგრეგატებთან. AXION 9.450-ის შემთხვევაში ამ კითხვაზე პასუხი ერთმნიშვნელოვნად დადებითია – ის ეფექტიანად მუშაობს ძალიან მძიმე და მაღალი დატვირთვის ტექნიკასთანაც კი, როგორებიცაა ნიადაგის დასამუშავებელი იმპლემენტები, სათესი სისტემები, კულტივატორები და ა.შ. 

ტრაქტორს აქვს 370 ლ/წთ მაქსიმალური ჰიდრავლიკური წარმადობა. ეს შესაძლებელს ხდის უკანა და წინა აგრეგატებმა ერთდროულად და შეუფერხებლად იმუშაოს, თუნდაც დატვირთვა ძალიან დიდი იყოს. ასევე, მოდელი მხარდაჭერილია ISOBUS და Power Beyond სისტემებით, რაც ამარტივებს ტრაქტორის დანადგარებთან ინტეგრაციას. 

AXION 9.450-ს აქვს ZF TMG 45 HD „Silent“ CVT გადაცემათა კოლოფი. ვარიატორული ტრანსმისია (CVT) ავტომატურად უზრუნველყოფს სიჩქარის შეუფერხებლად ცვლას დატვირთვისა და ოპერატორის მოთხოვნის შესაბამისად. ამის დამსახურებით ძრავი მუშაობს უფრო ეფექტიანად, მოძრაობა უფრო რბილია, ხოლო ხმაური – მინიმალური. 

ინოვაციური ტექნოლოგიები – უკეთესი შედეგი ნაკლები ძალისხმევით 


AXION 9.450 ახალი თაობის ინტელექტუალურ ტექნოლოგიებზეა დაფუძნებული, რომელთა დახმარებითაც ოპერატორს ეძლევა პროცესების მაქსიმალური კონტროლისა და სამუშაოს უფრო ზუსტად და უსაფრთხოდ შესრულების შესაძლებლობა. მაგალითად, ინოვაციური სისტემა CEMOS რეალურ დროში ახდენს პროცესების ოპტიმიზირებას. პროგრამა მყისიერად აანალიზებს სამუშაო პირობებს და ავტომატურად არეგულირებს ტრაქტორის ყველა მნიშვნელოვან პარამეტრს, როგორებიცაა საბურავების წნევა, ძრავის დატვირთვა, გადაცემათა კოლოფის მუშაობა და საწვავის მოხმარება. 

AXION 9.450, ასევე, აღჭურვილია CEBIS Connect-ით, ტერმინალით, რომლის დახმარებითაც ოპერატორი აკონტროლებს ვიდეოკამერებს, ISOBUS-თან დაკავშირებულ აგრეგატებს, GPS Pilot-ს, Precision Farming-ისა და სხვა ტიპის ფუნქციებს. 

აღსანიშნავია, რომ 2026 წლიდან AXION 9.450-ში ხელმისაწვდომი იქნება AgXeed VCU-ც. ამ ფუნქციის დახმარებით, ოპერატორი შეძლებს წინასწარ მისცეს ტრაქტორს დავალებები და დაუდგინოს სამუშაო მარშრუტი, რასაც ის შემდგომ ავტომატურად შეასრულებს. 

კომფორტული კაბინა – ტრაქტორი, რომლის მართვაც დაღლას არ იწვევს 


AXION 9.450-ის ახალი სალონი შექმნილია იმისთვის, რომ ოპერატორმა დაღლის გარეშე შეძლოს მუშაობა საათების განმავლობაში. კაბინის საერთო მოცულობა 3 მ³-ია, რაც ერთ-ერთი ყველაზე დიდი სივრცეა ამ კლასის ტრაქტორებს შორის. გარდა ამისა, კაბინა გამორჩეულია მაღალი ხარისხის ხმის იზოლაციით, რის შედეგადაც სალონში ხმაურის დონე ძალიან დაბალია – მხოლოდ 66 dB. 

ღამის სამუშაოებისთვის AXION 9.450 აღჭურვილია 22 LED-ფარით, რომლის საერთო სიმძლავრე 56,000 ლუმენია. ეს უზრუნველყოფს ფართო და თანაბარ განათებას ნებისმიერი მიმართულებით, შესაბამისად, სრულყოფილ ხილვადობას, ინვენტარების უკეთ კონტროლის შესაძლებლობასა და უსაფრთხოებას. საბოლოოდ კი, LED განათება საშუალებას აძლევს ოპერატორს ისევე სრულფასოვნად იმუშაოს ღამით, როგორც დღისით. 

აგროსფერო

აგროსფერო